x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხავერუდის წარმოუდგენელი ტექნოლოგიით აგებული აკვედუკი შვედეთში, სადაც გემები მოძრაობენ

image მსოფლიოში მრავლადაა ადგილები, სადაც ტექნოლოგიური სიახლეების დახმარებით საოცრად აგებულ-გაკეთებული ობიექტებია სხვადასხვა დანიშნულების და მნიშვნელობის.
იმდენად შორსაა წასული ამ დროისათვის ტექნოლოგიები, წესით არაფერი არ უნდა გვიკვირდეს, მაგრამ არის დედამიწაზე ადგილები ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელთა ნახვისას ძნელია, განცვიფრება დამალო, იმდენად დახვეწილია ობიექტი.
ერთ-ერთი ასეთი წამოუდგენელი, მაგრამ რეალური და მოქმედი ადგილი შვედეთშია და ის ცნობილია ხავერუდის აკვედუკის სახელით.
აკვედუკი გემებისათვის (წყლოვანი ხიდები) ყოველთვის იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს. ეს ინტერესი კი განპირობებულია იმით, რომ ამგვარი აკვედუკები იშვიათია მსოფლიოში, ვიდრე ჩვეულებრივი ხიდები. ამიტომაც ჰყავს მუდმივი დამთვალიერებელი შვედეთში არსებულ, გემების მიმოსვლისათვის გათვალისწინებულ და აგებულ აკვედუკს.
მე მინდა, თუნდაც სურათების და ვიდეოს სახით გაგაცნოთ, ეს მეტად უცნაური კონსტრუქციის ნაგებობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ჯერ გაგაოცებთ, შემდეგ კი აღტაცებაში მოგიყვანთ.
imageimageimage image




0
448
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0