x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134473
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ჰიპნოზი - რა არის სინამდვილეში?
რა გახსენდებათ, როდესაც ჰიპნოზზე ფიქრობთ? არის ეს ცალკეულ პიროვნებათა შესაძლებლობა, თუ თანდაყოლილი უნარი, რომ მართონ სხვათა გონებები, შთააგონონ ისეთი რამ, რაც თავად სურთ? შეუძლია თუ არა ჰიპნოტიზიორს ადამიანით მანიპულირება და რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პროცესი? ჩაიდენს ჰიპნოზის ქვეშ მყოფი დანაშაულს?



image


ჰიპნოზის ფენომენის აღმოჩენა უკავშირდება მე - 18 საუკუნეს, კერძოდ გერმანელ ფიზიოლოგ ფრანც მესმერს.


„მესმერს მიაჩნდა, რომ ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა სათავეს იღებდა დაბალანსებული მაგნეტური ძალებისგან (ადამიანის ორგანიზმში) .... მკურნალობისას კი დიდი დოზებით რკინას აძლევდა პაციენტებს და მათ სხეულებთან მაგნიტებს ატარებდა. პროცედურის განმავლობაში, მისი პაციენტები ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. მან აღმოაჩინა ამ მეთოდის საფუძვლიანი წარმატება.“(Tartakovsky, M. (2011). Psychology’s History of Being Mesmerized. Psych Central. Retrieved on August 1, 2018, from https://psychcentral.com/blog/psychologys-history-of-being-mesmerized/)



მესმერის თეორია სერიოზულმა სამეცნიერო წრეებმა სათვალავში არ მიიღეს, თუმცა მეთოდი, რომელსაც მოჰქონდა გარკვეული თერაპიული შედეგი დაინტერესების საგნად იქცა. გამოირკვა, რომ არც რკინა და არც მაგნიტები არანაირ უშუალო გავლენას არ ახდენდა შედეგზე. მკვლევრები მისდგომოდნენ ფენომენს, რომელსაც შემდგომში ჰიპნოზი უწოდეს. როგორღაც თავისდაუნებურად მესმერი ახერხებდა, რომ პაციენტები ჰიპნოზის მდგომარეობაში გადაეყვანა, რის შემდეგაც მათ ირიბად შტააგონებდა მაგნიტების მოძრაობით, რასაც მოსდევდა კიდევაც გარკვეული თერაპიული სხვაობა. ამას კი, სავარაუდოდ თავისი თეორიის დასტურად მიიჩნევდა.


image

„ჰიპნოზი ჰიპნოს - იდან, ბერძნულ მითოლოგიაში ძილის ღმეთის სახელიდან მომდინარეობს, თუმცა ძილი არანაირად არ მონაწილეობს ჰიპნოზში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგიერთი ღრმად რელაქსირებული ადამიანები გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან“ (გერიგი & ზიმბარდო, 2009, გვ. 209 )


image


როგორც წესი ჰიპნოზს ძილთან აიგივებენ ადამიანები, თუმცა რეალურად იგი ფოკუსირებული ყურადღებით, მაღალი შთაგონებადობითა და მკვეთრი ფანტაზიებით ხასიათდება. პიროვნებას თითქოს სძინავს, რეალურად კი გაცილებით „ფხიზლად“ არის. (Cherry, K.( 2017) Hypnosis Applications, Effects and Myths, from https://www.verywellmind.com/what-is-hypnosis-2795921)


ფენომენის ყველაზე ძირითადი მახასიათებლად, მეტწილად მაღალი შთაგონებადობა ითვლება. მაღალი შთაგონებადობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ყოველგვარი გონიერი განსჯის გარეშე მიჰყვება მიწოდებულ ინსტრუქციებს, იგი ძალდატანების გარეშე ასრულებს ჰიპნოტიზიორის თხოვნას და უპირობოდ იჯერებს მის მიერ მიწოდებულ დებულებებს. გამოფხიზლების შემდეგ, პირონებას როგორც წესი, ყველაფერი ახსოვს, თუმცა ჯერ კიდევ ბუნდოვანია რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს არაცნობიერ პროცესებზე, რომელიც თავის მხრივ ცნობიერ პროცესებზე ახდენენ გავლენას.


ჰიპნოზის სეანსის ჩატარების უფლება, აქვთ გაწვრთნილ სპეციალისტებს, ისიც მხოლოდ თერაპიული მიზნებისთვის. ჰიპნოტიზიორები ახერხებენ ზოგიერთი ფიზიოლოგიური თუ ფსიქოლოგიური სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა ქრონიკული ტკივილი.


როგორ იწყება სიანსი?


ამისთვის ბევრი არაფერია საჭირო. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჰიპნოზის ძალა არ აქვს ჰიპნოტიზიორს, როგორც წესი ეს დამოკიდებულია პაციენტის უნარზე, მოახერხოს მოდუნება, რელაქსაცია და მიჰყვეს ინსტრუქციებს, ამისთვის კი რომელიმე ნივთზე თუ სპეციალისტის ხმაზე კონცენტრირებაც კმარა. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთათვისაც ძალიან რთულია ამ მდგომარეობის მიღწევა.


შეიძლება თქვენი დაჰიპნოზება?


აღმოჩნდა, რომ ადამიანთა 15 % საკმაოდ მგრძობიარეა ჰიპნოზის მიმართ; მოზრდილებთან შედარებით ბავშვები მეტად ემორჩილებიან ჰიპნოზს; მოზრდილთა 10% არაჰიპნობილურია, მათთვის თითქმის შეუძლებელია ჰიპნოზის ქვეშ აღმოჩდნენ; ადამიანები, რომელთათვისაც ფანტაზიები უცხო არ არის, უკეთ ემორჩილებიან ჰიპნოზს. (Cherry, K.( 2017) Hypnosis Applications, Effects and Myths, from https://www.verywellmind.com/what-is-hypnosis-2795921)


image

"ჰიპნოზი ალბათ ყველაზე ცუდად გაგებული და საკამათო ფსიქოლოგიური თერაპიის მეთოდია" (Lazarus, C.(2013) The Truth About Hypnosis, from https://www.psychologytoday.com/us/blog/think-well/201301/the-truth-about-hypnosis)

ამიტომაც ქვემოთ გიტოვებთ ყველაზე ცნობილ მითებს ჰიპნოზის შესახებ.



ხუთი ყველაზე გავრცელებული მითი ჰიპნოზზე:



- როცა ჰიპნოზისგან გამოფხიზლდები, არაფერი გემახსოვრება

როგორც წესი ჰიპნოზის შემდგომ ადამიანებს ახსოვთ ყველაფერი, რაც მის პროცესში მოხდა, მხოლოდ იშვიათ ვითრდება ამნეზია, ავიწყდებათ მიმდინარეობა ისიც დროებით.

- ჰიპნოზით შეიძლება გაახსენო ადამიანებს მოგონებისა თუ დანაშაულის ზუსტი დეტალები.

იგი მხოლოდ უმნიშვნელოდ მოქმედებს მეხსიერებაზე, თუ ძალიან მოვინდომებთ გამოგონილი და ყალბი მოგონებები შეგვრჩება ხელში.

- ჰიპნოტურ მდგომარეობაში შენი შეყვანა შეუძლიათ შენივე ნების საწინააღმდეგოდ.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეს მხოლოდ პაციენტს ძალუძს და მისი უნებართვოდ ჩაარება შეუძლებელია.

- ჰიპნოტიზიორი სრულად გაკონტროლებს შენ, შენივე ნების საწინააღმდეგოდ.

ესეც ერთ-ერთი მითია მრავალთაგან, თუმცაღა ადამიანები გრძნობენ რომ ნებისყოფის ჩარევის გარეშე ემორჩილებიან ჰიპნოტიზიორს, მაინც არ შეუძლია ამ უკანასკნელს რაიმე ჩაადენინოს პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ.

- ჰიპნოზი გაგხდის, სწრაფს, მოქნილსა და ნიჭიერს.

ეს უკანასკნელიც მითია, ის ვერც შეჰმატებს და ვერც გამოაკლებს ვინმეს ნიჭს.



გამოყენებული ლიტერატურა:


Tartakovsky, M. (2011). Psychology’s History of Being Mesmerized. Psych Central. Retrieved on August 1, 2018, from https://psychcentral.com/blog/psychologys-history-of-being-mesmerized/

Cherry, K.( 2017) Hypnosis Applications, Effects and Myths, from https://www.verywellmind.com/what-is-hypnosis-2795921

გერიგი, რ., & ზიმბარდო ფ.(2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება

Lazarus, C.(2013) The Truth About Hypnosis, from https://www.psychologytoday.com/us/blog/think-well/201301/the-truth-about-hypnosis

0
442
შეფასება არ არის
ავტორი:სულიკო შარაშენიძე
სულიკო შარაშენიძე
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0