x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
როდისაა ქალი ყველაზე ლამაზი?
ქალი ასაკის მატებასთან ერთად ლამაზდება. არ გჯერათ? მაშინ თქვენი სტუდენტობის და სტუდენტობის შემდგომი პერიოდის ფოტოები შეადარეთ.

თანამედროვე ქალები შეიძლება ითქვას, რომ შეპყრობილნი არიან “მარადიული ახალგაზრდობის" იდეით, რადგან სწორედ ახალგაზრდობას მიიჩნევენ მიმზიდველობის გარანტად, თუმცა ამ დროს ბევრს ავიწყდება, რომ სილამაზე მხოლოდ გარეგნობას არ ნიშნავს.

image

ისიც უნდა ითქვას, რომ სილამაზე ინდივიდუალური ცნებაა. ცხოვრებაში კი არის მომენტები, როცა ქალი განსაკუთრებით ლამაზია და ეს მომენტებია:


1. პირველი მშობიარობის შემდეგ

პირველი შვილის გაჩენასთან ერთად, ქალი სრულიად სხვა სამყაროს აღმოაჩენს და სხვაგვარად აღიქვამს ყველაფერს, მისთვის თითქოს რაღაც დიდი საიდუმლო გამჟღავნდა. ქალი თითქოს შინაგანად ასხივებს და ეს მის გარეგნობაზეც აისახება.

image

2. ძლიერი იმედგაცრუების შემდეგ

გიკვირთ? ასეა. პირადი დრამის ან სერიოზული კრიზისის გადატანის შემდეგ ქალი საკუთარი თავის სრულყოფას ცდილობს. ცდილობს გახდეს უფრო ლამაზი, ძლიერი და სერიოზული, რომ მეტად აღარ მოუხდეს მსგავსი ტკივილის გადატანა.

image

3. როცა ვიღაცას უყვარს

ქალი მაშინ კი არ იხსნება, როცა უყვარს (სიყვარული ხომ შეიძლება ცალმხრივი ან უიმედოც იყოს), არამედ მაშინ, როცა ის უყვართ.

იყო ვიღაცისთვის საყვარელი, ნიშნავს აცნობიერებდე, რომ შენ სიყვარულის ღირსი ხარ. შეყვარებულ მამაკაცთან ქალი ყოველთვის ლამაზად გამოიყურება.

image

4. სილამაზე საკუთარი თავის შეყვარებასთან ერთად მოდის

გიყვარდეთ საკუთარი თავი. ეს არ ნიშნავს, რომ თავი ყველაფერში გაიმართლოთ, არაფერში შეიზღუდოთ და გაანებივროთ. არა, უბრალოდ გიყვარდეთ თქვენი თავი. მოუსმინეთ მას და იყავით საკუთარ თავთან მართალი.

დააფასეთ თქვენი ძლიერი მხარეები და იმუშავეთ თქვენს სისუსტეებზე.

საკუთარი თავის შეყვარება აუცილებელია. ამის გარეშე ბედნიერი ვერ იქნებით.

image

5. როცა მშვიდად ხართ

ახალგაზრდები უფრო ისტერიულები, კაპრიზულები და მშფოთვარენი არიან. მათ ჯერ არ იციან, რა უნდათ და ეშინიათ, რომ იმას ვერ მიიღებენ, რაც მათ აუცილებლობად ეჩვენებათ. ყოველ მარცხს კი ისინი წყობიდან გამოჰყავს.

წლებთან ერთად ემოციების კონტროლის უნარიც ვითარდება. ქალები უფრო მშვიდნი ხდებიან და ღირსების გრძნობაც უფრო მეტად აქვთ განვითარებული. ასეთი ქალების თავის ფლობის უნარი აღფრთოვანებასაც იწვევს. მათი სიმშვიდე კი აუცილებლად ისახება მათსავე გარეგნობაზე.image

როგორც ხედავთ, ასაკის მატებასაც თავისი პლიუსები აქვს. გარეგნულ ცვლილებებს სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურებით შეგიძლიათ ებრძოლოთ, აი, იმ გამოცდილებას კი, რომელიც წლებს მოაქვთ, ვერავითარი ფულით ვერ იყიდით.

0
118
3-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0