x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ალქიმიკოსების ოქრო

image


ალქიმია (მეცნიერება ხელოვნური ოქროს მიღების შესახებ) – სიტყვა, რომელიც ბევრისთვის უარყოფითი შინაარსის მატარებელია. მაგრამ, ის უკვე არაერთი საუკუნეა რაც არსებობს და უამრავი მცდელობის მიუხედავად, მისი გაქრობა, ამოძირკვა მაინც ვერ მოახერხეს. რა იზიდავს ხალხს ამ მეცნიერებაში? ალბათ ის, რომ უამრავი ლეგენდის გარდა, ბევრი ისტორიული ფაქტიც არსებობს, რომლის ჭეშმარიტებას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, ჯერ-ჯერობით...



ნიკოლა ფლამელის ფილოსოფიური ქვა



imageხელოვნური ოქროს მიღების საიდუმლოს უკავშირდება ნიკოლა ფლამელის იდუმალებით მოცული ისტორია (1330-1419).

ნიკოლა წიგნების გადამწერი იყო და დიდი ხნის მანძილზე ცდილბდა ებრაული მანუსკრიპტების გაშიფვრას – ცალკეული ნიშნების და სიმბოლოების ამოცნობას. როდესაც ის, რჩევის საკითხად, ძველი ტექსტების სპეციალისტებთან მიდიოდა, სათარგმნად, მხოლოდ ცალკეული სიტყვები და ფეაზები მიჰქონდა. სავარაუდოდ, ფლამელი ძველი ებრაული ტექსტის გადათარგმნას ცდილობდა. ნიკოლა ტექსტზე წლების მანძილზე მუშაობდა, ვიდრე ცოლმა არ ურჩია, მეცნიერი რაბინისთვის მიემართა. მაგრამ, ყველა ებრაელი უკვე დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ, ფილიპ II ოგიუსტის (1165-1223 წწ.) მიერ იყო საფრანგეთიდან განდევნილი და მას ესპანეთში მოუხდა წასვლა. 2 წელი ეძებდა ის საჭირო ადამიანს და ბოლოს, როგორც იქნა მიაგნო მეცნიერს, რომელიც კარგად ერკვეოდა როგორც ებრაულ სიმბოლოებში, ისე მისტიკაში. როდესაც ამ უკანასკნელმა საიდუმლო წიგნის არსებობის შესახებ გაიგო, ყველაფერი მიატოვა და ფლამელთან ერთად საფრანგეთში გაემგზავრა. როგორც მოგვიანებით ფლამელი წერდა, მათი მოგზაურობა არც თუ ისე კარგად დასრულდა. რაბინმა მას სიმბოლოების და ნიშნების უდიდესი ნაწილის მნიშვნელობა აუხსნა. მაგრამ, ორლიანში ავად გახდა და ისე გარდაიცვალა, რომ საიდუმლო წიგნი, რომლის გამოც ამხელა გზა გაიარა, თვალითაც არ უნახავს. ხოლო ფლამელმა, მიღებული ცოდნის გამოყენებით, 1382 წლის 17 იანვარს, როგორც ამბობდნენ, ვერცხლის წყლიდან სუფთა ოქროს მიღება შეძლო და წიგნების უბრალო გადამწერი საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა.

იმავე წელს, მხოლოდ რამდენიმე თვეში, ფლამელი 30-მდე სახლი და მიწის ნაკვეთი იყიდა. ხანდაზმულობის ასაკში ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული: დააფუძნა რამდენიმე ფონდი, ხელს უწყობდა ხელოვნების განვითარებას, აფინანსებდა საავადმყოფოების და სამლოცველოების მშენებლობას.

მან ჯერ საკუთარ სახლთან, ხოლო შემდეგ, ქვეყნის მასშრაბით, 8 ეკლესია, ღარიბებისთვის თავშესაფარი და 14 საავადმყოფო ააშენა. საკმაოდ სოლიდურ თანხებს სწირავდა მოხუცთა თავშესაფარებს.
წიგნების ყოფილი გადამწერისგან ამდენი ოქროს გაცემამ, ხელისუფლება საგონებელში ჩააგდო და შარლ VI შლეგმა სამეფო გადასახადების ამკრეფს კრამაუზს ამ საქმის გამოძიება დაავალა. უცნობი დარჩა, თუ რა მტკიცებულება წარუდგინა მას ფლამელმა, მაგრა ხელისუფლებას ის აღარასდროს შეუწუხებია.

უცნობია ასევე, თუ საიდან მოიტანა 1460 წელს, უბრალო ალქიმიკოსმა ჯორჯ რიპლიმ რამდენიმე ათასი ფუნტი სტერლინგის ღირებულების ოქროს მონეტები, რომელიც მან იონიტების ორდენს გადასცა, ევროპაში შემოჭრილი თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ცნობილი მეცნიერები ნ. ტესლა (1856-1943) და ტ. ედისონი (1847-1931) ლაბორატორიებში განმარტოებულები, საიდუმლო ცდებს ატარებდნენ. ზოგიერთი დოკუმენტის თანახმად, ისინი ახალი მოწყობილობებით და ზუსტი ხელსაწყოებით, ლითონისგან ხელოვნური ოქროს მიღებას ცდილობდნენ.

XIX საუკუნის II ნახევარში აშშ-ს სამეცნიერო წრეებში კარგად იყო ცნობილი სტივენ ემენსის სახელი. ის სახელგანთქმული ქიმიკოსი, გამომგონებელი და რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი იყო.
დოკ. ემენსმა ლითონების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ ძვირფასი ლითონები, ისეთი როგორიც ვერცხლი, ოქრო და პლატინაა, სხვა ლითონებისგან მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევიან და სიმჭიდროვის ხარისხი მათში, შემდეგი რიგითობით იზრდება: ვერცხლი - ოქრო - პლატინა. შესაბამისად, თუ მოხდებოდა ლითონის ატომებს შორის მანძილის შემცირება, შესაძლებელი გახდებოდა ერთი სახეობის ლითონიდან – მეორეს მიღება.
ამ აზრებმა ემენსი გარდამავალი ელემენტის შექმნამდე მიიყვანა, რომელშიც არც ვერცხლი იყო და არც ოქრო. ამ ნივთიერებას მან არგენტაურუმი უწოდა და როგორც თავად ამბობდა, მისი სიმკვრივის შესუსტების შემთხვევაში, ვერცხლის მიღება შეიძლებოდა, ხოლო გაზრდით - ოქრო მიიღებოდა. ექსპერიმენტებს ის საკუთარ ლაბორატორიაში (Argentaurum Laboratory) ატარებდა.
იმისთვის, რომ საზოგადოება დაერწმუნებინა თავისი იდეის რეალობაში, მან 1897 წ. ნიუ-იორკის ზარაფხანას, ოქროს და ვერცხლის შენადნობის ანუ არგენტაურუმის 6 ზოდი, 954 დოლარად და 80 ცენტად, მიჰყიდა.
ყველას, ვისაც მის სამეცნიერო მიღწევებს ეჭვის თვალით უყურებდა, მათ შორის ჟურნალისტებსაც, ემენსი ზარაფხანის მიერ გაცემულ შესყიდვის ქვითარს აჩვენებდა. გარდა ამისა, შემოწმების მიზნით, ნებისმიერს შეეძლო მისგან, 1, 2, 5 და 10 გრ. (1 გრ. 75 ცენტი ღირდა) ხელოვნური ოქროს ფირფიტების შეძენა.

გარკვეული ხანის შემდეგ, ემენსი უფრო შორს წავიდა და ექსპერტებს 4 მექსიკური დოლარი მიუტანა ანალიზისთვის. მან იქვე მოაჭრა თითოეულ მონეტას ნახევარი და საკუთარ ლაბორატორიაში გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ, მონეტების მეორე ნახევრებიც გადასცა კომისიას. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე მონეტის იმ ნახევარში, რომელიც პირველად გადაეცა კომისიას, ოქრო არ იყო, ხოლო მეორე ნაწილი – ვერცხლის გარდა, ოქროსაც შეიცავდა.

1900 წ. სტივენს ემენსს, პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, ხელოვნური ოქროს შექმნის პროცესის საჯარო ჩვენებას დათანხმდა. მაგრამ, მოულოდნელად გაუჩინარდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

imageკაცობრიობის ისტორიაში უამრავი მსგავსი ფაქტია დაფიქსირებული, რაც ეჭვქვეშ აყენებს დოგმას, ოქროს ხელოვნურად მიღების შეუძლებლობის შესახებ.



ეკლიანი გზა



imageითვლება, რომ ალქიმია ძვ. წ. აღრ. IV საუკუნეში გაჩნდა, ქ. ალექსქნდრიაში (ეგვიპტე). ლეგენდის მიხედვით, მეცნიერების ჩასახვის მიზეზი ზურმუხტის ფილაზე ამოკითხული ტექსტი გახდა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის მეომრებმა ჰერმეს ტრისმეგისტის სამარხში აღმოაჩონეს.

ეგვიპტეში ალქიმიით მხოლოდ ქურუმები იყვნენ დაკავებული და ის საიდუმლო კულტად ითვლებოდა, თავისი რიტუალებით და მაგიური წეს- ჩვეულებებით.
რამ აიძულა იულიუს კეისარი (100-44 წწ.), რომ რომის იმპერიის მთელს ტერიტორიაზე, ალქიმიკური ტექსტების განადგურების ბრძანება გასცა, უცნობია. ამის გამო, უკვე დაგროვილი ცოდნის ერთი ნაწილი დაიკარგა და შემდეგ, ბევრი რამის ხელახლა შესწავლა და აღმოჩენა გახდა საჭირო.
როგორც არაბი მეცნიერი და ფარმაცევტი ჯაბირ იბნ ჰაიანი (VIII ს.) ამბობდა, ოქროს მისაღებად 2 რამ არის საჭიროა: ელექსირი და სუბსტანცია (მოგვიანებით მას ფილოსოფიური ქვა უწოდეს). ის თავადაც მუშაობდა ამ მიმართულებით და საუკუნეების მანძილზე, ალქიმიკოსების უმთავრესი ამოცანა, სწორედ ამ ფილოსოფიური ქვის ძიება იყო. გავრცელებული აზრის თანახმად, ლითონზე მცირე რაოდენობით ფილოსოფიური ქვის დამატების და ნაზავის ცეცხლზე გახურების შემდეგ, მისგან ოქრო უნდა მიეღოთ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ალქიმიკოსობა დიდ რისკებთან იყო დაკავშირებული, რდაგან მსგავსი საქმიანობა კანონით იკრძალებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ალქიმიური ექსპერიმენტებით კაცობრიობის უჭკვიანესი ადამიანები იყვნენ დაკავებულები. მათ შორის: ფრენსის ბეკონი (1561-1626), ავიცენა (980-1037), ლაიბნიცი (1646-1716), სპინოზა (1632-1677), ნიუტონი (1643-1727) და ბევრი სხვა.



შეხვედრა ალქიმიკოსთან



imageXVI ს-ში, ცნობილმა მეცნიერმა პროფ. ვ. დეინჰეიმმა, იტალიიდან გერმანიაში მგზავრობისას, სრულიად შემთხვევით, ალქიმიკოსი ალ. სიტონი გაიცნო. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანი აღმოჩნდა და მათ რამდენიმე დღე საუბარში და კამათში გაატარეს. საუბარი ძირითადად, სამეცნიერო საკითხებთან იყო დაკავშირებული და პროფესორმა რადგან არ იცოდა, თუ ვინ იყო მისი თანამგზავრი, გამუდმებით ალქიმიკოსებს, ალქიმიას ლანძღავდა და მას ცრუმეცნიერებას უწოდებდა. სიტონი ამ საკითხებზე კამათს თავს არიდებდა და როდესაც ისინი ქ. ბაზელში ჩავიდნენ, პროფესორს უთხრა: «ვფიქრობ, ნებისმიერ სიტყვებზე უკეთესი, ფაქტი იქნება იმისთვის, რომ ალქიმიაზე აზრი შეიცვალოთ. ამიტომ, უარს ნუ მეტყვით და ჩემს ექსპერიმენტს დაესწარით, რომელსაც სპეციალურად თქვენთვის ჩავატარებო».
სიტონი თვითონ არაფერს მიჰკარებია. მოშორებით იდგა და უბრალოდ, მითითებებს აძლევდა სკეპტიკოს მეცნიერს და მის ასისტენტს. ეს უკანასკნელები კი საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც რთული მანიპულაციიების შემდეგ, რეტორტში (კოლბა) რომელშიც ცდა ტარდებოდა, ნახევარზე ცოტა მეტი, ოქრო მიიღეს! მოგვიანებით, პროფესორი წერდა, რომ მზად არის დაიფიცოს, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო.



მოოქროვილი სახრჩობელა



imageალქიმიკოსები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ლაბორატორიებში ატარებდნენ და ასობით ქომიურ ექსპერიმენტს ატარებდნენ. ამით ისინი რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ სიცოცხლეს და თავისუფლებას. ისტორიიდან ცნობილია, რომ ზოგიერთმა მათგანმა ხელოვნური ოქროს მიღების საიდუმლო აღმოაჩინა. თუმცა, არსებობს თაღლითობის და ტყუილის ფაქტებიც.

როგორც ამბობენ, ყველა დიდ იდეას მხოლოდ საკუთარი წამებულები და გმირები კი არა, შარლატანებიც ბევრი ჰყავს. ალქიმიკოსობა დაწყევლილი იყო კათოლიკური ეკლესიის მიერ და ინგლისში და საფრანგეთში ოფიციალურად აკრძალული იყო. ტყუილში მხილებულ ალქიმიკოსებს, ისე ახრჩობდნენ, როგორც ფულის გამყალბებლებს. თუმცა, გამყალბებლების სახრჩობელისგან განსხვავებით, მათი სახრჩობელა მოოქროვილი იყო. ხოლო, თუ ნამდვილ ალქიმიკოსს დაიჭერდნენ, რომელსაც მართლა შეეძლო ხელოვნური ოქროს მიღება, პატიმრობას უსჯიდნენ და იქამდე აწამებდნენ, ვიდრე ოქროს მიღების საიდუმლოს არ გათქვავდა. წამების მსხვერპლი გახდა, ზემოთ ხსენებული ალქიმიკოსი ალ. სიტონიც. საქსონიის კურფიურსტი კრისტიან II ყველანაირად ცდილობდა მისთვის ფილოსოფიური ქვის საიდულმოს გაგებას. მაგრამ, ალქიმიკოსი გარდაიცვალა და საიდუმლო სამარეში წაიღო.

ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნური ოქროს მიღების იდეით შეპყრობილი ადამიანები, სახიფათო პრპფესიას თავს მხოლოდ სახრჩობელაზე ასვლით ან ციხის წამების კამერაში მოხვედრის შემდეგ ანებებდნენ.

საინტერესო და დამაინტრიგებელ ალქიმიას მიმდევრები დღესაც ჰყავს.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageმეცნიერებმა დედამიწის ზედაპირზე ოქროს გაჩენის საიდუმლო ამოხსნეს
30 საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

ტესტ-ვიქტორინა: «ოქროს ციებ–ცხელება»

1
576
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
576
  
2021, 24 თებერვალი, 11:34
სხვათაშორის ფლამელის სახლი დღესაც არის საფრანგეთში. ძალიან საინტერესო იყო. ერთი ალქიმიკოსი მომიძებნე რა, ლალი, გეცოდინება შენ :)))
0 1 1