x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში. შემთხვევა ცენტრალურ ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა.
image

გარყვნილი ქმედების ფაქტი რუსთავში!

შემთხვევა ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, არაქართული გარეგნობის მამაკაცი ახალგაზრდა გოგონას ქუჩიდან აედევნა, მაღაზიაში შეჰყვა, შარვალი ჩაიწია და სასქესო ორგანო რამდენჯერმე შეახო.

პირმა, რომელმაც "ინფო რუსთავს" ინფორმაცია და ფოტოები მიაწოდა, ინკოგნიტოდ დარჩენა არჩია. მისი თქმით - "გუშინ მაღაზიაში შემოსული იყო დედა-შვილი. 20 წლამდე გოგონას ქუჩიდან შემოჰყვა 40 წლამდე, ამ გოგონასთვის სავარაუდოდ, უცნობი მამაკაცი. მოულოდნელად, მამაკაცმა შარვალი ჩაიწია და სასქესო ორგანოთი გოგონას შეეხო. თავდაპირველად გოგონა ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა მამაკაცმა შეხება მეორედაც სცადა, რა დროსაც მან უკვე კარგად დაინახა, რომ მამაკაცს შარვალი ჩაწეული ჰქონდა. ეს გოგონა მალევე მივიდა დედასთან, რომელიც საპირისპირო დახლთან იყო და ტირილი დაიწყო. სწორედ ამ დროს მამაკაცმა შარვალი აიწია და მაღაზია მალევე დატოვა".


შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ - "გამოძიებისთვის უცნობმა მამაკაცმა განიზრახა გარყვნილი ქმედების განხორციელება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ 141 მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

იმის გამო, რომ არ მოხდეს გოგოს იდენტიფიცირება, არ ვავრცელებთ სრულად. გთავაზობთ მხოლოდ ამ მამაკაცის ფოტოს. რადგან პირი ძებნაშია და ბრალდებული არ არის, ამის გამო, მის სახეს ვმალავთ.imageimage

12
460
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
460
  
2018, 2 აგვისტო, 16:44
არაფერია, ხდება ხოლმე :))
2018, 2 აგვისტო, 16:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2018, 2 აგვისტო, 16:35
ფოტო სათვალთვალო კამერის გადაღებულია ინდიქტო, კერძო პირის გადაღებული არაა.
2018, 2 აგვისტო, 14:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 2 აგვისტო, 11:11
ინფო რუსთავის გაკეთებულია ეგ ექსკლუზივის ბანერი და სხვა ფოტო ვერ ვნახე...
ისე მაგარი ექსკლუზივი ააგდეთ!!!
კაცი კი არა Yლეა
2018, 1 აგვისტო, 14:51
ყველაფრის „მუღამს" დაგიკარგავს რა ასეთი ხარვეზი.
2018, 1 აგვისტო, 14:47
სურათზე 102 გაზიარებაა და ნახვა 47-"კოფერფილდობს" ვიღაცა...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10