x
image
_K_
როგორ გადავიღოთ კარგი ფოტო - 12 მარტივი ხერხი
image

გიყვართ სურათების გადაღება, მაგრამ ხშირად არ იცით ხოლმე, რა პოზა მიიღოთ ან რომელი კუთხით გადაიღოთ? სტატიაში მარტივ წესებს გაგაცნობთ, რომლებიც პროფესიონალური სურათების გადაღებაში დაგეხმარებათ. უბრალოდ, სიმარჯვე, მოთმინება და მობილურის კამერა გჭირდებათ.








1. ყურადღება მიაქციეთ უკანა ხედს


ზოგჯერ ძალიან ლამაზი ფოტოც კი შეიძლება გააფუჭოს ცუდმა უკანა ფონმა. დეტალები ერთი შეხედვით ძნელად შესამჩნევია, მაგრამ როცა მოგვიანებით დაათვალიერებთ ფოტოებს, ნახავთ, რომ ცუდი ფონი მთელ ფოტოს ანადგურებს და აზრს უკარგავს. კარგი ხედის პოვნა კი ყველაზე მოულოდნელ ადგილებშიც შეგიძლიათ. მაგალითად, ეს შეიძლება შენობის კედელიც იყოს. უბრალოდ, ყურადღება გაამახვილეთ ხოლმე მსგავს დეტალებზე და მომავლისთვის მოემზადეთ კითხვებისთვის: "სად გადაიღე ასეთი ფოტო? სად არის ეს ფონი/ხედი?" და ა.შ.

imageimage








2. მოერიდეთ ძალიან ახლო ხედს



ახლოდან გადაღებულ ფოტოებში ხშირად უსწორმასწორო სახე ჩანს, რაც ნამდვილად არ გენდომებათ, თუ კარგი ფოტოს გადაღებას ცდილობთ. კამერა ცოტა შორს მოათავსეთ და ნახავთ, რომ უკეთესი სურათი გამოგივათ.

image








3. სცადეთ სხვადასხვა კუთხით გადაღება


მოდით, ერთმანეთს შევადაროთ ქვემოთ მოცემული ფოტოები. გვაქვს ფერადი ატრაქციონი და გვყავს ლამაზი მოდელი. როგორ გააერთიანებდით მათ ერთ ფოტოში? შეგიძლიათ, დადგეთ ატრაქციონის გვერდით და ჩვეულებრივი ფოტო გადაიღოთ, ან განსხვავებული კუთხით სცადოთ სელფის გადაღება. ასე გადაღებული სურათი კრეატიულია და თან, კარუსელის თავიც ჩანს. კუთხის შეცვლით, თითქოს, ფოტო უფრო ცოცხალი გახდა. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების.

image









4. არ მოათავსოთ ობიექტი ფოტოს ცენტრში


თუ ერთ მარტივ ობიექტს უღებთ სურათს, არ მოათავსოთ ის ფოტოს ცენტრში. გაიხსენეთ სამის კანონი, რომლის თანახმადაც ინტერესის ობიექტი მოთავსებული უნდა იყოს ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზების მესამე კვეთაზე.

image








5. სილამაზე ყველგანაა თქვენ გარშემო


ჩვენ შეუმჩნევლად არ ვტოვებთ არქიტექტურის შედევრებს და არც სელფების გადაღება გვავიწყდება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საინტერესო საგნები ყველგანაა ჩვენ გარშემო. ზოგჯერ, ჩვეულებრივი ფოტოც შეიძლება ძალიან კარგი გამოვიდეს. იყავით ცნობისმოყვარე სამყაროს მიმართ და აუცილებლად აღმოაჩენთ საინტერესო რამეს.

image








6. ისწავლეთ "კარგი განათების" დაჭერა


კარგი განათება კარგი ფოტოს აუცილებელი ელემენტია. ქვემოთ მოცემულ ფოტოებს შორის სხვაობა მხოლოდ კიბის ერთი საფეხურია, მაგრამ აშკარად შესამჩნევია განსხვავება. კარგ სურათში უკანა ფონი დაჩრდილულია და არასასურველი დეტალები არ ჩანს. ამოძრავეთ კამერა და ეცადეთ, კარგი განათება დაიჭიროთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ განათების წყარო თქვენ წინ უნდა იყოს და არა - უკან.

image







7. ზედმეტ სინათლეს მოერიდეთ

ზედმეტი სინათლე სულაც არაა კარგი. დღის შუქზე სურათების გადაღება გამოცდილ ფოტოგრაფებსაც კი უჭირთ. ამიტომაც, რეკომენდებულია, არ გადაიღოთ ფოტოები მზის აქტივობის პერიოდში. შეარჩიეთ კარგი განათება დილის საათებში ან შებინდებისას.

image








8. HDR-ით გადაღება ყოველთვის წარმატებული არაა


HDR ოდესღაც ძალიან პოპულარული იყო ინსტაგრამზე, ახლაც ბევრი ფოტო-ფილტრი HDR -ს გამოიყენებს. თუმცა, უნდა გითხრათ, მისი დრო წავიდა, რადგან ფოტოს არაბუნებრივს ხდის და ყველა დეტალს გამოკვეთს, რაც უსიამოვნოა.image







9. ფოტოს გადასაღებად შეარჩიეთ საუკეთესო მომენტი


ელეგანტური ფოტოს გადასაღებად მოთმინეა გჭირდებათ. სჯობს, დაელოდოთ კარგ მომენტს სურათის გადასაღებად, ვიდრე შემდეგ სცადოთ უკანა ფონის ფოტოშოპით დამუშავება.

image








10. იპოვეთ და გამოიყენეთ სწორი კუთხე სელფისთვის


ბევრი ფოტოგრაფის აზრით, ყველა ადამიანს თავისი "საუკეთესო სახის მხარე" აქვს, რომელიც სწორედ სურათებში უნდა აჩვენოთ. თუმცა, ნუ ააჭრელებთ სოციალურ ქსელს მსგავსი, ერთი კუთხიდან გადაღებული ფოტოებით. ეცადეთ, იპოვოთ კრეატიული გზა თქვენი სილამაზის ფოტოზე გადმოსაცემად.

მაგალითად, შეგიძლიათ ზურგზე დაწვეთ და ზევიდან გადაიღოთ სურათები.

image








11. კარგი ფოტოს გადასაღებად ნუ მოერიდებით უხერხულ პოზებს


თუ მაკრო-ფოტოს გადაღება გინდათ, ნუ მოერიდებით მუხლებზე დადგომას ან ბალახზე დაწოლას. რომელი უფრო გაინტერესებთ, რას იფიქრებენ გარშემომყოფები თქვენზე თუ კარგი ფოტოს გადაღება?

image








12. ყველა ფოტოს თავისი "სწორი კუთხე" აქვს


მთლიანი სხეულით სურათის გადაღება ისეთი მარტივი არაა, როგორიც სელფის. თუ გადაწყვეტთ ამ ტიპის ფოტოს გადაღებას, სთხოვეთ ფოტოგრაფს, ცოტა დაბლა დაიხაროს, რომ უფრო მაღალი გამოჩნდეთ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ხერხი გამოსადეგია გამხდარი ადამიანებისთვის.


რაც შეეხება ფოტოებს მჯდომარე პოზაში, თუ ქვევიდან გადაგიღებენ, დიდი შანსია, რომ უფრო მსუქანი გამოჩნდეთ. უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ ამ შემთხვევაში სურათს ზევიდან გადაიღებთ, თან, ლამაზი ხედიც გამოჩნდება.

imageimage





image








ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გადავიღოთ ვარსკვლავური ფოტო - 12 ხერხი

image



2. 10 შეცდომა, რომელსაც ფოტოების გადაღების დროს უშვებთ

image



3. ფოტოს სადგამის დამზადება მხოლოდ ქვისა და მავთულისგან

image



0
12613
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
12613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0