x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დარვინის პრემიის ლაურეატი: პატიმარი საკანში მასტურბაციის დროს გარდაიცვალა
გერმანელი მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს ხუთი ქალის მკვლელობისთვის იხდიდა, თვითდაკმაყოფილების დროს გარდაიცვალა. მან გადაწყვიტა გრძნობების სიმძაფრისთვის პატარა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა, თუმცა ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ეს მას სურდა.



image


გერმანიის ქალაქ ბოხუმის ციხის საკანში ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი პატიმარი მამაკაცი, რომელიც სასჯელს ხუთი ქალის მოკვლისთვის იხდიდა. მისი ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულს სუიციდისაკენ მიდრეკილება არ ჰქონია. გარდაცვლილის პოზის და მის სხეულზე ნაპოვნია ატრიბუტების მიხედვით სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 62 წლის ეგოდიუს შიფერი სიკვდილის წინ მასტურებირებდა. როგორც ჩანს, პატიმარმა გადაწყვიტა თავისი მოსაწყენი ინტიმური ცხოვრებისათვის "ცეცხლი" დაემატებინა, რისთვისაც პენისზე ნათურიდან გამოგლეჯილი სადენი შემოიხვია. თუმცა აღმოჩნდა, რომ მავთულში დენი ჯერ კიდევ გადიოდა და მამაკაცი ელექტროდენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.

როცა შიფერი იპოვეს, ჯერ კიდევ სუნთქავდა, თუმცა ექიმების მოსვლამდე დაიღუპა გულის უკმარისობით.




image


როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მსჯავრდებული როდი გამოირჩეოდა კაცთმოყვარეობით. 1983-1990 წლებში მან მოკლა ხუთი ქალი, რომლებსაც საკუთარი ავტომობილით მგზავრობას სთავაზობდა. ქალები, რომლებიც ავტოსტოპით გადაადგილდებოდნენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს, როცა მომღიმარი შიფერის ავტომანქანაში ჯდებოდნენ.



image


"აეხანელ მგუდავად" წოდებული მკვლელის მსხვერპლი 15-დან 31 წლამდე ასაკის ქალები გახდნენ. დანაშაულის ჩადენის დროს ერთი შეხედვით მორიდებული და კანონმორჩილი გერმანელი დაქორწინებული იყო. გამოძიება ვარაუდობდა, რომ მას გაცილებით უფრო მეტი ქალი ჰყავდა მოკლული, თუმცა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ვერ მოხერხდა. შიფერი მხოლოდ 18 წლის შემდეგ დაიჭირეს, როცა ჯართში ჩასაბარებლად ლითონის საგნებს იპარავდა. დნმ ანალიზის ჩატარების შემდეგ დადგინდა, რომ წვრილმანი ქურდობისთვის დაპატიმრებული ჭაღარაშერეული გერმანელი ცივსისხლიანი სერიული მკვლელი იყო.



image

2
547
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
547
  
2018, 28 ივლისი, 22:55
ავადმყოფი...
2018, 28 ივლისი, 21:01
ვაიჰ :D
0 1 2