x
image
თორ ნიკე
Mediator image
იოანეს სახარება - როდის და ვის მიერ დაიწერა ის?

იოანეს სახარება - როდის და ვის მიერ დაიწერა ის?


მეცნიერთა დიდი უმრავლესობის კვლევების თანახმად, იოანეს სახარება დაწერილია ახ.წ. 90-110 წლებში. მკვლევართა უმეტესობის აზრით, ამ სახარების ავტორი არ არის იოანე მოციქული (რომელიც წოდებული იყო, როგორც "ქრისტეს საყვარელი მოწაფე"), არამედ მისი ავტორია თავად იოანე მოციქულის მოწაფე - მისი თანამოსახელე იოანე იერუსალიმელი. ამ სახარების ბოლო ნაწილი, ჩანს, რომ არის დამატებული შემგომ საუკუნეებში, ამიტომ მკვლევარები მას მიიჩნევენ კომპოზიტად - სხვადასხვა ავტორისგან შედგენილ თხზულებად საბოლოო ჯამში. ბევრი მკვლევარი თვლის, რომ ის თავდაპირველად არის დაწერილი ქალაქ ეფესოში, მცირე აზიაში. სხვა სახარებებისგან განსხვავებით იოანეს სახარებაში იესო ცხადად და საჯაროდ აღიარებს ხოლმე, რომ ის არის ძე ღვთისა. სხვა სახარებებში კი ჩანს, რომ ის ამას ცხადად არ ამბობს და ხშირად მალავს, მაგალითად ეს აშკარად ჩანს მარკოზის სახარებაში. სწორედ იოანეს სახარებამ მოახდინა უდიდესი და გადამწყვეტი გავლენა ადრეული ქრისტანობის თეოლოგიური დოქტრინის ჩამოყალიბებაზე.



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
247
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0