x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორი იქნება მადრიდის ,,რეალის" შემადგენლობა მომდევნო სეზონში? - დეტალური ანალიზი
image
ტრიუმფალური სეზონის შემდეგ "რეალიდან" ფრანგი ლეგენდა ზინედინ ზიდანი წავიდა - მთავარი შემოქმედი და დირიჟორი იმ ბრწყინვალე ორკესტრისა, რასაც მადრიდის “რეალის" შემადგენლობა ეწოდება. ყოველივე ამის შემდეგ, პრეზიდენტმა პერესმა ბევრი იფიქრა თუ ცოტა, დანიშნა მთავარ მწრთვნელად ჟულენ ლოპეტეგი-ესპანეთის ნაკრების იმდროისთვის მოქმედი მესაჭე(შემდეგ იქ რაც მოხდა, ყველა სპორტში ჩახედულმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის) და “პორტუს" ყოფილი მთ.მწრთვნელი. კიდევ უფრო წარსულში კი “რეალის" მაისურიც მოურგია: ის ხომ ცნობილი მეკარე გახლდათ. ჟულენი შემტევი ფილოსოფიის მოტრფიალე და მიმდევარია და უდიდეს ყურაღებას აქცევს ბურთის ფლობას.

მას რთული გამოცდა ელის - დამაჯერებლად უნდა გაუძღვეს და შეინარჩუნოს ის სათამაშო დონე, რაც სამეფო გუნდს აქამდე ჰქონდა, უნდა გააგრძელოს ტიტულების მოპოვება. ეს ყველაფერი ძალიან რთული იქნება, მას არ ეყოლება წინა ფორმაციის გუნდის ლიდერი - მადეირელი კრიშტიანუ რონალდუ. ეს რა თქმა უნდა, ურთულესი იქნება, გარდაუვალია თაობათა ცვლის პროცესი. იმედია, ლოპეტეგი “გაქაჩავს" და არ გაუჭირდება თუ გუნდის გუნდის უმაღლესი სათამაშო დონის გაუმჯობესება არა, შენარჩუნება მაინც.

საინტერესოა, რას შეცვლის ლოპეტეგი და როგორი იქნება გუნდის ძირითადი შემადგენლობა 2018/2019 წლების სეზონში? ალბათ სამეფო გუნდი საფირმო 4-3-3 სისტემით ითამაშებს, ან ესპანელი შეცვლის ტაქტიკას და გუნდს რომბისებულ 4-4-2 სქემაზე გადაიყვანს.



ძირითადი შემადგენლობა:


1) მეკარე- ტიბო კურტუა ან კეილორ ნავასი

imageუამრავი ჭორი ვრცელდება კურტუას ტრანსფერთან დაკავშირებით. თუ ტიბო მადრიდელთა რიგებში მოხვდება, უთუოდ ძირითადი შემადგენლობის წევრად უნდა მოვიაზროთ, თუ არა და, მაშინ ნავასიც იდეალურად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ფაქტი ერთია, ორივეს შესანიშნავი მუნდიალი ჰქონდა - განსაკუთრებით კი ბელგიელ ვარსკვლავს.

სტატისტიკა:

კეილორ ნავასი 2017/2018 წლების სეზონში: 44 თამაში, 49 გაშვებული, 11 მშრალი თამაში

ტიბო კურტუა 2017/2018 წლების სეზონში:46 თამაში, 47 გაშვებული, 19 მშრალი თამაში

2) მარცხენა მცველი: მარსელოimage

მსოფლიოში N1 თავის ამპლუის ფეხბურთელებს შორის. ის რეალში უალტერნატივოა და ტეო მხოლოდ მის დამსვენებლად შეგვიძლია მოვიზროთ. ჰქონდა ნორმალური მუნდიალი. თავს კი მნიშვნელოვან მატჩებში გატანილი გოლებით გვამახსოვრებს.

3) მარცხენა ცენტრალური მცველი - სერხიო რამოსი

imageმადრიდელთა სული და გული, კაპიტანი და ნამდვილი ლიდერი. ყველას კარგად ახსოვს მისი უმაგრესი თავური გოლები, არტყამს იდეალურად ჯარიმებსა და პენალტებს, იტანს უმნიშვნელოვანეს გოლებს პრინციპულ თამაშებში. 2016 წელს გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი დამატებით წუთზე და ლომის წილი დაიდო კიდევ ერთი ფინალის მოგებაში... მოკლედ რომ ვთქვათ, მას გუნდში უდიდესი როლი აქვს...

4) მარჯვენა ცენტრალური მცველი - რაფა ვარანი

imageახალგაზრდა ცენტრალური მცველი, რომელიც ასაკის მიუხედავად თავისი სტაბილურობით გვაოცებს და გვიტოვებს განცდას, რომ მას უფრო მეტი შეუძლია. მასაც მშვენიერი მუნდიალი ჰქონდა..

5) მარჯვენა მცველი - დანი კარვახალი

image“რეალს" ამ პოზიციაზე სანერვიულო არაფერი აქვს. დანი როგორც შეტევაში, ისე დაცვაში ერთნაირად ძალიან სტაბილურია. აქვს შთამბეჭდავი სპრინტები და არც ჩაწოდება დაეწუნება. ამ სეზონში შემცვლელებიც ეყოლება დასასვენებლად-ნაჩო და ახლადგადასული ოდრიოზოლა.

6) საყრდენი ნახევარმცველი - კაზემირო

imageბრაზილიელსაც შთამბეჭდავი სეზონი ჰქონდა - ვარდნები (ე.წ. პადკატები), პასები, არცთუ ცოტა გოლები და ცხენივით მუშა (ე.წ Horse work) შავი სამუშაოს შესრულებაში. ერთადერთი კარგი იქნება თუ შეტევაში პროდუქტიულობას მოუმატებს, თორემ დანარჩენში უნაკლოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის ჩვენს ძირითად შემადგენლობაში უთუოდ უნდა მოხვდეს.

7) მარცხენა ცენტრალური ნახევარმცველი - ტონი კროოსიimageუბრალოდ გენია და მოდრიჩთან ერთად გუნდის მაესტრო. აზროვნებს ბრწყივალედ და ამის ხარჯზე შესანიშნავად ალაგებს ცენტრში. ის უნაკლოა და რა თქმა უნდა ხვდება ჩვენი ვერსიის ძირითად შემადგენლობაში...

8) მარჯვენა ცენტრალური ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი

imageმასზე ისევე, როგორც კროოსზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ის მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ჩვეულებისამებრ, ასრულებს უზარმაზარ სამუშაოს მოედნის ცენტრში და შესანიშნავად ამარაგებს პასებით წინა ხაზის მოთამაშეებს.

9) ცენტრალური თავდამსხმელი - ქარიმ ბენზემა

imageთანაგუნდელებზე მოთამაშე თავდამსხმელი, ხშირად იწევს უკან და ეხმარება ნახევარმცველებს ბურთის გათამაშებაში. არც შეტევის ასრულება დაეწუნება და რაც სხვებისგან გამოარჩევს ეს მაღალი სათამაშო კლასია. სამწუხაროდ ის არ წაიყვანეს მუნდიალზე, თორემ ისედაც ძლიერ საფრანგეთის ნაკრებს, კიდევ უფრო გააძლიერებდა. არის საუბრები რომ მან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვოს მადრიდელთა რიგები.

10) შემტევი ცენტრალური ნახრვარმცველი/მარცხენა ვინგერი - ისკო ალარკონი

imageსაოცრად ტექნიკური და ბრწყინვალე ტექნიკის პატრონი.. როგორც უკვე გამოირკვა ლოპეტეგი მასზე აპირებს თამაშის აგებას. განსაკუთრებით მიყვარს მისი ფინტები და მარჯვენათი აჭრილი დარტყმა, რასაც ულამაზესად ასრულებს. შეუძლია როგორც ცენტრში, ისე ვინგერად თამაში. მას სხვებისგან განსხვავებით არცთუ ისე კარგი მუნდიალი ჰქონდა.

11) ცენტრალური თავდამსმელი/მარჯვენა ვინგერი - ბეილი

imageძალიან სწრაფი ფეხბურთელი, რომელიც როგორც ჩანს ესპანელი მწრთვნელის მონახაზში ჩაჯდება. იმედია მომდევნო სეზონში დასტაბილურდება, კიდევ უფრო მოუმატებს და რაც მთავარია ტრავმები აღარ შეაწუხებს, თორემ ნიჭი რომ აქვს “ტოტენჰემშიც" გამოჩნდა..


საბოლოო შემადგენლობა:

საბოლოოდ მომდევნო სეზონში “რეალის" ძირითადი შემადგენლობა ჩემის აზრით ასეთი იქნებარიგ შემთხვევებში ლოპეტეგის 4-3-3 ტაქტიკის გამოყენებაც შეეძლება ისე, როგორც სქემაზეა გამოსახული..


იმედია მოგეწონათ... გმადლობთ ყურადღებისთვის...


image

0
115
1-ს მოსწონს
ავტორი:დავით გვრიტიშვილი
დავით გვრიტიშვილი
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0