x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უპოვარის ფიქრები
ყალბი ღიმილები - სიამოვნებით ავუგებდი მათ ლინჩის წესს, როცა ფაციფუცით შემომაჩეჩებენ არაფრისმთქმელ მზრუნველობას,

თითქოს ზამთრის მოახლოვება არ მყოფნიდეს, ათასი საფიქრალი, როგორ გავათბო უსულო საგნად ქცეული სხეული, რომელსაც თითოეული ამოსუნთქვა ეკლად ეჩხირება ყელში, გადაცდომს აპირებს, თან აყოვნებს, ასე მაწვალებს სათობით.

მომაბჯენენ ხოლმე სიბრალულით სავსე თვლებს და გადმომიგდებენ ხუთ კაპიკიანებს, თითქოს დიდი ამაგი ჰქონდეთ და იზიარებდნენ ჩემს მდგომარეობას, მე თუ ნახევარი საუკუნე მოვჭამე სიმწრით, თქვენს სახეზე გამოხატულ ყოყმანსაც ვამჩნევ, როცა მძიმე კუპიურებით გატენილ საფულეში არჩევანს ხუთ კაპიკზე აკეთებთ, მიდით, ნუ გენანებათ და გადაუგდეთ თითო-თითო სიბრალული დავრდომილს...

თქვენ კი ქალბატონო, სიამაყე ჩამოიწიეთ ცოტა, არ გშვენით, მოიცილეთ ზიზღი ძვირფასი ქურქიდან.


მე არ მაქვს უფლება თქვენი განსჯის, თუმცა უნარი მაქვს, დავინახო ცივი მზერა, ზიზღი თქვენს თვალებში, ჩემკენ გმოხედვაც არ გძალუმთ, თითქოს გადამდები ვიყო, თუმცა კეთილი ადამიანებიც არსებობენ. ზოგჯერ გოგონები ჩამოჯდებიან ხოლმე ჩემ გვერდით, ბევრს მესაუბრებიან, ერთი ახალგაზრდა ბიჭი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, მან მე დამიცვა გარშემომყოფების შეურაცყოფისაგან, ზოგჯერ მართლა ვგრძნობ პატივისცემა და სიყვარული რომ არ დაკარგულა ამ შეჩვენებულ ქვეყანაში,

საღამოვდება, მე კი კვლავ ვუცქერ გამვლელებს, უემოციო, სიძულვილით სავსე მიმიკებს რომელსც მე ვიწვევ, არ მინდა, მომაცილეთ ყალბი ღიმილები, მე სიბრალული კი არა...მცირედი სიყვარული მჭირდება კოწიწად შეგროვილი, მეტს არაფერს გთხოვთ, მხოლოდ ის მინდა, რომ ბინძური სამოსის მიღმა ადამიანი დაინახოთ, რომელსაც სიცივე და შიმშილი ერთად გასჭირვებია, მინდა დაინახოთ ადამიანი, რომელსაც ენატრება ცხელი ჩაი და უყვარს მუსიკა, რომელიც ხშირად ღიღინებს საყვარელ მელოდიას, გთხოვთ მომაცილეთ ყალბი სინანული, მზერის სახით და ეცადეთ დაინახოთ ჩემში ადამიანი...

მე მუსიკა მიყვარს, ვმღეროდი კიდეც ოდესღაც.

უპოვარის ფიქრები

1
27
შეფასება არ არის
ავტორი:შოთა გვარამაძე
შოთა გვარამაძე
27
  
2018, 2 აგვისტო, 10:17
უპოვრის......
0 1 1