x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
" სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს კანონი, საზოგადოებრივი ჩართულობით .."- ლევან ჩაჩუა

image
საკონსტიტუციო სასამართლომ, გამოიყენა რა მე-16 მუხლი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კატეგორიაში გაიყვანა მოქალაქის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება.

ადამიანის ჯანმრთელობის, განათლებას, უსაფრთხოებისა და ა.შ. უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო ყოველდღიურად ხარჯავს საბიუჯეტო რესურსის მნიშვნელოვან ნაწილს, რაც თითოეულ მოქალაქეს ვალდებულს ხდის საკუთარი სახელმწიფოსა და მისი საზოგადოების (გადასახადების გადამხდელთა) წინაშე. წინასწარგანზრახვით საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ამ ვალდებულების უგულებელყოფის გამო ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ უპრეცედენტო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულების აშკარა გამოხატულებაა, რადგან მარიხუანით დაბანგული მოსამართლის, მინისტრის, ექიმის, პოლიციელის, გლეხის, მძღოლის, პედაგოგის და ა.შ. შრომისუნარიანობა ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს, მიზნებსა და ამოცანებს - პირიქით! ის იქნება ჩვენი მომავლის ღირსეული განვითარებისათვის უდიდესი დაბრკოლება არა მხოლოდ ფიზიკური და მატერიალური, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ინტელექტუალური და სულიერ-ზნეობრივი თვალსაზრისითაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება პრაქტიკაში რომ არ გატარდეს, სასაწრაფოდ უნდა შემუშავდეს კანონი, რომელიც მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის, მსჯელობისა და შეთანხმების შედეგად იქნება მიღებული.


გთხოვთ გააზიაროთ- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეა''-ს თავმჯდომარე, ლევან ჩაჩუა

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0