x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ორ აზიელ ქალს პეკინზე მანქანამ დაარტყა - ვიდეო

image
მანჩო გიორგობიანი თბილისში პეკინის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვას სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერს.


ამწამს შევესწარი ავარიას პეკინზე!! მძღოლი დამნაშავე არ არის!!! აზიური წარმოშობის ორ ახალგაზრდა ქალს, როლმებმაც ბუკიას ბაღიდან პირდაპირ მოულოდნელად გადმოირბინეს პეკინზე, მეორე მხარეს, მეოთხე ხაზში (ბუკიას ბაღიდან გადმოთვალეთ, ანუ პროსპექტის შუაში.) დაარტყა მანქანამ!!! ზუსტად ორ ნაბიჯშია მიწისქვეშა გადასასვლელი, პრაქტიკულად მიწისქვეშას თავზე მოინდომეს 7 ხაზიანი პროსპექტის "გადარბენა"... და 50 მეტრში კიდევ ზებრაც არის !!! შექმნეს საავარიო ვითარება... მოხდა ის, რაც სავარაუდოდ მოსახდენი იყო, ერთ-ერთმა მძღოლმა ვეღარ მოასწრო რეაგირება... უფრო სწორად, სცადა დამუხრუჭება, მაგრამ მაინც მოხდა შეჯახება... დაახლოებით, 3 მეტრზე აყარა ჰაერში და მოწყვეტით დაენარცხნენ ასფალტზე....მიუხედავად იმისა, რომ "დიდხანს " გაიწელა მუხრუჭის და საბურავების წრიპინის ხმა, სწორედ ამან მიიქცია ჩვენი, გამვლელების, განსაკუთრებული ყურადღება და მაინც დარტყმა.. საბედნიეროდ, ორივე ახალგაზრდა ქალი გადარჩა.. სასწრაფო მოვიდა 2 წუთში- რამდენიმე ჯგუფი, პოლიცია ერთ წუთში, მანამდე ჩვენ ვეცადეთ ადგილიდან არ გაგვენძრია და სახეს ვუზელდით ცივი წყლით., ტუჩემი დავუსველეთ.. ამ დროს განძრევა არ შეიძლება!!! ორივე იყო შოკში და ადგომას ცდილობდნენ., ჩვენ არ დავანებეთ, ცოტ-ცოტა სისხლი სდიოდათ.. სასწრაფომ ადგილზე ჩაუტარა პროცედურები, იქვე ვკითხეთ, იყვნენ თუ არა ალერგიულები და გაუკეთეს ინექცია...შემდეგ დაუფიქსირეს კისრები და ასე შეიყვანეს რეანემობოლებში.. მგონი. ღმერთმა უშველათ, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ, მოტეხილობები არც ერთს არ აღენიშნებოდა... კომუნიკაცაშიც ორივე შემოვიდა... ოდნავ ესხა სისხლი... მნიშვნელოვანი ჭრილობა ან მძიმე ტრავმები, პირველადი დათვალიერებით, არ აღენიშნებოდათ, როგორც სასწრაფოს ექიმებმა დაგვამშვიდეს, დანარჩენს კლინიკაში გამოვიკვლევთო... მოკლედ, უფლის წყალობით, მგონი, ყველანი გადავრჩით - ქალბატონებიც, მძღოლიც და მოწმეებიც (მერწმუნეთ, საშინელი საყურებელია, ადამიანს რომ გაიტანს მანქანა), სანამ დავრწმუნდით, რომ იცოცხლებენ, ჩვენ ჩვენი დაგვემართა..
საინფორმაციოების საყურადღებოდ, ეხლა ნუ გადასცემთ მძღოლს ანათემას, რადგან უცხოელებს დაარტყა!!! მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე რომ გადადიხარ, კარგი რა! შენი თავი არ გეცოდება, მძღოლებს მაინც გაუფრთხილდი, შენი სიტუტუცის გამო, ადამიანი რომ ციხეში უნდა მოხვდეს, ან უნებლიედ მკვლელი გახდეს და მთელი ცხოვრება ჩაამწარო მასაც და მის ოჯახსაც, რატომ რისი გულისთვის??!!!

image



0
153
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0