x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს აგვისტოში - ტაროს კარტების პროგნოზი ასტროლოგისგან
უკვე დადგა ზაფხულის უკანასკნელი თვე - აგვისტო. ზოდიაქოს ნიშნებისთვის ეს თვე იმითაა გამორჩეული, რომ ამ პერიოდში მათ ბევრი რამ და თანაც ერთბაშად მოუნდებათ: მოგზაურობაც, სიყვარულიც, ბევრი ფულიც...

ასტროლოგი ანჟელა პერლი გვიყვება, თუ ვისთვის იქნება ეს თვე განსაკუთრებულად გულუხვი და ვისთვის გამორჩეულად მოკრძალებული.

image

1. ვერძი


ეს თვე მოვლენებით იქნება გაჯერებული, მაგრამ სასიამოვნოც იქნება ამავდროულად. იმისთვის, რომ ყველაფერი ისე მოგვარდეს, როგორც გინდათ, ისწავლეთ დროის მართვა და თავის ხელში აყვანა ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი.

7 აგვისტოდან ვერძებზე ზეგავლენას პლანეტა ვენერა მოახდენს, რაც ახალ ნაცნობობას, რომანტიულ შეხვედრებსა და ნანატრ შინაგან ჰარმონიასა და სიმშვიდეს მოგიტანთ. ყველაფერი, რაც ურთიერთობებს უკავშირდება, შესანიშნავად იქნება.


2. კურო

აგვისტოში ამ ნიშნის წარმომადგენლები რბილად, მოქნილად და ამავდროულად თავდაჯერებულად გაართმევენ თავს სამსახურში შექმნილ სიტუაციებს..თუ დამატებით მოვალეობებს შემოგთავაზებენ-თამამად დათანხმდით, ეს თქვენი პერსპექტივაა.

სახლში სიმყუდროვის შექმნაზე იზრუნეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თქვნი თავის შეცოდება.

აუცილებლად გამოიმუშავეთ პოზიტიურად ფიქრის ჩვეულება. შეეცადეთ ყოველდღე რამე კარგი გააკეთოთ თქვენთვის ან თქვენი ახლობლებისთვის. და კიდევ-არ დაგავიწყდეთ ღიმილი და ყველაფერი შესანიშნავად იქნება.


3. ტყუპები

11 აგვისტოს მზის დაბნელება სიცოცხლისმოყვარულ ტყუპებზე უფრო მსუბუქ ზეგავლენას მოახდენს, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებზე და ეს უკვე თავისთავად შესანიშნავია.

აგვისტო-ეს სასწაულების დროა თქვენთვის. თქვენ ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი გახდებით. სურვილის შემთხვევაში მთელი თვე შეგიძლიათ გაატაროთ დაუსრულებელი წვეულებების ფონზე. ამ თვეში შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი შვებულებაც მიიღოთ.


4. კიბო

მეოჯახე კიბოებზე მზის დაბნელება ძლიერ ზეგავლენას მოახდენს. თუმცა ეს ზეგავლენა კეთილისმყოფელი იქნება: ახალი სამსახური, რომელსაც დიდი ხანია ეძებდით, დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობა, ფასეული ნივთების შეძენა-ყველაფერი გამოვა.

ფინანსებს რაც შეეხება-შემოსავლის ახალ წყაროს ნახავთ, ან უბრალოდ, მოულოდნელად ფულს მიიღებთ არსაიდან. ასე რომ, აგვისტოში შეგიძლიათ საერთოდ არ ინერვიულოთ ფინანსებზე.


5. ლომი

ლომი-აგვისტოს მთავარი გმირია. 11 აგვისტოს მზის დაბნელება მათზე ყველაზე ძლიერ ზეგავლენას იქონიებს. გახსოვდეთ, დაბნელება, განსაკუთრებით კი მზის, რაღაც ახლის დასაწყისია, ახალი შესაძლებლობების და მოვლენების, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლიან.

სწორედ ამ თვეში გეძლევათ შესანიშნავი შანსი, რომ ყველაფერი შეცვალოთ, რაც არ მოგწონთ. ამასთან აკურატულად უნდა იმოქმედოთ და უკუკავშირიც გაითვალისწინოთ, მაშინ შედეგები თქვენთვის სასურველი იქნება.


6.ქალწული

23 აგვისტოს მზე ქალწულის ნიშანში შევა და ყველაფერი კონკრეტული და გასაგები გახდება. მანამდე კი მოქმედების სრული თავისუფლებ გაქვთ. მხოლოდ, შეეცადეთ არ შეგიყვარდეთ და ხანგრძლივ მოგზაურობაზეც უარი თქვთ, ეს ისეთ შედეგებს მოიტანს, რომლისადმიც მზად არ იქნებით.

იმისთვის, რომ აგვისტოში თავი მხნედ და ჯანმრთელად იგრძნოთ, საჭიროა ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. ამ დროს თქვენი ორგანიზმი ძალიან მგრძნობიარე იქნება უხარისხო პროდუქტებისადმი და შესაძლოა საკვებითაც კი მოიწამლოთ, ამიტომ აუცილებელია კვების დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ.


7. სასწორი

აგვისტოს შუა რიცხვებში პლანეტა ვენერა სასწორების ცხოვრებაში სასიამოვნო მომენტებს შემოიტანს. თავს კუპიდონი დაგტრიალებთ. თუმცა, თუ ცუდად მოიქცევით შესაბამის სასჯელს მიიღებთ კიდეც.

თუ შვებულებაში ჯერ არ ყოფილხართ, აგვისტო ამისთვის ყველაზე შესაფერისი პერიოდია. ძალა და ენერგია საკმარისად გექნებათ, თქვენი მიმზიდველობა კი ყველა რეკორდს მოხსნის და ამით უნდა ისარგებლოთ კიდეც.


8. მორიელი

იმისთვის, რომ აგვისტოში მორიელის სიზარმაცემ და უმუშევრობამ ახლობლების გაღიზიანება არ გამოიწვიოს, მოიფიქრეთ როგორ გაართოთ ისინი. ამისთვის ყველაფერი გამოდგება-პიკნიკით დაწყებული, თეატრის ბილეთებით დამთავრებული. ცოტაც გაუძელით, მალე მორიელების სახლში ურთიერთსიყვარული გამეფდება.

ეს საუკეთესიო პერიოდია იმისთვის, რომ სულიერებას მიხედოთ, იარეთ იოგაზე, ეკლესიაში, ილოცეთ...სწორედ ეს მოგიტანთ შინაგან სიმშვიდესა და ჰარმონიას.


9. მშვილდოსანი

მშვილდოსანს, ისევე როგორც სხვა ცეცხლოვან ნიშნებს, არ უყვართ ძველი შეცდომების გამოსწორება. ახალი შეცდომების დაშვება ხომ უფრო სახალისოა. ახლა შანსი გეძლევათ გამოასწოროთ ნებისმიერი მცდარი არჩევანის შედეგები და დაალაგოთ ურთიერთობა მათთან, ვინც შემთხვევით ან განზრახ გააბრაზეთ. ეს იშვიათი შესაძლებლობაა, ამიტომ აუცილებლად იმოქმედეთ და გამოიყენეთ ეს შანსი.

თავი რომ კარგ ფორმაში იგრძნოთ, ამაში სრულფასოვანი დასვენება დაგეხმარებათ.მშვილდოსნებს ძალიან უყვართ სეირნობა და სუფთა ჰაერზე გართობა.


10. თხის რქა

თხის რქებისთვის აგვისტო რთული პერიოდი იქნება. მოგიწევთ დაამტკიცოთ თქვენი კომპეტენტურობა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მაგრამ არ ღირს ნერვიულობა. თუ ისწავლით როგორ გადაჭრათ პრობლემები სწრაფად და პანიკის გარეშე, უფრო ამტანი და მტკიცე გახდებით.

თვის შუა რიცხვებიდან თხის რქა პლანეტა ურანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასიამოვნო შეხვედრები გელით, შესაძლოა ისეთიც, რომელიც უბრალო რომანიდან უფრო დიდ გრძნობაში გადაიზრდება.


11. მერწყული

აგვისტოში მერწყულებს ცვლილებები და ახალი შეგრძნებები მოუნდებათ. მათმა მოუთმენლობამ კი შესაძლოა ახლობლები დააზარალოს. ნუ იქნებით მოუთმენელი და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს.. გაითვალისწინეთ გარშემომყოფთა აზრი და ინტერესები. გადაწყვეტილების მიღების დროს კი ჯანსაღ აზრს დაეყრდენით.

ნუ ჩაეჭიდებით წარსულს. მალე მთელი თქვენი დიდებულეით გამოჩნდებით. ეს მაშინ მოხდება, როცა თქვენს ძალაუფლებას და სიმტკიცეს გამოაჩენთ.


12. თევზები

არ დაუშვათ აგვისტოში სამსახურში ჩავარდნები. მიშვებული საქმეები აუცილებლად პრობლემებს შეგიქმნიან სექტემბერში. კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი მოვალეობები. პროფესიულ სფეროში დიდ წარმატებებს ამ პერიოდში არ უნდა ელოდოთ.

არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე ნაბიჯით უკან წახვიდეთ, თუმცა ეს იძულებითი უკანდახევა გასაქანს მოგცემთ მომავლისთვის.სიყვარულმა ამ პერიოდში შესაძლოა გეგემები აგირიოთ, ამიტომ ცივი გონებით იმოქმედეთ.


0
4078
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4078
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0