x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
თქვენი ენის შეფერილობა ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემაზე მიგანიშნებთ
image
ალბათ თქვენ არასოდეს მიგიქცევიათ ყურადღება ამ პატარა დეტალისთვის, რომელსაც შეუძლია ბევრი რამ თქვას თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმისთვის, რომ გაიაროთ ეს ტესტი, შეხედეთ თქვენს ენას, რა ფერის არის, არის თუ არა მასზე ნადები, გაქვთ თუ არა უსიამოვნო სუნი პირიდან, სწორად შეიგრძნობთ თუ არა გემოს.

მას შემდეგ, თუ თქვენ შეამოწმეთ ენა და შენიშნეთ ნებისმიერი ფერის ცვლილება, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება.

- თუ ენას აქვს იისფერი, ეს მიუთითებსს იმაზე, რომ ორგანოები ალკოჰოლისგან არის დაზიანებული. და თუ მთელ ამ "პალიტრას" დაემატა ყვითელი ფერიც, მაშინ აშკარად არსებობს ელენთის პრობლემები.


- თეთრი ფერის ენა მიუთითებსს ანემიაზე ან პნევმონიაზე.


- თუ ენა მკვეთრად წითელია, მაშინ ეს ტემპერატურის მომატებაზე ან გულის დაავადებაზე მეტყველებს.

- თუ ენაზე შეამჩნიეთ ნადები, რაც, არცთუ ისე ძნელი შესამჩნევია, ეს არის ერთ-ერთი დამხმარე სიმპტომი. მაგალითად, ხშირად მაღალი ტემპერატურის ან ანთებითი პროცესების დროს შეგიძლიათ ნადების ფერის და სისქის მიხედვით ივარაუდოთ, რამდენად მძიმეა დაავადება.

- თუ ნადები ენის შუა ნაწილშია, მაშინ შეგიძლათ ივარაუდოთ პანკრეასის პრობლემებზე.

- თუ ნადების კონცენტრაცია მაღალია ენის წინა ნაწილში, მაშინ შესაძლებელია ფილტვების გართულებულ დაავადებასთან გვქონდეს საქმე. მთავარია, რომ დროზე გამოვლინდეს ფერის და სიმკვრივის ცვალებადობა.

- თეთრი ნალექი შეიძლება გახდეს სოკოვანი ინფექციის მაჩვენებელი.




0
341
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0