x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
დებმა მოძალადე, კრიმინალური ავტორიტეტი მამა მოკლეს

image მოსკოვში, ალტუფიევსკის გზატკეცელზე, საცხოვრებელ კორპუსში, სამმა დამ მოკლა საკუთარი მამა, რომელმაც თავის მხრივ მხარში დაჭრა შვილი.
მიხეილ ხაჩატურიანი იყო ძალზე მკაცრი მამა, რომელსაც ნებისმიერ საქციელზე შეეძლო დაესაჯა თავისი ქალიშვილები.
მიხეილს ოთხი შვილი ჰყავდა, უფროსმა 20 წლის ვაჟმა ვერ გაუძლო მამის საქციელს და სახლიდან წავიდა, დაიქირავა ბინა და ცალკე ცხოვრება მოიწყო.
19, 18 და 17 წლის დებს კი მამამ ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია.
მამა 24 საათის მანძილზე აკონტროლებდა გოგონების ქცევას, სეირნობისას უკან მიჰყვებოდა. სახლში მუდამ სკანდალს აწყობდა და მეზობლებს ესმოდათ, თუ რა უხამსი სიტყვებით "ამკობდა" შვილებს.
გოგონების დედა კი ადრევე გააგდო სახლიდან და რაღაც მაქინაციებით მოახერხა, დედას კანონის ძალით აკრძალული ჰქონოდა შვილების მონახულება.
მეზობლები მიეჩვივნენ მიხეილის გამოხდომებს შვილებთან მიმართებაში, მაგრამ, როცა ერთ ღამეს გაიგონეს მიხეილის განწირული ხმა: "მიშველეთ, მკლავენ", მეზობლებმა გამოიძახეს პოლიცია და მანამდე თავად შეამტვრიეს ბინის კარი, ოთახში შესულებს საშინელი სურათი დახვდათ - მუცელში მძიმედ დაჭრილი მიხეილი იატაგზე ეგდო უგონოდ, ხოლო შუათანა გოგოს მხრიდან სისხლი სდიოდა.
"გოგონების დაკითხვისას გამოიკვეთა, რომ ოჯახში მომდევნო სკანდალის მოწყობისას, შვილებმა ენა შეუბრუნეს მამას, რომელმაც დანას დასტაცა ხელი და ყველაზე წინ მდგარ ქალიშვილს მხარში დაარტყა, არც შვილი დარჩა ვალში და იქვე დადებული სამზარეულოს დანა გაუყარა მამას მუცელში. დებიც წამოეშველნენ და იარაღისკენ ბარბაცით მიმავალ მამას გზა გადაუღობეს, ძლიერი სისხლდენის გამო მიხეილმა გონება დაკარგა და გონს მოუსვლელად გარდაიცვალა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე" - განუცხადეს ჟურნალისტებს საგამოძიებო კომიტეტში.
"ჩვენ მამას ვერ ვიტანდით მისი საქციელის გამო და გვინდოდა ერთადერთი რამ, რომ მამა წასულიყო ჩვენგან, ჩვენ ვიცოდით ერთადერთი რამ, მამა კრიმინალი იყო და არსად არ მუშაობდა.
როგორი მძიმე მოსასმენიც არ უნდა იყოს, ძლივს მოვიპოვეთ თავისუფლება"-განუცხადა ჟურნალისტებს უფროსმა დამ, ანგელინამ.
"ის მანქანას აყენებდა იქ, სადაც მოესურვებოდა, მისთვის კანონი არ კანონობდა, არსად არ მუშაობდა, მაგრამ ძვირად ღირებული მანქანით დადიოდა.
მასთან მუდამ დადიოდნენ საეჭვო ადამიანები, კორპუსში იყიდა ორი ბინა.
პატარა წინააღმდეგობისას ბინიდან გამოჰქონდა პისტოლეტი და ყველას ანგარიშსწორებით გვემუქრებოდა. ერთხელ სავაჭრო დახლთან რიგში მდგარი მოხუცი კინაღამ მოკლა, როგორ თუ, ადგილს არ მითმობო!
ერთი სიტყვით, ის იყო კრიმინალური ავტორიტეტი და ფულით ყოველთვის ახერხებდა კოპუსის მცხოვრებლების საჩივრის გაბათილებას დაუსჯელად, საკუთარ შვილებს ექცეოდა საშინლად.
მისი სამივე გოგო ერთმანეთზე უკეთესი ხასიათის არიან, კეთილები, თავაზიანები და წყნარები. ძნელი წარმოსადგენია, როგორ მოკლეს თუნდაც ავაზაკი და ნარკომანი მამა" - განუცხადეს საგამოძიებო კომიტეტს მეზობლებმა.
დებს აკრძალული ჰქონდათ, რამე ეკითხათ მამისათვის, თუ რა საქმიანობას ეწეოდა და უმუშევარ კაცს საიდან ჰქონდა ამდენი ფული. იმის გასაკონტროლებლად, თუ როდის გადიოდნენ ბინიდან გოგონები, კამერა დააყენებინა ბინის კართან და კორპუსის სადარბაზოში მიხეილმა.
ერთხელ კი, ნარკოტიკული თრობისას უფროს გოგოს გადაუკრა სიტყვა ინტიმურ კავშირზე. გოგონა ლამის ჭკუიდან შეიშალა და დიდი რაოდენობით პრეპარატი მიიღო თავის მოსაკლავად, საბედნიეროდ, დებმა მოუსწრეს და მეზობლების დახმარებით კლინიკაში დროულად მიყვანა შეძლეს, გოგონას კუჭი ამოურეცხეს.
თუმცა ორი კვირით კლინიკაში დაწოლამ მაინც მოუწია.
არავინ იცის, როგორ მოახერხა ამ საქმის მიჩქმალვა მიხეილმა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა სამედიცინო დასკვნაში საკვებით ინტოქსიკაცია ჩაწერა.
არავინ იცის, რას მიუსჯიან მამის მკვლელ გოგონას, მაგრამ უკვე იმდენი ფაქტი და ნივთმტკიცებაც დაგროვდა საგამოძიებო კომიტეტის ხელში, სავარაუდოდ, შესაძლოა, გოგონებს საერთოდ მოეხსნათ ყოველგვარი ბრალდება, მით უფრო შუათანა დას, რომელიც დაჭრილი, თავს იცავდა მამისაგან.
imageimageimage


2
747
11-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
747
  
2018, 30 ივლისი, 18:09
ადამიანის მკვლელობა ვიცი რაცაა, მაგრამ ეს არაკაცი იმსახურებდა სიკვდილს.
2018, 30 ივლისი, 16:17
აგაცვეს ბაბუ? :3
0 1 2