x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამყაროს 7 კანონი და ბედნიერების გასაღები

imageimageარსებობს 7 ძირითადი, საბაზო კანონი, რომლის მიხედვითაც ცხოვრობს სამყარო. ამ კანონების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან. ხოლო ცოდნა — შეცდომებს არ დაგაშვებინებთ, დაგეხმარებათ ჰარმონიის მიღწევაში და ბედნიერების მოპოვებაში. image

ახალი ფეხსაცმელი თუ გინდათ, ძველი გადაყარეთ. თუ სამოსის განახლებია გინდათ, კარადა დაასუფთავეთ. თქვენი საკუთარი სურვილით უნდა გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან. ახალი მხოლოდ მაშინ მოვა, როდესაც ძველზე უარს იტყვით. imageმზად იყავით რამე დათმოთ თქვენი საკუთრებიდან, რომ მიიღოთ ის, რაც გსურთ. imageთავდაპირველად, თქვენს წარმოსახვაში უნდა წარმოიდგინოთ საკუთარი კეთილდღეობა. ჩამოწერეთ ყველაფერი ფურცელზე და არავის აჩვენოთ, გარდა იმისა, ვისაც ენდობით. შეინახეთ ეს აღწერა სადმე ახლოს, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოს და თავისუფალ დროს გადაიკითხეთ. imageადამიანს კეთილდღეობის მიღწევა შეუძლია საკუთარი აზროვნების ენერგიით, ინტუიციით და წარმოსახვით. imageთუ რამეს გასცემთ, ის გაათმაგებული დაგიბრუნდებათ უკან. როდესაც სიკეთეს ღებულობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ირგვლივმყოფებსაც გაუნაწილოთ. სათანადო პატივისცემით უნდა მოეკიდოთ საკუთარ შესაძლებლობებს. რაც იმას ნიშნავს, რომ წარმატების მოპოვებისას, გაიხაროთ და თქვენი სიხარული სხვებსაც გაუზიაროთ. თუ ამას გააკეთებთ, უფრო მეტ სიკეთეს მიიზიდავთ საკუთარი თავისკე. imageსამყარომ ყოველთვის უნდა მიიღოს საკუთარი მეათედი. ეს უბრალოდ, შემოსავლის წყაროს მხარდაჭერის კანონია – 10% ყველაფრისგან, რაც თქვენ გეძლევათ. დაეხმარეთ მას ვისაც უჭირს, დახარჯეთ ფული ქველმოქმედებაში. თქვენ არასდროს იცით, როდის და რა პირობებში დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ გაცემული მეათედი. აუცილებელი არ არის, რომ ეს თანხის სახით იყოს. ის შეიძლება ახალი მეგობრის ან გამოჯანმრთელების სახით მოგევლინოთ. image

თუ არ შეგიძლიათ მიტევება, თქვენ ვერ მიიღებთ თქვენს წილ სიმდიდრეს. თუ სული სავსეა სიძულვილით, სიყვარული ვეღარ იპოვის მასში საკუთარ ადგილს. თქვენ უნდა გათავისუფლდეთ ნეგატიური გრძნობისგან, რომელიც შიგნიდან გღრღნით და მოსვენებას არ გაძლევთ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageთუ ვინმე უანგაროდ დაგეხმარათ, იმას არ ნიშნავს, რომ ვალი არა გაქვთ...
უკეთესად რომ ვიცხოვროთ, ამ რჩევების გათვალისწინება ნამდვილად ღირს!

თუ პრობლემები გაქვს ცხოვრებაში...

2
185
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
185
  
0 1 2