x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 წლის ნიგერიელი გოგონა მსოფლიოში ულამაზეს ბავშვად აღიარეს
5 წლის ნიგერიელი გოგონა – ჯეირი ერთ საათში გახდა ცნობილი და პოპულარული, როცა გასულ კვირას ფოტოგრაფმა, მოფე ბამაივამ მისი ფოტო თავისი ინსტაგრამის გვერდზე დადო. გოგონამ მაშინვე მიიქცია მომხმარებელთა ყურადღება თავისი უჩვეულო, თოჯინისებური გარეგნობით. ზოგიერთებმა კი ეჭვი გამოთქვეს, რომ გოგონას სილმაზე ფოტოშოპის დამსახურება იყო.image
ფოტოგრაფმა კი ფოტოს მიაწერა: “ო, დიახ, ის ადამიანია. და ის ანგელოზია!"

image

“შემეძლო მეთხოვა მისთვის, გაეღიმა ფოტოსთვის ან გაეცინა, მაგრამ მინდოდა ბუნებრივი ყოფილიყო, რომ მისი თვალები დაგვენახა."

თავად გოგონაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის ჩვეულებრივი ბავშვია, მოდელი არაა და ორი უფროსი და ყავს, 7 წლის ჯომი და 10 წლის ჯობოი.


image

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ფოტოს უკვე 20 ათასამდე მოწონება აქვს.


გასულ წელს ყველაზე ლამაზ გოგონად რუსი ანასტასია კნიაზევა აღიარეს

image

თუმცა, ამ ტიტულის ყველაზე ცნობილ მფლობელად ფრანგი ტილან ბლონდო ითვლება, რომელმაც არა მარტო სილამაზით, არამედ 6 წლის ასაკში სკანდალური ფოტოსესიითაც გაითქვა სახელი.

გოგონა ახლა 17 წლისაა და პოდიუმს იპყრობს.


ტილან ბლონდო

imageimageimageimage



0
753
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
753
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0