x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134400
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
მღვდელმა მხეცურად მოკლა ცოლი და გვამი ტყეში გადამალა
imageმოსკოვის გარეუბანში ნიკოლო-უკრეშენსკის მონასტრის მღვდელმა, იერემია დიონისიმ(ერისკაცობაში დენის გოროვოი)დანით 7-ჯერ დარტყმით მოკლა საკუთარი ცოლი ანა, შემდეგ გვამი მოსკოვის გარეუბანში, ტყეში დამარხა. როგორც გაირკვა, მკვლელობის მიზეზი სრულიად ბანალური იყო - ცოლს მასთან გაყრა სურდა სრულიად ობიექტური მიზეზების გამო.



ანას დაკარგვის შემდეგ განგაში დედამისმა ატეხა, როდესაც ქალიშვილისგან უკანასკნელი სმს მოუვიდა:"მას სადღაც ქალაქგარეთ მივყავარ". სამართალდამცველებმა მალევე გამოტეხეს მღვდელი.



როგორც გაირკვა, დენის გოროვოი ცოლს სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა, უყვარდა რესტორნები და ძვირფასი მანქანები. როგორც Nation News-ი იუწყება, ანას პრობლემები ქორწინებიდან ერთი თვის თავზე შეექმნა, ქმარი ნებისმიერ წვრილმანზე სკანდალს აწყობდა, მაგალითად, ცოლს, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, აუკრძალა სახლში ბავშვების რვეულების შემოწმება, ხოლო, როდესაც სკოლიდან აგვიანებდა ბავშვების საშინაო დავალების შემოწმების გამო, მერე ამის გამო ჩხუბობდა.


ერთხელ ანამ შემთხვევით, ქმარს პალტო დაუსვარა, ამის გამო იერემიამ ცოლს ტელეფონი დაუმტვრია. ანას მამამ ვეღარ მოითმინა (ზედსიძედ ცხოვრობდა იმ პერიოდში)და მღვდელი სახლიდან გააგდო.


image

როდესაც ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად, იერემია ცოლს გამუდმებით სცემდა, დადიოდა ძვირფასი ავტომობილით და უყვარდა რესტორნებში გართობა. 2017 წელს ის გამოაგდეს ეკლესიიდან იმის გამო, რომ მორწმუნე ქალებს სექსუალურად ავიწროვებდა.

პატრიარქის პრეს-მდივანმა, ალექსანდრე ვოლკოვმა განაცხადა, რომ მღვდელმსახური იერემია დიონისი ბოლო დროს არადეკვატურად იქცეოდა, რის გამოც მისთვის ფსიქოთერაპევტიც კი მოიწვიეს.







0
700
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0