x
მარსზე წყალი აღმოაჩინეს
image

მკვლევარებმა მარსზე წყლის არსებობის სამხილი იპოვეს.

მათ სჯერათ, რომ პლანეტის სამხრეთ პოლუსის ქვეშ წყალია, რომელიც 20 კილომეტრის სიგრძისაა. წინა კვლევაში დროებითი წყლის ნიშნები იპოვეს. ხოლო ეს პლანეტაზე მუდმივი წყლის არსებობის პირველი ნიშანია.

ტბის აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მარსის ზედაპირზე წყალი არსებობდა. ეს ნასას ცნობისმოყვრე რობოტმა დაამტკიცა.


თუმცა, პლანეტის კლიმატი თხელი ატმოსფეროს გამო გაცივდა და შედეგად, წყლის უმეტესი ნაწილი ყინულში ჩაიკეტა.

ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია, რადგან მეცნიერები ხანგრძლივი დროის მანძილზე ეძებდნენ მარსზე წყალს თხევად მდგომარეობაში, მაგრამ საბოლოოდ ან ვერაფერი ნახეს ან ორაზროვანი დასკვნების გაკეთებამ მოუწიათ.

image

კვლევა მარსისის გამოყენებით ჩატარდა, რომელიც სარადარო ინსტრუმენტია ევროპის სივრცის სააგენტოში.

კვლევის ხელმძღვანელმა, რობერტო ოროზეიმ იტალიური ასტროფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტიდან განაცხადა: „ეს ალბათ არაა ძალიან დიდი ტბა. ვთვლით, რომ იქ მართლაც წყალია. ტბაა, რომელსაც საერთო არ აქვს გამლღვალი ყინულისგან მიღებულ წყალთან, რომელიც კლდესა და ყინულს შორის სივრცეს ავსებს“.

მარსისმა ვერ გამოთვალა, რამდენად ღრმაა წყალი, მაგრამ მკვლევარების შეფასებით, წყლის სიღრმე მინიმუმ ერთი მეტრი იქნება.

image

1
92
შეფასება არ არის
ავტორი:ზაზა მიროტაძე
ზაზა მიროტაძე
92
  
2018, 26 ივლისი, 19:34
წყალი არა მაჭარი...
0 1 1