x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვითომ ხეიბარმა აფერისტობით მილიონი დოლარი იშოვა
imageსქემა მარტივი იყო - ახალგაზრდა კაცი ინვალიდის ეტლით ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ათვალიერებდა საზოგადოებრივი დანიშნულების იმ შენობებს, სადაც არ იყო პანდუსი, შემდეგ შედიოდა შენობაში და მორალური და ფიზიკური ზარალისთვის ითხოვდა კონპესაციას, არა და, სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა -იუწყება New York Post-ი.



24 წლის აფერისტის, არიკა მატატოვის მსხვერპლი გახდა ათეულობით მაღაზია და რესტორანი ნიუ-იორკში. როცა ის ნახულობდა შენობას, სადაც არ იყო პანდუსი ან იყო, მაგრამ ძალზე მოუხერხებელი (მაგალითად ვიწრო, ან ძალიან დაქანებული), ის იწყებდა ჩხუბს და აღნიშნავდა, რომ მისი, როგორც შშმ პირის უფლებები ირღვევა და ითხოვდა კონპესაციას 50 000$-ს ან სასამართლოში ჩივილით იმუქრებოდა მილიონ დოლარზე.


აფერისტი-ხეიბარი არა პოლიციამ, არამედ ჟურნალისტებმა გამოავლინეს სრულიად შემთხვევით. მორიგი ხმაურიანი საქმის შემდეგ ჟურნალისტმა არიკას სახლში მიაკითხა, იგი არ მოელოდა მოულოდნელ სტუმარს და კარი გააღო ფეხზე მდგომმა, თუმცა, როცა გაიგო, ვინ სტუმრობდა, კარი მიუჯახუნა. ამის შემდეგ მატატოვს ჩაუსაფრდნენ.

image


ვითომ ინვალიდი სადარბაზოდან თავის ფეხით გამოვიდა, ჩაჯდა იქვე მდგომ "ლექსუსში"და გაემართა ებრაელთა ცენტრში, იქიდანაც საკუთარი ფეხით გადმოვიდა, თუმცა ხელში ეკავა ტროსტი, რომელსაც ტრადიციულად, ბრმები იყენებენ.

image

თავისი თაღლითური მოღვაწეობის მანძილზე ებრაელმა ახალგაზრდამ მოასწრო 50-მდე კომპანიისთვის ჩივილი, რომელიც მილიონზე მეტ დოლარს ითვლის.

მატატოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ არ იცოდა მისი კლიენტის ჯანმრთელობის შესახებ არაფერი, მეტიც, ის პირადადაც კი არ იცნობდა მას.

"მატატოვი ამბობდა, რომ ჩვეულებრივ ინვალიდის ეტლს ხმარობს, თუმცა არ დაუზუსტებია, რა სიხშირით და მე არ შემეძლო რაიმე დამატებითი ეჭვი შემეტანა ადამიანზე ინვალიდის ეტლში, გესმით?"– აღნიშნა ადვოკატმა.

image

მანჰეტენზე თაღლითის გამოაშკარავება საკმაოდ მშვიდად და ბუნებრივად მიიღეს, რადგან კომპანიების მფლობელების უმეტესობა მანამდეც ეჭვობდა, რომ საქმე აფერისტთან ჰქონდათ.


"ჩვენ მივხვდით, რომ ის აფერისტი იყო პირველი წერილის მიღების შემდეგ -აღნიშნა ოჯახური რესტორნის მფლობელმა, ბარბარა დი პალომ - მან იცოდა, რომ ადვოკატის დაქირავება სადღაც 5 000 დოლარი ღირს, ამიტომ ისე გამოთვალა, რომ პირადად ვარჩევდით ფულის გადახდას. მიხარია, რომ იგი გამოააშკარავეს, სინამდვილეში ვინც არის და აწი ვეღარ შეაწუხებს მცირე ბიზნესს."


ტანსაცმლის მაღაზიის თანამშრომელმა, რომელსაც მატატოვმა ვიწრო პანდუსის გამო უჩივლა, ასეთი კომენტარი გააკეთა: "ასეთმა ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ ბიზნესის დაზარალების გამო, ხოლო მის ადვოკატს ლიცენზია უნდა შეუჩერო".

image

აწი მატატოვს ინვალიდის ეტლის გარეშე მოუწევს სასამართლოში სირბილი.


აღსანიშნავია, რომ მანჰეტენზე იყო კიდევ ერთი აფერისტი ინვალიდი, რომელიც დამბლადაცემულის იმიტაციას აკეთებდა და ბიზნესმენებს აშანტაჟებდა. მისი აფერისტული კარიერა საკმოდ კურიოზულად დამთავრდა - მორიგ სასამართლოზე ვერ შეძლო დაესახელებინა, რა ერქვა მის დაავადებას, რადგან მანამდე ერთხელაც არ დაინტერესებულა დაედგინა, რომელი დაავადების იმიტაციას ახდენდა.

0
658
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0