x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81838
  • ვიდეო:333837
  • სურათი:438997
ახალი ფურცელი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში - ნიკოლოზ ბასილაშვილის რეკორდი

image29 ივლისს გერმანიის ღია ჩემპიონატი, რომელიც ჰამბურგში გაიმართა, ქართველი ჩოგბურთელის ისტორიული გამარჯვებით დამთავრდა, ATP ტურნირზე 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში 31 წლის არგენტინელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 36-ე ჩოგანი და ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული, ლეონარდო მაიერი ანგარიშით 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა და პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო რეიტინგში 35-ე ადგილზე გადაინაცვლებს.

ამის გარდა, ბასილაშვილი, როგორც გამარჯვებული, 349 200 ევროს მიიღებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, ვინც ATP ტურის ტურნირი მოიგო. მანამდე ამის მცდელობა ჰქონდა ირაკლი ლაბაძეს, რომელმაც საკუთარი კარიერის მანძილზე სამჯერ ითამაშა ATP ტურის შეჯიბრების ფინალში, მაგრამ სამჯერვე დამარცხდა.

imageმთლიანად ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება ალექსანდრე მეტრეველის ფინალში გასვლა ყველაზე პრესტიჟულ "უიმბლდონის ტურნირზე" 1973 წელს, მაშინ მეტრეველმა ფინალური ასპარეზობა ჩეხ იან კოდეშთან დათმო.




0
49
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0