x
მეტი
  • 15.08.2018
  • სტატია:79435
  • ვიდეო:332212
  • სურათი:436653
ტრანსგენდერმა მძიმეწონოსანმა ათლეტმა ახალი ზელანდიის ძალოსნობის ისტორიაში ოთხი რეკორდი დაამყარა

image ტრანსგენდერმა, მძიმეწონოსანმა ძალოსანმა, რომელიც ადრე მამაკაცების დივიზიონში გამოდიოდა, ქალების ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა ახალი რეკორდით.
ლაურეალ ხაბბარდმა ახალი ზელანდიიდან, აიღო ოქროს მედალი 90 კილოგრამზე მძიმეწონიან ქალ ძალოსნებში, ავსტრალიაში მიმდინარე ძალოსნების შეჯიბრებაზე, ტურნირში
"Australian International" და დაამყარა ახალი ზელანდიის ძალოსნობის ისტორიაში ოთხი ეროვნული რეკორდი აღნიშნულ დისციპლინაში – იუწყება ახალი ზელანდიის გამომცემლობა "New Zealand Herald"–ი.
გამოსვლებისას ტრანსგენდერმა ლაურეალ ხაბბარდმა, რომელიც 39 წლისაა, უახლოეს "მდევარს" აღნიშნულ ტურნირზე აჯობა 19 კილოგრამით, რაც ეროვნული რეკორდია ახალი ზელანდიისათვის ატაცში და აკვრაში.
ქალად ტრანფორმაციამდე ლაურეალი მონაწილეობდა მამაკაცების ტურნირებში, სადაც დიდი წარმატებისათვის არ მიუღწევია.
ტურნირში მონაწილე სხვა ქალი ძალოსნების ნაწილმა გააპროტესტა ტრანსგენდერი ქალის მონაწილეობა ტურნირზე, თუმცა მათი პროტესტი არ იქნა მიღებული და ლაურეალ ხაბბარდი გახდა მსოფლიოში პირველი ტრანსგენდერი, რომელმაც ძალოსნობაში ქალთა ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
imageimage


0
67
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0