x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ის, რაც Apple, Google, Nike, Amazon და სხვა პროექტების შესახებ, დღემდე არ იცოდით!
დამეთანხმება ბევრი თქვენგანი, რომ ცხოვრების მანძილზე თან დაგვაქვს ოცნებები - დავწეროთ წიგნი, მივაღწიოთ წარმატებას სპორტში, გვქონდეს რაიმე მეცნიერული მიღწევები, ავაშენოთ კომპანიები და ა.შ. კარგია, რომ გვაქვს სურვილი და იდეა, თუმცა, ხელშემშლელი ფაქტორები (უსახსრობა, ადგილისა და დროის სიმცირე და ა.შ) გვეღობება გზაზე და ოცნება ოცნებად გვრჩება. იშვიათად, თუმცა, ხდება ისეც, რომ სამზარეულოში, საკუჭნაოსა და ავტოფარეხში დაწყებულმა ბიზნესმა, დღეს, ფართო და ბრენდული აღიარება პოვა.



image



წარმოგიდგენთ ყველაზე მსხვილ, ბრენდულ ფირმებსა და კომპანიებს, რომლებმაც წარმოება ავტოფარეხიდან, საბარგულიდან და ფარდულიდან დაიწყეს.





1. Apple.imageimage



როგორც ცნობილია, იგი ერთ-ერთი ძლიერ ტექნოლოგიური პროექტია მთელ მსოფლიოში, რომლის წარმოებაც ავტოფარეხში, 1976 წელს Steve Jobs-ის მშობლებმა დაიწყეს. თვეში ანუ 30 დღეში, ხელით იწყობოდა 50 კომპიუტერი და მათი საცალო ღირებულება 500 $-ს შეადგენდა. ნათელია, რომ ამ პროექტმა კარგად გაამართლა.






2. The Beatles.image


სანამ ჯგუფი ამ სახელით ჩამოყალიბდა, ერქვა The Quarrymen. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის John Lennon-ის თაოსნობით, რომელმაც ჯგუფი კლასელ მეგობარ ბიჭებთან ერთად შექმნა, მოგვიანებით გახდა The Beatles. თავდაპირველად, ახალგაზრდები რეპეტიციებს საკუთარ სახლებში მართავდნენ, თუმცა მშობლებს მათი ხმაურის ატანა არ შეეძლოთ, ამიტომ ჯგუფმა რეპეტიციებიც და სიმღერების ჩაწერაც ფარდულში დაიწყო.






3. Harley-Davidson.image



1901 წელს William S. Harley-მ დაიწყო ძრავის ინსტალაცია საკუთარი ველოსიპედისთვის. რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ კი მან მეგობართან, Arthur Davidson-თან ერთად შექმნა ახალი ძრავი პირველ მოტოციკლთან ერთად. ეს ყველაფერი ხდებოდა ხის პატარა ფარდულში. აქედან წარმოიშვა ძრავის სახელწოდებაც, მათი გვარების პატივსაცემად - "Harley-Davidson".







4. Microsoft.image



1975 წელს, ავტოფარეხში დაარსდა სამომავლო ტექნოლოგია-Microsoft-ი Bill Gates-სა და Paul Allen-ის მიერ. მათ პირველი ოპერაციული სისტემა IBM, რომელიც $ 80, 000 დაუჯდათ, არალიცენზირებულად შეიმუშავეს. მოგვიანებით კი გამოიგონეს Windows -ი, რომელიც დღეს პირველია კომპიუტერის ბაზარზე.







5. Disney.image



1923 წელს ძმები Walt და Roy Disney გადავიდნენ ბიძასთან - Robert-თან საცხოვრებლად და სწორედ იქ, ავტოფარეხში შექმნეს სტუდია Disney, რომელიც დღეს მსოფლიოში პროტოტიპია ყველაზე დიდ კინოსტუდიაში.







6. Google.image



1998 წლის ზაფხულში, საგანმანათლებო პროექტის განხორციელების მიზნით, სტენფორდის ორმა სტუდენტმა- Larry Page-მა და Sergey Brin-მა დაიწყეს Google-ზე მუშაობა Susan Wojcicki-ს ავტოფარეხში და სწორედ ასე შეიქმნა ძებნის გიგანტური იმეილი.







7. Lotus Cars.image



1984 წელს, Anthony Colin Bruce Chapman-მა დაიწყო მშობლების ავტოფარეხში პირველი სპორტული ავტომობილის შექმნა. დღეს, ბრიტანული წარმოების ავტომობილებში, Lotus-ი ითვლება, როგორც ერთ-ერთი პირველი სპორტულ ავტომობილებში რბოლებისთვის.








8. Nike.image



1964-1978 წლებში, სპრტსმენ runner-ისა და მისი მწვრთნელის ერთობლივი იდეა იყო, შეექმნათ საკუთარი ბრენდი, სადაც თითოეულმა მათგანმა 500$ გაიღო, შეიძინეს აზიური წარმოების 300 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი და საკუთარი "იარლიყის"- Nike-ს მიწებებით ახდენდნენ ბრენდული სპორტული ფეხსაცმლის რეალიზაციას. თქვენ წარმოიდგინეთ, იმ ეტაპზე, მათ, ავტოფარეხიც კი არ ჰქონდათ და აღარც სახსრები მის დასაქირავებლად, ამიტომ რეალიზაციას ახდენდნენ ავტომობილის საბარგულიდან (ბაგაჟნიკი).







9. Amazon.image



1994 წელს, როდესაც Jeff Bezos-მა დააარსა ონლაინ მაღაზია, სახელწოდებით Amazon-ი, ის მთლიანად ავტოფარეხში იყო განთავსებული. 1995 წლის ივლისში, კომპანიამ პირველად გაყიდა წიგნი, რომელიც იმავე ფარეხში შეიფუთა.






იხილეთ აგრეთვე:


ცნობილი ლოგოტიპების უცნობი დეტალები- დამალული მნიშვნელობები, რომლებიც აქამდე არ იცოდითimage





სიმბოლოები, რომელთა მნიშვნელობა დღემდე არავინ იცისimage





ცნობილი სიმბოლოები აქამდე უცნობი და უკვე დაკარგული მნიშვნელობებითimage


4
87
12-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
87
  
2018, 31 ივლისი, 21:08
მადლობა, რომ ყოველთვის კითხულობ და დადებით კომენტარებსაც არ იშურებ.
2018, 31 ივლისი, 16:55
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო ხომ გაგიგია მაკა!
შენი და ლერატოს და ნინოს სტატიები (ჩემი მეგობრებიდან) მუდამ აქტუალური, საინტერესო, სასარგებლო და კითხვადია ჩემთვის...
2018, 31 ივლისი, 15:13
ნამდვილად, გუჯა. როცა იღბალი გაქვს ადამიანს, ყველაფერია შესაძლებელი. თუმცა, მერამდენედ განვაახლე სტატია და მკითხველი ამჯერადაც არაა :(
2018, 31 ივლისი, 15:01
მაგარია მაკა, პატარა გუნდას შეუძლია ზვავად იქცეს, საიდან დაიწყო ამ ხალხმა და რას მიაღწიეს!
0 1 4