x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვაჟა-ფშაველას გენიალური გამონათქვამები
1."ზოგს ჰგო­ნია, რომ ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კოს­მო­პო­ლი­ტიზმს, მაგ­რამ ეს შეც­დო­მაა. ყო­ვე­ლი ნამ­დვი­ლი პატ­რი­ო­ტი კოს­მო­პო­ლი­ტია ისე, რო­გორც ყო­ვე­ლი გო­ნი­ე­რი კოს­მო­პო­ლი­ტი (და არა ჩვე­ნე­ბუ­რი) პატ­რი­ო­ტია".

2. "მხო­ლოდ იმა­ში არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რაც გნე­ბავს ის ილა­პა­რა­კო, სწე­რო, აკე­თო, – არა! უნდა ყო­ველს სი­ტყვას და მოქ­მე­დე­ბას სა­ერ­თო, სა­ზო­გა­დო ბედ­ნი­ე­რე­ბა ედ­ვას სარ­ჩუ­ლად, ქვეყ­ნის თუ სა­სარ­გებ­ლო არა, სა­მავ­ნებ­ლო, სა­ზა­რა­ლო მა­ინც არ უნდა იყოს ქვეყ­ნი­სათ­ვის".image

3. "ილი­ას­თა­ნა ადა­მი­ა­ნებს სი­ცო­ცხლე­ში­ვე ძეგ­ლებს უდ­გა­მენ უცხო­ეთ­ში, ხოლო ჩვენ კო­ცონ­ზე ვწვავთ, ვკლავთ, რო­გორც ავა­ზა­კებს... საბ­რა­ლო ჩვე­ნო თავო, სა­წყა­ლო სა­ქარ­თვე­ლოვ!"

4. "ამი­ტომ კოს­მო­პო­ლი­ტიზ­მი ასე უნდა გვეს­მო­დეს: გიყ­ვარ­დეს შენი ერი, შენი ქვე­ყა­ნა, იღ­ვა­წე მის სა­კე­თილ­დღე­ოდ, ნუ გძულს სხვა ერე­ბი და ნუ გშურს იმათ­თვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, ნუ შე­უშ­ლი იმათ მის­წრა­ფე­ბას ხელს და ეცა­დე, რომ შენი სამ­შობ­ლო არა­ვინ და­ჩაგ­როს და გა­უ­თა­ნას­წორ­დეს მო­წი­ნა­ვე ერებს. ვინც უარ­ყოფს თა­ვის ეროვ­ნე­ბას, თა­ვის ქვე­ყა­ნას იმ ფიქ­რით, ვი­თომ კოს­მო­პო­ლი­ტი ვარო, ის არის მა­ხინ­ჯი გრძნო­ბის პატ­რო­ნი, იგი თა­ვი­სა­ვე შე­უმ­ჩნევ­ლად დიდი მტე­რია კა­ცობ­რი­ო­ბი­სა, რო­მელ­საც ვი­თომ ერ­თგუ­ლე­ბას და სიყ­ვა­რულს უცხა­დებს".


5.მე­გო­ბა­რო! დღეს ქა­ლე­ბიც თხო­უ­ლო­ბენ მა­მა­კა­ცებ­თან თა­ნას­წორ უფ­ლე­ბას. სჯობს, მი­ე­ცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ სა­კი­თხზე გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბულ პა­სუხს არ მოგ­ცემ... მე მხო­ლოდ ამას ვი­ტყვი: დი­დად და დი­დად სა­ჭი­როა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს ქალ­თა მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მჯე­რა, მწამს და ვერც ვე­რა­ვინ შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ რწმე­ნას... დე­და­კაც­ნი უფრო ლმო­ბი­ერ­ნი, გრძნო­ბი­ერ­ნი არი­ან და დღე­ვან­დე­ლი ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად რას მო­ი­თხოვს, თუ გარ­და, ერ­თის გრძნო­ბი­სა, რო­მელ­საც ეწო­დე­ბა შებ­რა­ლე­ბა, შე­წყნა­რე­ბა".

6. "ათი­სა და ოცის კა­ცის ავა­ზა­კო­ბა ისე ვერ და­ა­ზი­ა­ნებს ერის ცხოვ­რე­ბას, რო­გორც სხვაგ­ვა­რი ავა­ზა­კო­ბა ათა­სი­სა და ორი ათა­სი­სა, - პირ­ველთ ად­ვი­ლად ვი­შო­რებთ თა­ვი­დან, ავა­ზა­კებს ვე­ძა­ხით, ვსდევ­ნით, რო­გორც ცო­ფი­ან ძაღ­ლებს, ვე­ტე­ვე­ბით თო­ფით და ხმლით, მო­საკ­ლა­ვად არა ვზო­გავთ, ხოლო მე­ო­რე ჯუ­ლის ავა­ზა­კებს ვძმო­ბი­ლობთ და ვე­მოყვრე­ბით".

7.აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა. (”წერილები მეგობართან”).

8. აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ საწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან.

9. აკვანი და კუბო და-ძმანი არიან: ვიბადებით აკვანში გვაწვენენ "ნანას" გვეუბნებიან, ვიხოცებით - კუბოში ჩაგვდებენ და ქნაობით (იგივე რწევით) მივყავართ სასაფლაოსკენ.

10. აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლიან.image

11.მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!

12. "არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომრაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს“.

13. "დედაა გადამწყვეტი შვილების ბედიღბლისა, შვილის მომავალი უსათუოდ იმაზეა დამოკიდებული, თუ დედამ რა შთაბეჭდილებებით ასაზრდოვა შვილის ნორჩი, მაგრამ ღრმად აღმბეჭდი გული და გონება. ამიტომ საჭიროა ყოველი დედა იყოს განათლებული, განვითარებული, რათა შინ ოჯახში და გარეთ საზოგადოებაში სთესდეს თესლს კეთილისა, დიახ, ესმოდეს დედაკაცს, შვილი როგორ აღზარდოს შინ, ოჯახში, და გარეთ საზოგადოებაში რა აზრები გაავრცელოს, რას ემსახუროს, ვინაიდან მას შეუძლიან დაამხოს ერი და კიდეც აღადგინოს“.

14. „სარწმუნეობა მე მესმის, როგორც შედეგი ადამიანის გონებრივის, სულიერი განვითარებისა და არა იმათი შუაზე გადალეწა-გადამტვრევისა და დასახიჩრებისა. ძალად შეიძლება მხოლოდ ფორმა შეათავსებინო ადამიანს, ფორმა სარწმუნოებისა, ხოლო ამ საშუალებით მის მართლომრწმუნედ გახდომა ყოვლად შეუძლებელია. დღეს სადა გვაქვს ჩვენ ნამდვილი ეკლესია? მიჩვენეთ თუნდ ერთი რომელიმე კუთხე საქართველოში მთასა, გინა ბარსა, ეკლესია ასრულებდეს ნამდვილს თავის დანიშნულებას? ძალიან ძნელია ამისთანა ეკლესიის პოვნა.ეს სატკივარი ჟამთა ვითარების ნაყოფია. დღევანდელი ჩვენი ეკლესია ფორმაში გამოიხატება, ხოლო მღვდლის სამსახური მარტო წესების ასრულებაში“.

15. „მღვდლებო–სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ, თქვენს წოდების გარეშე ბევრს სხვასაც, მე პირადად მწყინს, როცა ჰმვღდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ… გაიხადეთ ან ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვასთ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, განურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამათმთავარმა იესო ნაზარეველმა. არც არაფერი იმით დაშავდება… თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება, არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილ მამულიშვილებს და მოქალაქეებს“… image


1
513
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
513
  
2018, 2 აგვისტო, 16:31
ყოველთვის ნავჭმევართ ერთმანეთს...
0 1 1