x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გაუქმდა, მაგრამ...
image


მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ მარიხუანის ხშირი და სისტემატიური მოხმარება ადამიანს მასზე დამოკიდებულს ხდის. ხოლო, დროთა განმავლობაში, იწვევს:

I. პანიკური შიშის შეტევას, აკვიატებულ აზრების და ყურადღების გაძლიერებას გარემო დეტალების მიმართ (ანუ მოქმედებს ადამიანის ფსიკიქურ მდგომარეობაზე). მედიკოსებმა დაადგინეს, რომ მანქანის საჭესთან დაჯდომამდე, 3 საათით ადრე მარიხუანის მოხმარება, ავარიაში მოხვედრის შანსს 2-ჯერ ზრდის.

მარიხუანის მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ინდივიდუალურია, მაგრამ მისი მოქმედების საერთო სიმპტომების დადგენა მაინც შესაძლებელია. როგორც კი ადამიანი მარიხუანის კვამლს შეისუნთქავს, მომენტალურად ხდება მასში არსებული ტეტრაგიდროკანაბინოლის შეწოვა პირის ან ცხვირის ლორწოვანი გარსის მიერ. მისი მოქმედების პიკი 10 წუთიდან – 1 საათიან ინტერვალში მიიღწევა. ნარკოტიკის მოქმედების ეფექტი კი 2-4 საათის მანძილზე გრძელდება, ხან უფრო მეტხანსაც. ყველაფერი ნარკოტიკის შემადგენლობაზე, დოზაზე, მომხმარებლის ასაკზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არის დამოკიდებული. რაც იმას ნიშნავს, რომ საჭესთან მყოფი მარიხუანის მომხმარებელი, ამ ნარკოტიკის მოხმარებიდან, მინიმუმ 2 საათის მანძილზე, სახიფათოა საზოგადოებისთვის.

II. ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას და მეტყველების პრობლემებს;

III. დღეში 5 ცალი მოწეული «კასიაკი» IQ დაწევას იწვევს;

IV. ფეხმძიმე ქალის მიერ მარიხუანის მოხმარება, ნაყოფის განვითარების შენელებას იწვევს. არღვევს მისი ნერვული სისტემის განვითარებას, ხოლო მამრობითი სქესის ბავშვებში, რეპროდუქციის ფუნქციის შემცირებას;

V. მამაკაცებს, რომლებიც მარიხუანას რეგულარულად მოიხმარენ, უმცირდებათ ტესტოსტერონის დონე და სპერმატოზოიდების აქტივობა, რაც თავის მხრივ, კვერცხუჯრედის განაყოფიერებას შეუძლებელს ხდის;

VI. მარიხუანა ყოველ მეათე მომხმარებელში, იწვევს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.

VII. თავის ტკივილს, რომელიც თვეების მანძილზე, შეუჩერებლად გაგრძელდება. ხასიათის მიხედვით, ეს ტკივილი ძალიან ჰგავს შაკიკს. მისი ინტენსივობა ხან იზრდება, ხან მცირდება.

VIII. ძლიერ ოფლიანობას, რომელიც ღამის საათებში უფრო ძლიერდება. ორგანიზმიდან ოფლი წყალივით მოედინება. თეთრეული მთლიანდ სველდება და ოფლს საშინელი სუნი აქვს. ექიმები ამ ფაქტს, ორგანიზმის მავნე ნივთიერებებისგან გათავისუფლების მცდელობას უკავშირებენ და ეს მდგომარეობა, შეიძლება, თვეების მანძილზე გაგრძელდეს.

IX. ხველებას, რომელიც ასევე ემსახურება ადამიანის ორგანიზმიდან შხამების გამოდევნას. ხველა 6-7 თვე გრძელდება, მანამ, ვიდრე ფილტვები და სასუნთქი გზები მავნე ნივთიერებებისგან არ გათავისუფლდება.

X. საჭმლის მონელების სისტემის მოშლას, რაც მადის დაქვეითებას იწვევს. ადამიანი უარს ამბობს საკვებზე, რადგან მისი მიღება მუცლის არეში ტკივილს იწვევს.

XI. ტკივილებს წელის არეში, რომელიც დიდი ხნით ფეხზე დგომის შემთხვევაში ვლინდება. დასვენების შემდეგ, ტკივილი ქრება.

XII. მხედველობის დაქვეითებას.

XIII. იმუნიტეტის დაქვეითებას, რაც ინფექციებით ხშირ ავადმყოფობას იწვევს.

XIV. ჰორმონალური ბალანსის დარღვევას.


XV. არასრულწლოვანებში, – ზრდა-განვითარების შეფერხებას.


და ეს, სრული სია არ არის...


image


და კიდევ, სტატისტიკის თანახმად, მარიხუანის მოწევით, სიამოვნების შეგრძნება მომხმარებლის მხოლოდ 50% აღენიშნება. 22 % დისკომფორტს განიცდის და პანიკაში ვარდება, ხოლო 15% აკვიატებული აზრები და სმენითი ჰალუცინაციები უჩნდება, მაშინაც კი, თუ ამ «მსუბუქ» ნარკოტიკს, პირველად მოიხმარს.


image

8
316
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
316
  
2018, 2 აგვისტო, 11:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 31 ივლისი, 15:56
ისე, ხუმრობა იქეთ იყოს და სტუდენტებისთვის მიიღეს ეტყობა ეგ კანონი. კიდევ ეგ უნდა ჩვენ ახალგაზრდებს?:(
2018, 31 ივლისი, 15:53
ჰოოო, ლალი. გავიდეთ პენსიაზე, დავსხდეთ ერთად და გავაბოლოთ :D
2018, 31 ივლისი, 14:46
ეხლა საინფორმაციოში თქვეს, შეზღუდვები დაწესდებაო. მარიხუანის მოხმარების უფლება არ ექნებათ: ექიმებს, მასწავლებლებს, მძღოლებს, მშენებლებს და ა. შ. მოკლედ, ეს კანონი, ეტყობა, დიასახლისებისთვის მიიღეს :)
2018, 31 ივლისი, 13:34
კიდევ კარგი, თორე ზედმეტი თავისუფლებისთვის ჯერ არ ვართ ჩვენ მზად და კარგა ხანს ვერ ვიქნებით კიდევ :(
2018, 31 ივლისი, 10:32
კი, ასაკობრივი შეძღუდვაცაა და კიდევ ბევრი შეზღუდვაა საკმაოდ.
2018, 31 ივლისი, 8:24
ეს აკლდა ახლა საქართველოს..ნეტა ასაკობრივი შეზღუდვა მაინც თუა დაწესებული, რომ პატარა ბიჭებმა მაინც არ დაიწყონ ამ საწამლავის გასინჯვა :(
0 1 8