x
image
_K_
საინტერესო მხატვრები, რომლებიც სხეულის სხვადასხვა ნაწილით ხატავენ
ხელოვნების შესაქმნელად ადამიანები კრეატიულ ხერხებს იყენებენ. კვლევების მიხედვით, კრეატიულ ადამიანებს უფრო ხშირად ემართებათ ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია ან შფოთვა, რადგან თავიანთ იდეებთან მარტო გრძნობენ თავს. ზოგი მხატვარი შეიძლება გიჟიც გეგონოთ, რადგან საკუთარ ჯანმრთელობასაც სწირავენ კარგი ნახატის შესაქმნელად. თანამედროვე სამყაროში განსხვავებული გზები არსებობს საკუთარი თავის გამოსახატად, მაგრამ რასაც სტატიაში წარმოდგენილი მხატვრები აკეთებენ, მართლაც უნიკალურია.








1. ნატალი ირიში კოცნით ხატავს.

image

ამერიკელ მხატვარ ნატალი ირიშის თავისი ცხოვრება პომადისა და კოცნით ნახატების შექმნის გარეშე ვერ წარმოუდგენია.


მან ეს უნიკალური ტექნიკა 2011 წელს შექმნა და პირველი გახდა, ვინც ტუჩით ხატავდა. ის ნახატის შესაქმნელად სხვადასხვა პომადებს იყენებს და სახატავ ტილოს კოცნის. მისი წარმატების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ გავრცელებულ და ცნობილ ტექნიკას არ იყენებს და არ ეშინია ექსპერიმენტების. ირიშისთვის კოცნის ხელოვნებას შედევრების შექმნა შეუძლია.



image

image

image








2. ანი ქეი თავისი ენით ხატავს.

image

ანი ქეი ინდოელი მხატვარია. მისი თქმით, შთაგონება ცნობილი მხატვრისგან მიიღო, რომელმაც ხელები დაკარგა და ფეხებით დაიწყო ხატვა.


თავიდან ანი ცხვირით ხატვას ეცადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ ტექნიკას სხვა მხატვრები იყენებდნენ უკვე. საბოლოოდ, მან გააცნობიერა, რომ მისთვის ხატვის ყველაზე კომფორტული გზა ენით ხატვა იყო.


მხოლოდ ერთი პრობლემა არსებობს: საღებავის ყლაპვამ შეიძლება დააზიანოს ანი და მოწამლოს. ყველა წარმატებული შედევრის შექმნის შემდეგ ის თავს ცუდად გრძნობს, ზოგჯერ კი გონებასაც კარგავს.


image








3. მარტინ სოდომსი თავისი პირით ხატავს.

image

მარტინ სოდომსი ექსტრაორდინალური მხატვარია კეიპთაუნიდან. ის სამედიცინო კლერკი იყო, როცა მისი ცხოვრება შეიცვალა 1944 წლის დეკემბერში, რაც ყვინთვის დროს უბედური შემთხვევის დროს კისერი მოიტეხა. თუმცა, ამის შემდეგ მას იმედი არ დაუკარგავს და პირით ხატვა დაიწყო.


უბრალოდ, შეხედეთ მისი ნახატების დეტალებს! მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი პირითაა დახატული.


image

image









4. ჰუანგ გუოფუ პირითა და ტერფით ხატავს.

image

ჰუანგ გუოფუ 41 წლის ჩინელი მხატვარია ჩონგქინგიდან, რომელმაც ტერფითა და პირით ხატვა ბავშვობაში მომხდარ ავარიაში დაკარგული მარჯვენა ფეხისა და ორივე ხელის შემდეგ ისწავლა.


18 წლის ასაკში სწავლის შეწყვეტა მოუხდა მამის ავადმყოფობის გამო. შემდეგ ჩინეთში წავიდა, რათა ტერფით დახატული ნახატებით ფული ეშოვნა. თავისი მოგზაურობის პერიოდში კი, მას შემდეგ, რაც ბევრმა უწოდა ფეხით ნახატს არაელეგანტური და უკულტურო, მხატვარმა პირით ხატვაც დაიწყო.

image








5. ლეანდრო გრანატო თვალით ხატავს.

image

ლეანდრო გრანატო არგენტინელი მხატვარია, რომელიც ნახატების შესაქმნელად საღებავს ტილოზე საკუთარი თვალებიდან აშხეფებს. ლეონარდოს ამის გაკეთება მისი უჩვეულო ფიზიოლოგიის გამო შეუძლია. ის წყლის საღებავებით ხატავს, მათ ცხვირით შეიწოვს და თვალიდან უშვებს.


მან ეს უჩვეულო უნარი ბავშვობაში აღმოაჩინა და ახლა ხელოვნების შესაქმნელად იყენებს.


image

image








6. მარსი ჰოუკი მკერდით ხატავს.

image

მარსი ჰოუკი, ანუ მკერდით მხატვარი (როგორც თავის თავს უწოდებს), სამხრეთ კალიფორნიიდანაა და აბსტრაქტულ ნახატებს საკუთარი მკერდით ქმნის. ჰოუკის 5 საყვარელი მეთოდი აქვს, რომლებსაც სხვადასხვა სახელებიც დაარქვა.


image

image









ასევე დაგაინტერესებთ:


1. ცნობილ ნახატებში დამალული 5 საიდუმლო

image



2. ქუჩის ხელოვნების შედევრები მთელი მსოფლიოდან

image



3. უთქმელი სიმართლე - მარტივი და მრავლისმთქმელი კომიქსების სერია

image


0
476
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0