x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოვამზადოთ აჯიკა მარტივად და რა საიდუმლო ინგრედიენტი სჭირდება მის მომზადებას?
აჯიკა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულიimage
და გამოყენებადი "პროდუქტია". მას ყველაზე ხშირად დასავლეთ საქართველოში ამზადებენ და სწორედ აქედან მოდის აჯიკის რეცეპტთა ნაირსახეობა. ამჯერად შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის წყალობითაც მარტივად და სწრაფად მოამზადებთ უგემრიელეს აჯიკას.

აჯიკის მომზადებას ერთი საიდუმლო ინგრედიენტი სჭირდება, რომელიც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს, ეს "უცხო სუნელია" და ასევე აუცილებელია, აჯიკა ხის ან კერამიკის ჯამში მომზადდეს.

აჯიკის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

500 გრ მწარე წითელი წიწაკა


400 გრ ნიახური

100 გრ ნიგოზი

100 გრ ნიორი

3 სუფრის კოვზი მარილი

1 კოვზი უცხო სუნელი

მოხალეთ ტაფაზე ნიგოზი და ყველა ინგრედიენტთან ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დატოვეთ 2- 3 დღე ჯამში (კერამიკის ან ხის) და პერიოდულად ურიეთ, შემდეგ გადაიტანეთ ქილებში და შეინახეთ მაცივარში.image

გემრიელად მიირთვით...

0
1135
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
1135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0