x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სისხლიანი ჭადრაკი
image

image1485 წელს პედრო დე არბუესი მოკლეს. ის ესპანეთის დედოფლის ისაბელის პირადი მოძღვარი და არაგონის (რეგიონი ჩრდ. ესპანეთში) მთავარი ინკვიზიტორი იყო. მსგავსი თანამდებობა კათოლიკური ეკლესიის ბევრ წარმომადგენელს ეკავა, მაგრამ ისინი ისტორიის ფურცლების მიღმა დარჩნენ. რაც შეეხება პ. არბუეს, მისმა სახელმა ჩვენამდე იმიტომ მოაღწია, რომ მან სისხლიანი, «ცოცხალი ჭადრაკი» გამოიგონა.

XV-XVI საუკუნეებში ესპანეთის ინკვიზიცია განსაკუთრებით სასტიკად ებრძვოდა ერეტიკოსებს: იქმნებოდა კოდექსები რჯულგანდგომილებისთვის, რომლებშიც დანაშაულის და სასჯელის დონეები იყო განსაზღვრული, იქმნებოდა წამების ახალ-ახალი იარაღები. ამ მხრივ თავი, განსაკუთრებით, ზემოთ ხსენებულმა, პედრო დე არბუესმა გამოიჩინა.

პედრო დე არბუეს დე ეპილა ძალიან განათლებული და ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო. მას სხარტი გონება და ფართო თვალსაწიერი ჰქონდა, რაც სათანადოდ იყო დაფასებული, როგორც მისი მოსწავლეების და ეკლესიის მსახურების, ისე უბრალო მოსახლეობის მიერ. მას ძალიან უყვარდა ჭადრაკის თამაში და უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან კარგადაც თამაშობდა, რაც მის გონიერებას კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს. პედრო სამაგალითო ადამიანად მიაჩნდათ, მას ბაძავდნენ, თვლიდნენ, რომ ის, თავისი დროის, ყველაზე ჭკვიანი და განვითარებული ადამიანი იყო და როდესაც, 1474 წელს, არაგონის მთავარ ინკვიზიტორად დანიშნეს, ბევრი არაგონელი ბედნიერი იყო. მაგრამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, სულ ტყუილად უხაროდათ.
ინკვიზიტორთან ერთად, პროვინციაში ჯალათი — გასპარ ხუგლარი გაემგზავრა. სწორედ ამ მომენტიდან, ხალხმა პედრო დე აბუეს დე ეპილას მეორე სახე დაინახა — უსაზღვრო სისასტიკე, რომელიც მას სიამოვნებას ანიჭებდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტად გაეხანგრძლივებინა ადამიანის ტანჯვა-წამება.

ეკლესიის წარმომადგენლები კუდიანებზე და ერეტიკოსებზე ნადირობდნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ცალკეული პირების პირადი მოსაზრებით, თუ ინტერესით, ეკლესიის და ღმერთის სახელით, მასობრივად ხდებოდა ადამიანების ჟლეტა. თავდაპირველად, ყველას სასტიკად აწამებდნენ, ხოლო შემდეგ, სიკვდილით სჯიდნენ. წამების დროს, «ღვთისმოსავების» ფანტაზიას საზღვარი არა ჰქონდა. შუა საუკუნეებში, ადამიანის სიკვდილით დასჯის უამრავი მეთოდი არსებობდა, რომლებსაც წარმატებით იყენებდა პედრო დე აბუესი.


image


გარკვეული პერიოდის შემდეგ, წამების ტრადიციული მეთოდები უკვე აღარ აწყობდა ინკვიზიტორს და მან იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ როგორ შეეთავსებინა სასიამოვნო – სასარგებლოსთან. მას უნდოდა, რომ ერეტიკოსების დასჯა თეატრალიზირებულ წარმოდგენად ექცია. ცოტა იფიქრა, თუ ბევრი, ინკვიზიტორის ავადმყოფმა გონება გადაწყვეტილება მონახა: მან სისხლიანი ჭადრაკის თამაში გადაწყვიტა, რომელშიც ფიგურების როლი სიკვდილმისჯილ ერეტიკოსებს უნდა შეესრულებინათ. ამ თამაშში პედროს ყველაზე მეტად ის ხიბლავდა, რომ მსხვერპლი დიდი ხნის მანძილზე ელოდა თავის რიგს და თან, იმ ადამიანების გვერდით იმყოფებოდა, რომლებსაც მის თვალწინ, სიკვდილით სჯიდნენ.
რა თქმა უნდა, იმ დროს, ბევრი ისეთი ადამიანი იღუპებოდა, რომელიც არც კუდიანი იყო და არც ერეტიკოსი. რაც საერთოდ არ აღელვებდა არაგონის მმართველს. მას «ჭადრაკის ფიგურები» ესაჭიროებოდა — და ის მათ პოულობდა.


image


ჭადრაკის პარტიის გათამაშება დიდ დარბაზში ხდებოდა, რომლის იატაკზე ჭადრაკის დაფა ეხატა. ისე, როგორც თამაშის წესი მოითხოვდა, ერეტიკოსების ერთ ნაწილს თეთრ სამოს აცმევდნენ, მეორეს — შავს.
ჭადრაკში სვლებს ორი ბერი აკეთებდა, ხოლო თავად პედრო შორიახლოს იჯდა და თამაშით ტკბებოდა. ბერები ჩვეულებრივ თამაშობდნენ, რიგრიგობით აკეთებდნენ სვლებს და როდესაც რომელიმე ფიგურა თამაშიდან «გადიოდა», ჯალათი მოდიოდა და... სიკვდილით დასჯა სხვადასხვა სახის იყო (დანის ჩარტყმით დაწყებული, თავის მოკვეთით დამთავრებული), მთავარი იყო, დიდი რაოდენობით სისხლი დაღვრილიყო. გვამები დაფიდან არ გაჰქონდათ და თამაშის ბოლოს, მთელი იატაკი სისხლით იყო მორწყული. აქეთ-იქით კი თავები და მიცვალებულების დასახიჩრებული სხეულები ეყარა. სულ ბოლოს დარჩენილ ფიგურებს, რომლებსაც, ერთი შეხედვით, თითქოს გაუმართლათ, «ცეცხლით განწმენდა» ანუ დაწვა ელოდათ.


image


ეს წარმოდგენები იმდენად ხშირად იმართებოდა, რომ სულ მოკლე ხანში, სარაგოსის მოსახლეობა 1/5 შემცირდა. ბოლოს და ბოლოს ადგილობრივებმა ფულის შეგროვება დაიწყეს, რომ ინკვიზიტორის მოსაცილებლად მკვლელი დაექირავებინათ. მათ ამ მიზნით 10 000 რიალი მოაგროვეს. მაგრამ, დაქირავებულმა მკვლელებმა ინკვიზიტორის მოკვლა ვერ შეძლეს – მათ დაცვამ შეუშალა ხელი. მიუხედავად ამისა, პედრო დე არბუესი საკუთარი სიკვდილით არ მომკვდარა – ის ეკლესიაშ მოკლეს. ტაძრის კედლებმა ხალხის რისხვისგან ვერ დაიცვა სისხლისმსმელი ინკვიზიტორი და როდესაც მისი გვამი აღმოაჩინეს, სხეული მთლიანად დახვრეტილი იყო, სავარაუდოდ, დაშნით.

ინკვიზიტორის სიკვდილმა მადრიდი შეძრა. დედოფალმა დამნაშავეზე ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ, უდიდესი ჯილდო დააწესა. ვიდრე დამნაშავეს ეძებდნენ, ყველა ეჭვმიტანილი ციხის წამების კამერაში მოათავსეს და ყოველდღიურად, საჯაროდ, რამდენიმე ადამიანს კოცონზე წვავდნენ.imageP. S. კათოლიკური ეკლესია კიდევ რამდენიმე საუკუნის მანძილზე, პირდაპირ ადიდებდა პედრო დე არბუეს «კეთილ საქმეებს». მისი მოღვაწეობიდან ორი საუკუნის შემდეგ, – 1661 წელს, რომის პაპმა ალექსანდრე VII, ის დიდმოწამედ გამოაცხადა, ხოლო მეორე პაპმა – პიუს IX – 1867 წ. ინკვიზიტორი-ტირანი წმინდანად აღიარა.


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველაზე დიდი ბიზნესი შუა საუკუნეებში
ქრისტეფორე კოლუმბის ყველაზე დიდი შეცდომა და დანაშაული

მეკობრეები. ქვეყნები, რომლის ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი წყარო მეკობრეობა იყო

ალქიმიკოსების ოქრო


3
1457
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1457
  
2018, 29 აგვისტო, 22:54
მადლობა კომენტარის და შეფასებისთვის,
2018, 29 აგვისტო, 11:00
თან ძალიან საინტერესოა, თან შემაძრწუნებელი:(
2018, 29 აგვისტო, 10:29
ჯელალ ედ დინი და მურვან-ყრუ ახლოსაც ვერ მივიდოდნენ შუა საუკუნეების კათოლიკურ სამყაროსთან... საშინელება სწორედ ის იყო, რომ იესოს სახელით, სისხლის მდინარეები მიედინებოდა ევროპაში((
0 1 3