x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პიტბულმა ულამაზეს, 23 წლის მოდელ გოგონას სახე დაუმახინჯა, თუმცა მოდელმა დამარცხებას ბრძოლა არჩია და გაიმარჯვა

image 23-წლის ბრიტანელი მოდელი სუზელ მაკინტოში მეგობრებთან ერთად ისვენებდა კემპინგში, როცა ერთმა ნაცნობმა საკუთარი პიტბულის ჯიშის ძაღლი მოიყვანა, სუზელი თამაშობდა ძაღლთან მთელი დღე, საღამოს კი თავის მანქანასთან დაინახა. სუზელმა გადაწყვიტა მოჰფერებოდა ძაღლს, სწორედ ამ მომენტში ჩაავლო ძაღლმა კბილები სახეზე გოგონას და სანაპიროზე ათრია სათამაშო თოჯინასავით.
საშველად მოსულმა ძაღლის პატრონმა ძლივს მოაშორა მოდელს გაავებული ძაღლი და სუზელი სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი უახლოეს კლინიკაში, სადაც სწრაფად გაუკეთეს პლასტიკური ოპერაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, გოგონამ ვერ შეძლო ზედა ტუჩის აწევა დაზიანებული მყესის გამო, რომლის აღდგენაც ვერ მოხერხდა. თავიდან გოგონას ეგონა, რომ ვერასოდეს გაივლიდა პოდიუმზე და ფიქრობდა, რომ მისი სამოდელო კარიერა, რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდა, დამთავრებული იყო.
თუმცა სამედიცინო პერსონალმა, ოჯახმა და ნათესავებმა გოგონას არ მისცეს "ცხვირის ჩამოშვების" უფლება და სუზელმაც გადაწყვიტა, რომ გადაულახავი პრობლემა არ არსებობს და მოინდომა ჯერ საკუთარი თავისთვის, მერე კი ახლობლებისთვის დაემტკიცებინა, რომ შეუძლებელი არაფერია.
მართლაც, მან სპეციალური სახის მასაჟებით და დამატებითი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ შეძლო შეუძლებელი, მან აღიდგინა სახე, დაიბრუნა სახის კუნთების მოძრაობა და წარმატებით დაბრუნდა პოდიუმზე.
ნახეთ 23 წლის გოგონას პიტბულის მიერ დასახიჩრებული სახე პირველი ოპერაციის და მეორე ოპერაციის შემდეგ.
აქედან დასკვნა: ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
imageimageimageimageimageimage





0
1157
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0