x
მეტი
  • 12.12.2019
  • სტატია:97297
  • ვიდეო:344148
  • სურათი:459275
იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები
იბერო-კოლხური ცივილიზაციის ნარჩენები


"საქართველოს ისტორია თავის თავში ინახავს მსოფლიო ისტორიის საიდუმლოებებს. საქართველო და კავკასია ჩემი ლინგვისტური და ანთროპოლოგიური კვლევების შედეგად კულტურული თვალსაზრისით, განსაკუთრებულ როლს თამაშობს მსოფლიო ცივილიზაციაში." თურ ჰეიერდალი - ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური, ეთნოგრაფი, ზოოლოგი, გეოგრაფი და მწერალი.


თურ ჰეიერდალი ქართველების შესახებ


"დასავლურ ენათმეცნიერებაში და ანთოლოგიაში, ჰუმბოლტის, ჯონსონის, კარსტის, ბლუმენბახის და სხვათა შრომები ნათელს ჰფენენ პალეოკავკასიური და პალეომედიტერანული (ძველი ხმელთაშუაზღვიური) იბერიული მოდგმის წინაისტორიას. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ წინაბერძნული და წინა ინდოევროპული მოსახლეობა პირინეებისა, ხმელთაშუაზღვისა და ეგეოსის ზღვის აუზისა, ჩრდილო-დასავლეთ ევროპისა და მცირე აზიისა - იბერიული მოდგმისა იყო. ქართველმა მეცნიერებმა - ნიკო მარიმ, მიხეილ წერეთელმა, ტიტე მარგველაშვილმა, ვანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და სხვებმა კავკასიოლოგიისა და იბეროლოგიის მრავა პრობლემას მოჰფინეს ნათელი. რასაც მუდამ ჩქმალავდნენ საბჭოურ-სტალინისტური მეცნიერების წარმომადგენელნი. აგრეთვე პროინდო-ევროპული მეცნიერების სკოლის წარმომადგენელნი. პირველ რიგში სუკ-ის ნაფიცი მეცნიერი თამაზ გამყრელიძე, ვ. ივანოვი და სხვანი, რათა ქართველმა ერმა სწორად არ გააცნობიეროს თავისი ეთნოგენეზისი. თავისი ერთობა იბერო-კავკასიურ და იბერო-პირინეული მოდგმის ხალხებთან. ამის მიზანია აგრეთვე ქართველ ერს შეუქმნან და ჩამოუყალიბონ ეროვნული არასრულფასოვნების, სიძაბუნის, გარიყულობის კომპლექსი და უფრო იოლად მოახდინონ მისი ასიმილაცია ანუ "ინტეგრაცია", თანამედროვე ენით რომ ვთქვათ." ზვიად გამსახურდია.



ზვიად გამსახურდია


"ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებთან, რომელნიც თავის მხრივ უძველეს გადმოცემებს ეყრდნობოდნენ, ხშირად ვხვდებით არაპირდაპირ მინიშნებას პელასგებისა და კავკასიური, კოლხური ტომების იდენტურობის შესახებ. პელასგი თესალიელები, მცირე აზიელი ტროელები, კუნძულ ლემნოსის მკვიდრი პელასგი სინტიები ანუ სინტები, ფეაკების ტომი და სხვა მრავალი, კოლხთა მონათესავე ტომებადაა მიჩნეული. ძველ ბერზნულ ეპოსში, როგორც ჩანს, არგონავტთა თქმულების უძველესი კორინთული ვერსია იყო გადმოცემული. დაცული მასალის მიხედვით ირკვევა, რომ ამ ვერსიაში ასახული იყო კოლხური წარმომავლობის ტომთა მჭიდრო კავშირი პელასგურ სამყაროსთან და ამ ტომთა განსახლების სურათი. კიკლიკურ პოემაში "ექალიის აღება" მედეა კორინთოსთან მჭიდროდ დაკავშირებული სახეა. კორინთო კი პელასგების ოდინდელი სამკვიდრებელია. შემთხვევით როდია, რომ ევმელოსი სიმონიდე და შემდეგ სხვა ავტორებიც კორინთოს, პელასგთა ღვთაების, ჰელიოსის ძის - კოლხთა განმგებლის - აიეტის უძველეს სამფლობელოდ ასახელებენ. ლიკოფრონის ცნობით, აიეტი კორინთოსა და აიას (კოლხეთის) განმგებელია. მედეა კორინთოში ჩადის, როგორც მამის სამშობლოში და ერთხანს კიდეც განაგებს მას პელასგ იასონთან ერთად (ევმელოსი, ევრიპიდეს "მედეას" სქოლიასტი, პავსანია და სხვ.) კორინთო - ეფირე რომ აიეტის წილხვედრი მხარე იყო, ეს ჰომეროსის პოემიდანაც ჩანს." აკაკი ურუშაძე


აკაკი ურუშაძე


"შეიძლება გარკვევით ვთქვათ, რომ კასიტური, კოსების ენა, კიდევ ერთი უძველესი ენაა ქართველური (იბერო-კოლხური) ოჯახისა. მისი მატარებელი დინასტია მართავდა ბაბილონს ძვ.წ. მე-17 საუკუნის შუა წლებიდან ძვ.წ. მე-12 საუკუნის შუა წლებამდე. ამ ქვეყანას მართავდნენ კოლხები და მმართველობა კოლხურ ენაზე ხდებოდა." იური მოსენიკისი. რუსი მეცნიერი, მეცნიერებათა დოქტორი.


იური მოსენიკისი ქართველების შესახებ


"ბასკ მოსახლეობაში ხშირია ნულოვანი (პირველი) ჯგუფის სისხლი და ე.წ. რეზუს უარყოფითი ფაქტორი, რაც დაახლოებით ასეთივე სიხშირით დამახასიათებელია აგრეთვე კოლხიდის მცხოვრებთათვის." იან ბრაუნი.


ბასკეთში მრავალი მეგრული გვარია, მაგალითად: ანთია, ალანია, ზარანდია, ბერია, ბენია, სარია, უბირია, ბედია, ლანდია, აბარია, ბედუა, ბიჩია, აბალია, აბენია, აბარო-ეჩებარია, აბია (აბიაშვილი?), აჩიტია (ჩიტია?), არქაია, ამესკუა (სკუა მეგრულად "შვილი"), ბეასკუა, სელაია (სალაია), ლაბაურია, ზურია.

ეს გახლავთ ბასკი კაცი - ანხელ ზარანდია, რომელსაც ხელში მეგრული ენის მხარდამჭერი სლოგანი უჭირავს:


ანხელ ზარანადია


ეს კი ბასკეთის ერთ-ერთი სოფელია სახელად "იზორია":


სოფელი "იზორია" ბასკეთში


ეს კი კატალონიაა: სოფელი "მარგალეფი" (მეგრულად ითარგმნება როგორც, "მეგრელები")


სოფელი "მარგალეფი" კატალონიაშისოფელი მარგალეფი ბასკეთში


უამრავ ადგილს სამხრეთ ევროპაში, ხშირად იბერიის ნახევარკუნძულზე, ჰქვია ქართული სახელი, მაგალითად მთა "არაჩანდას", რომელიც ნისლითაა დაფარული სულ და მხოლოდ ზაფხულის ცხელ დღეებში ჩანს. ასეთი ძალიან ბევრი ადგილია. ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩვენ ჩვენი ოჯახი ვიპოვეთ. ნოდარ დუმბაძე წერდა, მგონია, რომ ციდან არიან ჩამოცვენილები, იმდენად მათი ნათესავი არავინ ჩანს ქვეყნიერებაზეო. ახლა კი ჩანს, რომ ჩვენია დიდი იბერო-კოლხური ცივილიზაცია - მედიტერანული ხალხები - სამხრეთ ევროპა და ლათინური ამერიკა. მართალია შერეულები ინდო-ევროპელებთან და მათი ენებით, მაგრამ მაინც იბერო-კოლხებზე დამყნობილნი, რომლებიც მათ წინ, ევროპის ვრცელ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და მათთან ასიმილირდნენ, დიდი კულტურაც შეათვისებინეს მოსულებს. ბასკები შემორჩნენ ძველი იბერო-კოლხებიდან უფრო შემონახულნი შუა ევროპაში იმის გამო, რომ ისინი მთიან რეგიონში ცხოვრობენ, (რომელიც სხვათაშორის ძალიან ჰგავს საქართველოს ბუნებას) და მთაში როგოროც წესი ნაკლებად არის ხოლმე მიგრაცია და ასიმილაცია.


ცნობილი ბასკები


"იბერიელები არიან ბრიტანეთის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი მამამთავრები. განსაკუთრებით ირლანდიაში, უელსსა და ინგლისის დასავლეთში." ა. მარტინი. ინგლისელი მეცნიერი.


ჰიბერნიის კუნძული




ავტორი: თორნიკე ფხალაძე


5
652
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
652
  
2018, 27 ივლისი, 10:57
მსოფლიო ისტორიაში ქუჯი იყო ერთადერთი მეფე(კოლხეთის და არა მთავარი),რომელმაც ნებაყოფლობით დათმო მეფობა მონათესავე ერთან შეკავშირებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის მიზნით,ამ ისტორიას კი სკოლებში მგონი არც ასწავლიან.
2018, 27 ივლისი, 10:54
კოლხეთის მნიშვნელობა იმდროინდელი კავკასიის და მცირე აზიის განვითარებაში მიჩქმალულია.
2018, 27 ივლისი, 10:53
საქართველოში გაკვრით გაუგიათ ქუჯის სახელი,არც იციან ვინ იყო ფარტანძე-დიდი კოლხი ორატორი და სამართალმცოდნე,რომელიც ბიზანტიელებთან საზავო მოლაპარაკების დროს ბიზანტიელებმა მოკლეს მუხანათურად,იმიტომ,რომ რიტორიკაში აჯობა მათ და უკანდასახევი არ დაუტოვა.ამგვარი ბნელი წერტილი საქართველოს ისტორიაში მრავლადაა და ამას უნდა მოეფინოს ნათელი მეთოდური შესწავლით,შრომით.
2018, 27 ივლისი, 9:43
ჩვენს ისტორიაში ქართლის მეფეების ცხოვრებისა და ომების აღწერის გარდა თითქმის არაფერია. კოლხეთის მრავალათასწლოვანი ისტორია თითქმის არაა შესწავლილი.
2018, 27 ივლისი, 9:39
საქართველოს ისტორია ტოტალურადაა გაყალბებული რუსეთის კოლონიალიზმისა და,, მოხალისე,, ქართველი კომუნისტი მეცნიერების მიერ...
0 1 5