x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
16 წლის გოგონამ პოლიეთილენის პაკეტების გადამუშავების ხერხი აღმოაჩინა
მარიუპოლელმა 16 წლის მოსწავლემ გაიმარჯვა აშშ-ში გამართულ ეკოლოგიის საერთაშორისო კონკურსზე, რომელზეც პოლიეთილენის პაკეტების ბუნებრივი განადგურების პროექტი წარადგინა.



image


ეკატერინა მალკოვამ ექსპერიმენტის მსვლელობისას აღმოაჩინა მატლები, რომლებსაც პლასტიკატის პაკეტები (ცელოფნები) ძალიან ეგემრიელათ. ერთი დღის განმავლობაში ასი ასეთი მატლი ბოლომდე ანადგურებს ერთ პაკეტს. შედარებისათვის: პლასტმასის ბუნებრივი გზით სრული დაშლის პერიოდი შეადგენს 200-500 წელს. მათი დაწვა რეკომენდირებული არაა, რადგან წვისას ხდება მავნე ნივთიერებების გამოყოფა, რომელიც სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისა და გარემოსათვის. გოგონას მიერ შემუშავებული პროექტი არ საჭიროებს დამატებით რთულ მოწყობილობებსა და მექანიზმებს. მისი გამოყენება ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებსაც თავისუფლად შეუძლიათ.



image



ეკატერინას ჯერჯერობით არ დაუპატენტებია თავისი გამოგონება. ის გეგმავს მის დახვეწას და შემდგომ განვითარებას. გოგონას გეგმებში შედის სწავლის გაგრძელება კანადაში. მან უკვე მოიპოვა უფასოდ სწავლის გრანტი ამ ქვეყნის ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.


ეკატერინა მალკინამ თავისი აღმოჩენა პირველად 2016 წელს წარადგინა ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე INESPO-2016. მაშინ მისმა პროექტმა მეორე ადგილი დაიკავა.




0
742
5-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
742
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0