x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
აშშ-ს არმია 2022 წელს მიიღებს მძლავრ, ახალი თაობის ტყვიამფრქვევს

image ამერიკელებს გადაწყვეტილი აქვთ უარი თქვან 5, 6 მილიმეტრიან კალიბრზე და შექმნან უფრო მსუბუქი ვაზნა, ბევრად მძლავრი გამტარუნარიანობის მქონე გულათი.
აშშ-ს სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობა გეგმავს ახალი ტყვიამფრქვევით 2022 წელს ჩაანაცვლოს არმიის შეიარაღებაში არსებული 5, 6 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიამფრქვევები-იუწყება პორტალი "military. com".
სახმელეთო ჯარების დეპარტამენტის განცხადებით, მათ უკვე მოაწერეს ხელი კონტრაქტს ხუთ მწარმოებელთან ახალი ტყვიამფრქვევის ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტყვიამფრქვევს მიანიჭეს კოდი "NGSAR" (Next Generation Squad Automatic Rifle). წაყენებული მოთხოვნა ახალი ტყვიამფრქვევის მიმართ არის: ის უნდა იყოს 2, 5 კილოგრამით მსუბუქი ვიდრე შეიარაღებაში არსებული ტყვიამფრქვევი "M249" (რომლის წონაა 8, 165 კილოგრამი). ვაზნა ახალი ტყვიამფრქვევისათვის არ იქნება ტრადიციული 5, 6 მმ კალიბრის, თუმცა ტექნიკური მახასიათებლებით იქნება ძველ ტყვიამფრქვევზე მსუბუქი და ბევრად გაუმჯობესებული.
"NGSAR"-ის შექმნის ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი კომპანიები: "AAI Corporation/Textron Systems, General Dynamics-OTS Inc., PCP Tactical LLC, FN America LLC and Sig Sauer Inc". სახმელეთო ძალების სარდლის თანაშემწემ ლოჯისტიკურ საკითხებში გენერალ-ლეიტენანტმა პოლ ოსტროვსკიმ განაცხადა, რომ პროექტი "NGSAR" -ი ამ დროისათვის ყველაზე პრიორიტეტულია მისი უწყებისათვის. მისი თქმით მინიმუმ 2022 წელს იქნება მიღებული სახმელეთო ძალებში აღნიშნული ტყვიამფრქვები, მაქსიმუმ კი 2023 წლის დასაწყისში.
პროექტ "NGSAR"- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა ტესტირებისათვის ტყვიამფრქვევი უნდა წარმოადგინონ მომავალი წლის ზაფხულის დასაწყისში. წარმოდგენილ მოდელებს გამოცდიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებენ მას აშშ-ს არმიის უმაღლესი ჩინის წარმომადგენლები სამეთაურო რგოლიდან.
აღნიშნული პროექტის უმთავრესი მოთხოვნაა ვაზნა იყოს 20%-ით მსუბუქი, ვიდრე "M855A1"-ის 5, 6 მილიმეტრიანი კალიბრის ვაზნაა. ასევე უნდა ჰქონდეს ბევრად უკეთესი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები. შეიარაღებაში არსებული ტყვიამფრქვევის ვაზნის სისუსტეზე კონგრესში გამოსვლისას ისაუბრა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსმა ოთხვარსკვავიანმა გენერალმა მარკ მილლიმ.
მისი თქმით "M855A1" ჩვეულებრივი ვაზნების გულა უკვე ვერ ხვრეტს თანამედროვე ჯავშანჟილეტებს, მან განაცხადა: "ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ 5, 6 მილიმეტრი კალიბრის ვაზნის გულა უძლურია თანამედროვე ჯავშანჟილეტების წინააღმდეგ, ამიტომაცაა საჭირო მისი ჩანაცვლება ბევრად უფრო მძლავრი ვაზნებით".
გენერალმა ოსტროვსკიმ კი განაცხადა: "ჩვენ უარს ვიტყვით თითბერის მასალით დამზადებულ ვაზნებზე, ასევე განზრახული გვაქვს შევცვალოთ ვაზნის და მჭიდის ფორმა ".
სპეციალისტების თქმით ვაზნის მასალა შეიცვლება უფრო მსუბუქი მასალით, ამ კუთხით კომპანია "Textron"-ი უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს პროგრამა "LWSAT (Lightweight Small Arms Technology)"-ის ფარგლებში.
კომპანია "Textron Systems"-მა უკვე წარმოადგინა სხვადასხვა გამოფენაზე ახალი 6, 5 მილიმეტრიანი კალიბრის ავტომატური კარაბინი "ICTC (Intermediate Case-Telescoped Carbine)". აღნიშნულ კარაბინში ვაზნის მასალად კომპანიამ გამოიყენა პოლიმერული მასალა. აღნიშნული იარაღისა და მისი ვაზნების შექმნისათვის დაიხარჯა რამდენიმე მილიონი დოლარი. კარაბინის წონა შეადგენს 3, 77 კილოგრამს. ნატოს სტანდარტის 7. 62 მმx 51მმ –იანი ვაზნის წონა ახალ 6, 5 მილიმეტრიან კალიბრის კარაბინში "ICTC"-ი შემცირებულია 30%-ით, ხოლო საბრძოლო-ტექნიკური მახასიათებლები ასევე გაზრდილია 30%-ით.

2
224
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
224
  
2019, 23 აგვისტო, 13:35
იქნებ გამოიმეტონ და რაც ჰქონდათ, როგორც მოკავშირეებს გადმოგვცენ.
2019, 23 აგვისტო, 3:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2