x
image
melody_inside
რატომ ეშინია ზვიგენს დელფინის?
image


დელფინები - ძალიან საინტერესო და არაჩვეულებრივი არსებები არიან.

ეს წყლის ძუძუმწოვრები განთქმული არიან გამჭრიახობით და ადამიანებისადმი მეგობრული დამოკიდებულებით. ხშირად კი დასახრჩობად განწირულ ადამიანებსაც შველიან!


გაგაცნობთ კიდევ რამოდენიმე არაჩვეულებრივ ფაქტს დელფინების შესახებ:



1. დელფინები ზვიგენებს აფრთხობენ.



image


ნუ მოგატყუებთ დელფინების გარეგნობა: მათ მშვენირად შეუძლიათ თავდაცვაც და თავდასხმაც. ზვიგენის გამოჩენისას დელფინები მათ დიდი სიჩქარით ურტყამენ ცხვირით მუცელში და ლაყუჩებში - ეს ამ მტაცებელი თევზის ყველაზე მტკივნეული ადგილებია . დელფინის ცხვირის ძლიერი დარტყმა ზვიგენისთვის სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს!

2. არსებობს მრავალი სახის დელფინი.




სულ ორმოცი სახეობის დელფინს ითვლიან. ყველაზე მრავალრიცხოვანი მათ შორის აფალიანაა. სახეობების უმრავლესობა თბილ ზღვებში ცხოვრობს და მხოლოდ ხუთი სახეობაა - მდინარეებში.




3. დელფინები - დედიკოს ბიჭები.




დელფინები ძალიან დიდხანს რჩებიან დედებთან, ზოგჯერ - რვა წელიც კი!

image

AquaWorl





4. დელფინები სუსტებზე ზრუნავენ.




დელფინები იცავენ და უვლიან თავიანთი გუნდის ავადმყოფ და დაჭრილ წევრებს.



5. დელფინებს უყვართ კომპანია.




როგორც ცნობილია, დელფინები ჯოგებად ცხოვრობენ. ყველაზე დიდ ხროვაში ათასამდე ინდივიდიც კი შეიძლება იყოს!

6. დელფინებს არასოდეს სძინავთ 100%-ით.







როდესაც დელფინს სძინავს, მისი ტვინის მხოლოდ ნახევარია ძილში ჩაძირული. მეორე ნახევარი „ფხიზლადაა“, უზრუნველყოფს სუნთქვას და ყურადღებას. აქედან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, როდმ დელფინებს სიზმარი არ ესიზმრებათ.





image



AquaWorld

7. დელფინებმა ღეჭვა არ იციან.




დელფინს ასამდე კბილი აქვს, მაგრამ ღეჭვა არ იცის. დელფინი კბილებს იყენებს როგორც თევზსაჭერ კაუჭებს, რომლითაც ნადავლს იჭერს და მთლიანად ყლაპავს.




8. დელფინებს ძალიან ტევადი ფილტვები აქვთ.


როდესაც ადამიანი ჩაისუნთქავს, ის ჰაერით ავსებს ფილტვების 15 %-ს. როდესაც დელფინი ჩაისუნთქავს, ის ფილტვების 90 %-ს ავსებს ჰაერით - რაც საშუალებას აძლევს მას ასე დიდხანს იყოს წყლის ქვეშ ლაყუჩების არარსებობის შემთხვევაშიც კი.





9. დელფინები ყოველთვის არ ცხოვრობდნენ

წყალში.




ახლანდელი დელფინების წინაპრები ხმელეთზე ცხოვრობდნენ და მცირე ზომის მგლებს ჰგავდნენ, მაგრამ თათებზე კლანჭების ნაცვლად ხუთი ჩლიქისმაგვარი თითი ჰქონდათ. დელფინებს ფარფლებში დარჩენილი აქვთ რუდიმენტული ფალანგები, წინამხარი და მაჯა.




image

Shutterstock


10. ძველ საბერძნეთში დელფინებს თაყვანს სცემდნენ.

დელფინის მოკვლა სიწმინდის ხელყოფად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა. ბერძნები დელფინებს უწოდებდნენ «Ιερός Ιχθύς» — წმინდა თევზს.







11. დელფინები იბადებიან კუდით წინ.


ეს ახალშობილს დახრჩობისგან იცავს. დედა ჭიპლარს მკვეთრი გაქნევით წყვეტს, რის შემდეგაც მაშინვე ბრუნდება პატარასთან და წყლის ზედაპირზე ამოჰყავს, ჰაერი რომ ჩაასუნთქოს.

12. დელფინები ძალიან სწრაფად დაცურავენ.






მათ საკმაოდ დიდხანს შეუძლიათ იცურონ 40 კმ/სთ სიჩქარით, რაც სამჯერ აღემატება ყველაზე სწრაფად მოცურავე ადამიანის ცურვის სიჩქარეს!





image

Animal Answers





13. დელფინები - მოცურავე რადარები.



დელფინებს სუსტი ყნოსვა, მაგრამ შესანიშნავი მხედველობა და აბსოლიტურად უნიკალური სმენა აქვთ. გამოსცემენ რა ძლიერ ხმოვან იმპულსებს, ისინი იყენებენ ექოლოკაციას, რაც საშუალებას აძლევთ წყალში ჰქონდეთ კარგი ორიენტაცია, იპოვონ ერთმანეთი და მოიპოვონ საკვები.





14. მათ შეუძლიათ ულტრაბგერითი კვლევა!




ექოლოკაციის უნარის ქონის გამო დელფინებს შუძლიათ განსაზღვრონ ქალის ორსულობა! „ახალი სიცოცხლის“ შეგრძნება ძალიან აღაგზნებთ დელფინებს - ისინი დიდი სიხარულით რეაგირებენ ფეხმძიმე ქალებზე.




15. დელფინებს თავის მოკვლა შეუძლიათ.




ითვლება, რომ სუიციდის უნარი გააჩნიათ მხოლოდ ადამიანებს, დელფინებს, ვეშაპებს და ზოგიერთ პრიმატს.




16. დელფინებს ძალიან კარგი მახსოვრობა აქვთ.




ისინი ძველ მეგობრებს ოცწლიანი განშორების მერეც კი ცნობენ!




თქვენ რა აზრის ხართ დელფინებზე?




***



იხილეთ ასევე:

1. ცხოველების ყველაზე სასტიკი თავდასხმები ადამიანზე (სახალისო ფოტოები)



image




2. 250 დაღუპული ცხოველი აღმოაჩინეს ზოოპარკში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა!



image





3. ქალი და პითონი



***




5
1798
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1798
  
2018, 27 ივლისი, 11:12
სამწუხაროდ კი :(
2018, 27 ივლისი, 11:11
მიყვარს დელფინები მაგრამ, როგოც ვიცი იაპონელები ჭამენ დელფინებს, სამწუხაროდ.
2018, 27 ივლისი, 10:41
ულამაზესი, შავები არიან თეთრი მუცლით და გვერდებზე იშვიათად თეთრი "ფოთლებით".
5 მეტრის სიახლოვეს ჩამიარეს, არც კი შეჩერებულან.
2018, 27 ივლისი, 10:10
მართლააააა, რა ლამაზი სანახავები იქნებოდნენ.
2018, 27 ივლისი, 10:09
საინტერესო სტატიაა, ძალიან მიყვარს დელფინები, ბევრჯერ შევხვედრივარ ძალიან ახლოს ანაკლიის და განმუხურის აკვატორიაში ჯგუფებად მიმავალს.
0 1 5