x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
"ურალვაგონმშენის" კონსტრუქტორების განცხადებით T72-ის ახალი მოდიფიკაცია გახდება რუსეთის არმიაში ყველაზე მასიური ტანკი

image T 72-ის მოდიფიკაცია T72M გაძლიერებული ძრავით და გაძლიერებული დაცვის ელემენტებით-უკვე მიეწოდება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში შემავალი "ურალვაგონმშენის" განცხადებით უნდა გახდეს ყველაზე მასიურ ტანკად რუსეთის არმიაში. ახალი მოდიფიკაციის ტანკები წარმოდგენილ იქნა 9 მაისს გამართულ სამხედრო აღლუმზე-განუცხადეს რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს ქარხნის წარმომადგენლებმა.
მანამდე მასიური ინფორმაციის საშუალებებმა დააანონსეს ინფორმაცია, ქარხნის მიერ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსათვის მიწოდებულ პროექტზე-მოეხდინათ T72-ის მოდერნიზაცია.
"საუბარია უკვე შექმნილ ტანკზე T72M-ზე, რომლის შეზღუდული პარტია უკვე მივაწოდეთ თავდაცვის სამინისტროს 9 მაისს გამართულ აღლუმზე გამოსაყვანად"-განაცხადეს "ურალვაგომშენის" პრეს-სამსახურში.
კორპორაციაში აღნიშნულ ინფორმაციას დაამატეს, რომ ახალი მოდიფიკაცია უკვე არსებული Т-72Б3 -ისაგან განსხვავდება ძრავის სიმძლავრით, ახალი მოდიფიკაციის ძრავის სიმძლავრე გაზრდილია 1130 ცხენის ძალამდე, გაძლიერებულია დინამიური დაცვა, ტანკზე გამოყენებულია კუმულაციური ჭავლის საწინააღმდეგო ცხაურები და განახლებულია საბორტე მოწყობილობები. ასევე ტანკზე დამონტაჟებულია ახალი ლაზერული მანძილმზომი მოწყობილობა, რომელიც გასროლისას ახდენს ლულის სამიზნის ცდომილების გასწორებას გასანადგურებელი ობიექტის მიმართულებით რაც ტანკის სროლის სიზუსტეს უწყობს ხელს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოდერნიზებული ტანკი გახდება ყველაზე მასიური წარმოების ტანკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში"-დაამატეს "ურალვაგონმშენის" წარმომადგენლებმა.
ტანკი არ იწარმოება, როგორც ახალი ტანკი, არამედ ხდება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არსებული Т-72Б3-ის მოდიფიკაციის ტანკების მოდერნიზება "M" ვერსიად ასე დააზუსტეს გავრცელებული ინფორმაცია საწარმოში.
ახალი მოდერნიზებული ტანკი უკვე წარადგინეს კუბინკაში მიმდინარე კონკურსში "სატანკო ბიატლონი" იუწყება -ТАСС-ი. ბიატლონზე წარდგენილი მოდერნიზებული ტანკი ჯერჯერობით წარდგენილია, როგორც"Т-72Б3"-ი დამატებითი დაცვით. ტანკს ექნება ორმაგი საბორტე ეკრანი, მუხლუხოების გვერდითა ფოლადის ფილები დამონტაჟებული დინამიური ბლოკებით. ქვემოთა ნაწილზე იქნება სპეციალური მასალისაგან დამზადებული ლენტები დამატებითი ბლოკებით, ტანკზე დაყენებულია რუსეთში ყველაზე მიღებული სატანკო ქვემეხი - 2А46М-5.



0
184
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
184
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0