x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სწავლების სოკრატესეული მეთოდი
სოკრატესეული მეთოდი სწავლებისას გულისხმობს მოსწავლეების აქტიურ ჩართვას, კითხვა-პასუხის გზით, საკუთარი ცოდნის აგებაში.

image

მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატედან, რომელიც მოსწავლეებს ამ გზით ასწავლიდა ფილოსოფიას.

მასწავლებელი სვამს პრობლემურ და არა ინფორმაციულ კითხვებს:


რას ფიქრობთ ამაზე?

რა განმარტებები გჭირდებათ ამისთვის?

არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე.

image

სოკრატესეული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია: დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით.

ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით.

image

მოსწავლეები თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს.

  • მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხზე.
  • მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული მოვლენის საილუსტრაციოდ.
  • მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლეთა არგუმენტებს.
  • მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას.
  • მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული აზრების განვითარებას.
  • მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა. შ.
  • მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტისგან შექმნას ახალი სტრუქტურა.
  • მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.

ავტორი: სოფიო მოდებაძე


0
590
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფიო მოდებაძე
სოფიო მოდებაძე
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0