x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რუსეთის ქალაქ ჩერეპოვეცში რუსეთის გვარდიის პატრულმა დააკავა ქალის ტანსაცმელში ჩაცმული ძებნილი წვევამდელი

image ამ დღეებში რუსეთის გვარდიის საპატრულო ჯგუფმა ქალაქ ჩეპეროვეცში საბუთების შემოწმების მიზნით გააჩერა ორი ბიჭი გოგონასან ერთად, ბიჭებს საბუთები წესრიგში ჰქონდათ და მალევე გაუშვეს, გოგონას კი თან არ აღმოაჩნდა საბუთი, არც პატრულის კითხვებს გასცა პასუხი, რის გამოც დააკავეს და მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
საპატრულო ჯგუფის მიერ პოლიციისათვის გადაცემული ინფორმაცია დოკუმენტის სახით შემდეგ შინაარს შეიცავდა: „როდესაც ახალგაზრდა ქალს თან არ აღმოაჩნდა პიროვნების დამადასტურებელი საბუთები, ვინაიდან ჩვენს კითხვებს დუმილით პასუხობდა, იძულებული გავხდით, იდენტიფიკაციისათვის დაგვეკავებინა და მოგვეყვანა პოლიციის სამმართველოში".
პოლიციაში ჩატარებულმა დაქტილოსკოპიამ აჩვენა, რომ დაკავებული ახალგაზრდა 22 წლის ბიჭი გახლდათ და არა გოგონა. ის ჯარში გაწვევის თავიდან არიდების მიზნით, მიმალვაში იყო და იძებნებოდა.
როგორც გაირკვა, 22 წლის ბიჭი ქალის ტანსაცმლით, ქალის პარიკით და მოხატული სახით დასეირნობდა ქალაქში, სადაც რამდენიმე წლის მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ.
საინტერესოა, სისხლის სამართლის ბრალდებას წაუყენებენ ამ ბიჭს, თუ პირდაპირ რომელიმე სამხედრო ნაწილში "უკრავენ თავს".
image


0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0