x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საუკუნის მოვლენა - ამაღამ მთვარის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი
ამაღამ, 27/28 ივლისის ღამეს მთვარის სრული დაბნელებაა მოსალოდნელი. ის შეფასებულია უნიკალურ მოვლენად, რადგან NASA-ს ცნობით, ეს იქნება XXI საუკუნის მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელება, რომელიც 1 სთ. 43 წთ-ს გაგრძელდება. რატომ არ უნდა გამოვტოვოთ ეს მოვლენა?



image



• ეს იქნება 21-ე საუკუნის ყველაზე გრძელი მთვარის სრული დაბნელება. .

• ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე ბნელი დაბნელება იქნება.


• მარსი დედამიწას 56 მილიონ კილომეტრზე მოუახლოვდება, ამიტომ მთვარის დაბნელების შემდეგ მკვეთრად გაანათებს.



image



მთვარე გაივლის დედამიწის ჩრდილის შუაში. ნაწილობრივი დაბნელება 22 სთ. 45 წუთზე დაიწყება, მთვარის სრული დაბნელების ფაზა გრინვიჩის დროით 20:21 საათზე (თბილისის დროით 00:21 სთ) დაიწყება. დაბნელების მაქსიმალური ფაზა – 00 სთ. 22 წთ-ზე იქნება, სრული დაბნელების დასასრული – 01 სთ. 13 წთ, ნაწილობრივი დაბნელების დასასრული კი- 02 სთ. 19 წთ-ზეა მოსალოდნელი.



image



ეს ასტრონომიული მოვლენა - პირველიდან ბოლო ფაზამდე - სულ 3 საათს და 55 წუთს გაგრძელდება. სწორედ ეს დრო დასჭირდება მთვარეს დედამიწის ჩრდილის სრულად გადასალახავად.


მაინც რა არის მთვარის დაბნელება და რა ხდება ამ დროს?



image



მთვარის დაბნელება — ესაა ბუნებრივი მოვლენა, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური სიშორეა დედამიწიდან) და მთვარის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს ნაწილობრივ ან მთლიანად დაბნელებული. მთვარის დაბნელება ხდება მინიმუმ ორჯერ წელიწადში. დაბნელება მეორდება ყოველ 6585⅓ დღეში (ანუ 18 წელი, 11 დღე და ≈8 საათი - ამ პერიოდს საროსი ეწოდება).


მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის დროს, რო­დე­საც დე­და­მი­წა მთვა­რის და მზის შუა ჩა­ივ­ლის, ერ­თა­დერ­თი მზის შუქი, რო­მე­ლიც მთვა­რეს სწვდე­ბა, დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­როს გავ­ლით ხვდე­ბა მთვა­რე­ზე. ატ­მოს­ფე­რო ფილტრავს და გარ­დაქ­მნის მზის სხივს და მხო­ლოდ წი­თელ შე­ფე­რი­ლო­ბას ტო­ვებს. ამი­ტომ ჩანს ხოლ­მე მთვა­რე წით­ლად. დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო რომ არ არ­სე­ბობ­დეს, მთვა­რე სრუ­ლი­ად შავი იქ­ნე­ბო­და დაბნელე­ბი­სას.



image



მთვა­რის ის მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც დე­და­მი­წი­დან არ ჩანს და რო­მელ­საც მთვა­რის ბნელ მხა­რეს უწო­დე­ბენ, სუ­ლაც არ არის ბნე­ლი. მთვა­რე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მზის შუქს იღებს. მზის დაბ­ნე­ლე­ბის დროს, რო­დე­საც მთვა­რე დე­და­მი­წის და მზის შუ­ა­შია, მთვა­რის "ბნე­ლი" მხა­რე 100% გა­ნა­თე­ბუ­ლია. სავ­სემთვა­რი­ა­ნო­ბა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ის ორი შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც "ბნე­ლი" მხა­რე მარ­თლაც ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლია.



image



საინტერესო ფაქტი მთვარის შესახებ: ხო­მალდ ''აპო­ლო 14''-ის კოს­მო­ნავტმა, სტი­უ­არტ რუ­სამ მგზავ­რო­ბა­ში უჩ­ვე­უ­ლო ტვირ­თი წა­ი­ღო: ხის თეს­ლი. ამე­რი­კის ტყის დაც­ვის ყოფილმა თა­ნამ­შრო­მელ­მა რუ­სამ 400-500 ცალი თეს­ლი წა­ი­ღო მთვა­რე­ზე და უკან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მთე­ლი ამე­რი­კის ირ­გვლივ დარ­გო მთვა­რე­ზე ნამ­ყო­ფი თეს­ლი. ასე რომ, "მთვა­რის ხე­ე­ბი" დღე­საც ხა­რობს დე­და­მი­წა­ზე და არა­ნა­ი­რი უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი არ ჰქო­ნია მათ მგზავ­რო­ბას და დე­და­მი­წა­ზე დარ­გვას.



image



კიდევ ერთი: დღევანდელი მთვარის დაბნელების დროს მარსი განსაკუთრებით დიდი და ნათელი იქნება და ბოლო 15 წლის განმავლობაში ის ყველაზე ახლოს იქნება დედამიწასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მთვარის დაბნელების მაყურებლებმა შესაძლოა, წითელი პლანეტაც შენიშნონ.

საქართველოდან შესაძლებელი იქნება მთვარის დაბნელების სრული პროცესის ხილვა. ასე რომ, მოიმარჯვეთ ტელესკოპები (ვისაც ამის შესაძლებლობა გაქვთ), ვისაც არა და შეუიარაღებელი თვალითაც მშვენიერი სანახაობის მხილველი გახდებით. არ გაუშვათ ხელიდან შანსი, ნახოთ საუკუნის დაბნელებად წოდებული მოვლენა.



image



p.s. დასანანია, რომ ქალაქ თბილისში და მის ახლო რეგიონებში მცხოვრებლებმა შესაძლებელია ვერ მოახერხონ ამ ულამაზესი სანახაობის ხილვა ქალაქში ჩამოწოლილი უჩვეულო მტვრის ღრუბლის გამო, რომელმაც ბურუსით მოიცვა დედაქალაქი. იმედი ვიქონიოთ, რომ დაღამებამდე ნისლი გაიფანტება და ხელს არ შეგიშლით ულამაზესი ასტრონომიული მოვლენის ნახვაში.

2
171
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
171
  
2018, 31 ივლისი, 18:02
ძალაინ საინტერესოა!
2018, 31 ივლისი, 14:10
მოძველდა ეს ინფორმაცია, ან აიღეთ ან განაახლეთ.
0 1 2