x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
,,როდის გავთხოვდები?" - გამოთვალეთ ნუმეროლოგიით
image

ვის არ უოცნებია ზღაპრულ პრინცზე, რომელიც ერთ დღესაც მოვა თეთრ ცხენზე ამხედრებული და გოგონას თავის ზღაპრულ სასახლეში წაიყვანს. თუ როდის დადგება ეს ლამაზი დღე, ძალიან ბევრ ქალს აინტერესებს.

აი, აქ უკვე ნუმეროლოგია დაგეხმარებათ.

დაწერეთ ფურცელზე თქვენი სახელი და გვარი, მაგალითად მარიამ ბერიძე და დათვალეთ, რამდენი ასოა სახელსა და გვარში. ამ შემთხვევაში გვაქვს 12. დავიყვანოთ 12 ერთნიშნა მაჩვენებელზე, ამისთვის კი შევასრულოთ ასეთი მოქმედება 1+2=3.

ახლა კი, დაწერეთ დღევანდელი თარიღი და თითოეული ციფრი შეკრიბეთ, მიღებული ორნიშნა რიცხვი კი ერთნიშნა მაჩვენებელზე დაიყვანეთ. მაგალითად, თუ მიმდინარე თარიღია 31.07.2018, მოქმედება ასე შესრულდება:3+1+7+2+1+8=22. 2+2=4. (რათქმაუნდა, სხვა დღეს თუ მკითხაობთ, მიმდინარე თარიღი უნდა დაწეროთ და ის დააჯამოთ)


შევკრიბოთ ჩვენი სახელის ციფრი და თარიღის ციფრი: 3+4=7

ახლა კი, ნახეთ ქვემოთ, თუ რა მნიშვნელობის მატარებელია ეს ციფრი


1. ძალიან მალე გათხოვდებით, თუმცა ამ ქორწილს ბედნიერს ვერ ვუწოდებთ, რადგან უფრო იძულებითი, გათვლითი ხასიათის იქნება. შესაძლოა მოულოდნელი ფეხმძიმობის ან სხვა მიზეზის გამო მოხდეს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ქორწინება მტკიცე იქნება, თუმცა ყველაფერი უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული.


2. წელიწადნახევარში გათხოვდებით და ძალიან ბედნიერი იქნებით. მთავარია, სიბრძნე და მოთმინება გამოიჩინოთ.


3. არცთუ ისე მალე გათხოვდებით, თუმცა ნუ მოიწყენთ, რადგან, როცა ეს დღე დადგება, უსაზღვროდ ბედნიერი მეუღლე იქნებით.


4. თქვენ თვითონ ნამდვილად არ გინდათ გათხოვება მაინცდამაინც, ამიტომ ცოტა უცნაურია, რომ ეს კითხვა გაგიჩნდათ, იქნებ გსურთ, თქვენთვის ესოდენ არასასურველი მომენტი კიდევ უფრო შორს გადასწიოთ?


5. მაშინ გათხოვდებით, როცა ამის ძლიერი სურვილი გექნებათ. ასე რომ, ყველაფერი თქვენს ხელშია.


6. იქამდე ვერ გათხოვდებით, სანამ იდეალის ძებნას არ შეეშვებით. ის არ არსებობს.


7. გათხოვება ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ, თუმცა მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. თქვენ ხომ სხვა მიზნებიც გაქვთ.


8. როგორც კი თქვენი ახლო მეგობრის ქორწილი ჩაივლის, თქვენც მალე გათხოვდებით.


9. თქვენ ერთი მათგანი ხართ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ვერ თხოვდება, ამის მიზეზი კი თქვენს თავში უნდა მოძებნოთ.


1
835
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
835
  
2018, 8 აგვისტო, 14:59
არ გინდათ ადრე გათხოვება, სანამ 30 წლის გახდებით დრო გაქვთ, მანამდე ყველა ბიჭი დაიწუნეთ დევიზებით:
,,ჯერ დრო მაქვს'' ,,მაგაზე უკეთესს მაინც ვიპოვი'' ,,შეუხედავია'' ,,უჭკუოა'' ,,გემოვნება არა აქვს'' ,,ჯერ კარიერა და მერე ოჯახი'' ,,ჯერ ადრეა ოჯახი, ბავშვების მოვლა და დიასახლისობა მერეც მეყოფა'' ,,ოჯახური რუტინა მოსაწყენია''

და მერე 30 წელს რომ გადასცდებით, ყველა ბიჭს უჟუჟუნეთ თვალები, იქნებ რომელიმემ ცოლად წაგიყვანოთ, და პირველივე ვინც ცოლობას შემოგთავაზებთ, ეგერევე დათანხმდით, ვინც არ უნდა იყოს, განურჩევლად: კანის ფერისა, ასაკისა, რელიგიისა, საქართველოში ესე ხდება და იმედია თქვენც არ უღალატებთ ,,ტრადიციას''. აბა ჰე თქვენ იცით, წარმატებები!
0 1 1