x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ბავშვები მორგიდან" საქართველოში- სკანდალური კვლევა
image
გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით "საქართველოში მცხოვრები ბავშვები, რომლებიც მუშაობენ ქუჩაში", სადაც აღწერილია თბილისის დაჯგუფება სექტის ნიშნებით, სახელწოდებით" ბავშვები მორგიდან."

დაჯგუფების საქმიანობის ადგილი არის "მიწისქვეშა სივრცე", ეს არის მეტრო, მიწისქვეშა გადასასვლელი და სხვადასხვა მიტოვებული მიწისქვეშა ნაგებობები.

ჯგუფში, რომლებიც დაკავებულია მათხოვრობით და წვრილმანი ქურდობით, ახალი ბავშვები მიჰყავთ ძველებს. სექტის ნიშნებზე მეტყველებს ის რიტუალები, რომლის მერეც იღებენ ახლებს.

თბილისში არსებობს დაჯგუფება, რომელიც სექტის მსგავსია (ცნობილია, როგორც " მორგის ბავშვები "). ეს ჯგუფი მიწისქვეშა სივრცეში მოქმედებს. როგორც სექტის ყოფილ წევრები ჰყვებიან, ჯგუფში არიან როგორც ახალგაზრდა, ისე ზრდასრული ადამიანები. მათი გაერთიანების დროს სექტაში ხდება გარკვეული რიტუალის შესრულება, დაჯგუფების ბევრ ყოფილ წევრს ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს " - ნათქვამია კვლევაში.


დაჯგუფების ყოფილი წევრები იმასაც ამბობენ, რომ გოგონები ვალდებულნი არიან, სექსუალური მომსახურეობა გაუწიონ ჯგუფი "მორგის ბავშვების" უფროს წევრების.

სავარაუდოდ, სექსუალური ძალადობის შედეგად ქუჩის ბავშვები არიან ტრავმირებულები. ეს კი არაერთხელ აღნიშნა ფსიქოლოგმა. - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორები ყურადღებას ამახვილებენ სახელმწიფო სტრუქტურების სწრაფი რეაგირების საჭიროებასა და მსგავსი ჯგუფების არსებობისა და საქმიანობის შესწავლის შესახებ.

ჯგუფმა სახელი თავისი ტრადიციული შეკრების ადგილის მიხედვით მიიღო. ისინი იკრიბებიან ქალაქის მორგის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"ჩვენ გვქონდა ინფორმაცია "მიწისქვეშა დაჯგუფების" არსებობის შესახებ და შესაბამისად, დეპარტამენტი გამოეხმაურა ამ ფაქტს. ამ ეტაპზე ამ ჯგუფის საქმიანობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს სხვა მსგავსი დიდი ჯგუფები ", - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ.

სოციალურ მუშაკთა მობილური ჯგუფები მუდმივად ატარებენ მონიტორინგს რისკის ჯგუფის მქონე ბავშვებში და ცდილობენ, საჭიროების შემთხვევაში ისინი სახელმწიფოს მზრუნველობის დაქვემდებარებაში გადასცენ.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იმ ბავშვთა რაოდენობის აღიცხვა, რომლებიც გადაეცნენ სახელმწიფოს მზრუნველობის დაქვემდებარებაში, მოხდა 2015 წელს.

მიღებული ინფორმაციის თანახმად, დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ასეთი ბავშვი დაახლოებით 1.8 ათასი იყო.

ქუჩის ბავშვები ასეთ დაჯგუფებაში ხვდებიან ერთმანეთთან ჩხუბის დროს.

2015 წლიდან საქართველოში ჯანდაცვის, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების კოორდინაციის უწყებათაშორისი საბჭო მუშაობს ბავშვთა პრობლემის რისკის ჯგუფში.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიაჩნიათ, რომ ჯერ კიდევ შორს არის პრობლემის მოგვარებამდე.

"საქართველოს სახალხო დამცველი ხშირად მუშაობს ამ თემაზე და ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ჩვენს ანგარიშში ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ეს პრობლემა კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დგას იმ სტრუქტურებისთვის, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ ასეთ ფაქტებზე, ჩვენ ვხედავთ ბევრ ბავშვს, რომლებიც ქუჩაში მათხოვრობენ და ეს არის - ყველაზე "უვნებელი სახის საქმიანობა ", - ამბობს საქართველოს "ბავშვთა უფლებების ცენტრის წარმომადგენელი, საქართველოს სახალხო დამცველი თამთა ბაბუნაშვილი - წერს სპუტნიკი.

მან ხაზი გაუსვა, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა სანაპირო ქალაქებში ზაფხულში, სადაც ხდება ისეთი ბავშვების მიგრაცია, რომელთა მუდმივი საქმიანობის სფერო არის ქუჩა.


0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0