x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ჰელიოსის გველეშაპშებმულ ეტლზე დგას მედეა შვილების გვამებით, საოცრად მშვიდი..."-საინტერესო ცნობები ევრიპიდესა და მის ტრაგედიაზე "მედეა"

image

ევრიპიდიზე, ბერძენ ტრაგიკოსზე, უამრავი ბიოგრაფიული ცნობა მოგვეპოვება, მაგრამ მათში ისეა ერთმანეთთან გადახლართული სასაცილო, ანეგდოტური და რეალური ამბები, რომ დღესდღეობით გვიჭირს მის ცხოვრებაზე ბევრი რამის თქმა. იგი ძვ.წ. V სკ–ში მოღვაწეობდა, ათენში ცხოვრობდა და უშუალოდ იცნობდა იმ დროის ყველა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ხელოვანსა თუ მეცნიერ-ფილოსოფოსს.

image

ათენელი მაყურებელი მაინცდამაინც არ წყალობდა თურმე მას, თუმცა ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ ესქილესა და სოფოკლეს შემდეგ ევრიპიდეზე დიდი ტრაგიკოსი არ ჰყავდა ელადას. არაკეთილგანწყობილების მიზეზი იყო ალბათ ის, რომ მან სიცოცხლეში სულ რაღაც ოთხჯერ იზეიმა პირველი ჯილდოს მოპოვების სიხარული.

ამ ყოველივეს თავისი მიზეზები ჰქონდა - მისი შემოქმედების შფოთიანი, დაუდგრომელი სული, რაც ათენელი მაყურებლებისათვის მიუღებელი იყო; ასევე, მისი ხასიათის თვისებები, რომლებიც კომედიოგრაფების დაცინვებს იწვევდა.

image

გადმოცემით, მას განმარტოებით ცხოვრება და მუშაობა უყვარდა. ფაქტია, რომ ევრიპიდეზე მეტად და ძლიერად ქალთა "სიშმაგე" არ გამოუჩენია არც ერთ სხვა ბერძენ მწერალს.

შესაძლოა, თანამოქალაქეებთან საერთო ენის ვერგამონახვის გამო მოუწია მას ძვ. წ. აღ. 408 წელს მაკედონიაში, არქელაოსის კარზე გადასახლება. ავი ენები იმასაც კი ამბობდნენ, რომ აქ ის ძაღლებმა დაგლიჯესო, მაგრამ ამ ამბავს ანტიკურობაშივე გამოუჩნდნენ უარმყოფელნი.

ცნობილია, რომ ძვ.წ. აღ. 406 წელს მხცოვან სოფოკლეს, როდესაც ევრიპიდეს გარდაცვალების ამბავი შეუტყვია, პროაგონში, თავად სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოწყობილს, გუნდი გვირგვინების გარეშე გამოუყვანია, რასაც მრავალრიცხოვანი ხალხი ჭეშმარიტი გლოვითა და ცრემლებით შეხვედრია.

ევრიპიდე ქართველი მკითველისათვის იმიტომ უდა იყოს საინტერესო, რომ პირველად მან დაწერა ტრაგედია "მედეა", მთავარი მოქმედი პირი "ოქროს საწმისის" ლეგენდისა; ზოგი მას სიყვარულისათვის თავდადებულ ქალად მიიჩნევს, ზოგიც მოღალატედ, სამშობლოს გამყიდვლად, ზოგიც - გარემოების მსხვერპლ ქალად, ვფიქრობ, მართებული იქნება, რომ თითოეულ მათგანში აღმოვაჩინოთ ჭეშმარიტების მარცვალი.

image

"მედეა" ის ტრაგედიაა, რომელმაც ყველაზე მეტი არეკვლა პოვა სხავასხვა ეპოქის დრამატურგთა შემოქმედებაში, თუმცა ათენის სცენაზე პირველად წარმოდგენისას მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა, ე.ი. დამარცხდა. ტრაგედია აგებულია არგონავტთა თქმულების ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ეპიზოდში - იასონმა უღალატა მედეას და ცოლად შეირთო მეფე კრეონის ასული.

image

ტრაგედია ეძღვნება განრისხებული მედეას სასტიკ შურისძიებას, სადაც, გარდა იმისა, რომ კლავს სიყვარულში მოცილე ასულს, არ ინდობს შვილებსაც და ჰელიოსის გველეშაპშებმულ ეტლზე დგას საოცრად მშვიდი, შვილების გვამებითურთ...

image

დღემდე დიდი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რომ ევრიპიდემ გამოიგონა შვილების დახოცვის ამბავი, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ასე იყოს, რადგან ტრაგედია მხოლოდ ნაწარმოებია და არა, ისტორიული ფაქტი; ევრიპიდეს სრული უფლება ჰქონდა თავის ტრაგედიაში ისეთებად წარმოეჩინა გმირები, როგორც თვითონ სურდა.

image

მისი "მედეა" მსოფლიო სცენაზე XV საუკუნიდან მოყოლებული, ყველაზე უფრო მეტჯერ დაიდგა. მას პირველი ადგილი უჭირავს მისი გავლენით შექმილი სულ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებთა რაოდენობაზეც; მისი რეცეფციების რაოდენობა სხვადასხვა ენაზე მრავალ ასეულს მოიცავს; მათ შორის - ლიბერმანის ოპერა "მედეა – გამამართლებელი განაჩენი"; ვოლფის "მედეა – ხმები".



3
312
8-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
312
  
2018, 1 აგვისტო, 12:16
ამ საკითხზე ბევრი სადაოა,ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებენ...
2018, 31 ივლისი, 17:46
არ დაუბრალებია, თავის ნაწარმოებში ისეთი პერსონაჟი დაგვისახა, როგორიც თვითონ სურდა. ისტორიული რომ იყოს ევრიპიდეს ეს ტრაგედია, მაშინ შეიძლება მივალანძღოთ, მაგრამ არაა :))
2018, 31 ივლისი, 17:19
შვილების მოკვლა დააბრალა ტიპმა ქალს :))) ახვარი
0 1 3