x
image
რუსო ჩარექიშვილი
რატომ არიან ვერძები სხვებისგან გამორჩეულები? ყველაფერი მათ შესახებ
იქიდან გამომდინარე, რომ ვერძის სტიქია არის ცეცხლი იგი დაბადებიდანვე დაჯილდოებულია ისეთი თვისებებით, როგორიცაა: შეუპოვრობა, ქარიზმატულობა, სიძლიერიე, დაუმორჩილებელი ბუნება, ემოციურობა, მოუსვენრობა, მოზღვავებული ენერგია....

ვერძი მუდამ ახლის მაძიებელი ზოდიაქოა, ვერ იტანს ერთ ფეროვნება და მუდმივად ცდილობს ცხოვრება ფერადოვანი გახადოს, ამიტომ იგი მუდამ ეძებს თავგადასავლებს.image

ვერძები უსამართლობას ვერასოდეს ვერ ეგუებიან, მუდამ ცდილობენ დაიცვან, როგორც საკუთარი სიმართლსე, ისე სხვისი. იგი მჩაგვრელის როლში არასოდეს არ გვევლინება, არამედ პირიქით, ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ თქვენი სიმართლის დამტკიცებაში. მას ეს თვისებები შეიძლება ითქვას, რომ სისხლში აქვს გამჯდარი.

ვერძებს ჩრდილში დგომა არასოდეს ჩვევიათ, ისინი მუდამ პირველობისთვის იბრძვიან, იგი უხვადაა დაჯილდოებული იმ ტვისებებით, რაც ლიდერობისთვისაა აუცილებელი, აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვერძმა თუ რამე მიზანი დაისახა ცხო რებაში აუცილებლად მიაღწევს კიდეც, რადგან მას დანებება არასოდეს არ სჩვევია. სწორედ ეს თვისებები ეხმარება მას კარიერულ წინსვლაში. მართალია ვერძები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და მუდან ცდილიბენ დიდების მწვერვალს მიუახლივდნენ, თუმცა ხანდახან სამსახურისადმი ზერელე დამოკიდებულებასაც ამჟღავნებენ, ადვილად ბეზრდებათ ესა თუ ის საქმე და ყოველდღიურობის გახალისებას ცდილობენ, რის დროსაც სამსახურს მეორე ადგილზეც კი წევენ ხოლმე.image


ვერძი მეოცნებე ზოდიაქოა. მას შეუძლია მთელი დღე გაატაროს ერთ ადგილზე ჯდომასა და ოცნებაში, თუ როგორ აისრულებს ყველა ოცნებას, როგორ მიაღწევს სხვისთის მიუღწეველ მწვერვალებამდე, როგორ დაიკავებს ლიდერის ტახტრევანს, როგორ დაეკითხებიან რჩევებს და როგორ იზრუნებს სხვებზე. მართლაია მას ძალიან უყვარს ოცნება და მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმოუდგენია, მაგრამ იგი სულაც არ თვლის, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ოცნებაა მიუღწევლისაკენ, რომლის ახდენაც შეუძლებელია, არამედ პირიქით მას ღრმად სწამს, რომ ყველა ოცნება აუცილებლად ახდება, მთავარია მოთმინება და რწმენის შენარჩუნება. სწორედ ამის გამო შეიძლება ითქვას, რომ ვერზები ხშირად ძალიან მეამიტებიც არიან, ადვილად ენდობიას სხვებს, თუმცა მათ გავლენაში ვერ ექცევიან.

ვერძი ვერასოდე შეეგუება იმ ფაქტს, რომ ვინმემ მისი სისუსტე სააშკარაოზე გამოიტანოს, იგი ამის გამო მწარედ იძიებს შურს. მას ურჩევნია მთელი სამყარო თავზე დაემხოს ვიდრე ვინმემ ატირებული დაინახოს და სხვის თვალში სუსტი ადამიანის სახელი დაიმკვიდროს.

ვერძები აგრეთვე შედიან ყველაზე აუტანელი ზოდიაქოების სიაში, რომლებთან ურთიერთობაც არც თუ ისე მარტივია. რაში გამოიხატება მისი აუტანლობა? რათქმაუნდა მის ხასიათში. ვერძი პირდაპირი ზოდიაქოა, მას არ უყვარს საუბრისას შორიდან შემოვლა, ყოველთვის ამბობს იმას რასაც ფიქრობს, ამიტომ ხშირად შესაძლოა ისეთი რამ მოგახალოთ პირში, რომ ადგილზე გაქვავდეთ და ხმის ამოღებაც ვერ შეძლოთ, სწორედ ამის გამო ერიდებიან მასთან ურთიერთობას. თავად ვერძი მიიჩნევს, რომ მისი ეს თვისება სულაც არაა შემაწუხებელი, არამედ მიიჩნევს, რომ პირდაპირობა არის თვისება, რაც ყველას უნდა ახასიათებდეს.

მათ ახასიათებთ იმპულსურობა, იგი შესაძლოა ისე მოულოდნელად აფეთქდეს, რომ ყველა გაოგნებული დატოვოს. მისი დამშვიდება არც ისეთი მარტივია. ამიტომ ვერძთან დაპირისპირებას ყველა ერიდება, მასთან კამათი ყოველთვის მოწინააღმდეგის მარცხით სრულდება.image

ვერძები საკუთარ შესაძლებლობენში იმდენად არიან დარწმუნებულები, რომ ფიქრობენ - სამყაროს შეცვლა ხომ შესაძლებელია, ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ გადატრიალება და შევცვალოთ უკეთესობისკენ ყველაფერი ჩვენ ირგვლივ.

როგორ უყურებენ ვერძები ცხოვრებას? ისინი მიიჩნევენ რომ სამყაროს ეპიცენტრში დგას ვერძი, რომლის ირგვლივაც ტრიალებს მთელი სამყარო. ყველამ უნდა იზრუნის მის დიდებასა და სახელზე. აგრეთვე ყველა უნდა ცდილობდეს მოაწონოს თავი ლიდერის ტახტრევანზე მჯდომ მმართველ - ვერძს.

ვერძი აქტიური ზოდიაქოა, მას არ სჩვევია ერთ ადგილზე ტყვილა ჯდომა. მას იმდენად უყვარს სიახლეები და თა გადასავლები, რომ სიახლეების გარეშე ყოველ დღეს დაკარგულად მიიჩმევს.

ვერძს ყველაზე მეტად სიამოვნებს, როდესაც მას აქებენ. არ უყვარს სხვების ქება დიდების მოსმენა, რადგან იგი მიიჩნევს, რომ ერთადერთი ვინც ქების ღირსია არი მხოლოდ და მხოლოდ თვითონ. თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევებიც. ვისი ქების მისმენა არ აღიზიანებს ვერძს? რაღათქმაუნდა მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის. მას ისევე სიამოვნებს როდესაც მისთვის ძვირფას ადამიანს აქებენ, როგორც საკუთარის.

ვერძებს ხანდახან უპასუხისმგებლობაც ახასიათებთ. შესაძლოა დიდიხნის წამოწყებული საქმე მიატოვოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მობეზრდა ან უბრალოდ გადაიღალა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი მნიშვნელოვანი საქმე შეიძლება მიატოვოს იმ შემთხვევაში თუ რამე დროებით გასართობს გადააწყდა, ამ შემთხვევაში იგი აუცილებლად გადაერთობა ახალზე და ძველს დაივიწყებს.

0
607
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
607
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0