x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჩაუქრობელი კანდელი – ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი
მსოფლიოში ღვთისმშობლის ბევრი სასწაულმოქმედი ხატი არსებობს, მათგან ერთ-ერთი არის ვლაქერნის ღვთისმშობელი. ვლაქერნის ხატი თავიდან ანტიოქიაში იმყოფებოდა ხოლო შემდეგ მეხუთე საუკუნის დასაწყისში ჯერ იერუსალიმში შემდეგ კი კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. სადაც იმპერატორის დამ წმინდა პულხერიამ ვლაქერნის ეკლესიაში მოათავსა და ეწოდა კიდეც ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი.


ვლაქერნის ღვთისმშობელი

მერვე საუკუნეში როდესაც ბიზანტიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და მწვალებლები ანადგურებდნენ ხატებსა თუ ფრესკებს, საფრთხე ვლაქერნის ღვთისმშობელსაც დაემუქრა. რამდენიმე ღვთივმოსავმა მამამ იგი ვლაქერნის ტაძრიდან პანტოკრატორის სახელობის სავანეში გადაბრძანა, სადაც ხატი ტაძრის კედელში შეასვენეს მის წინ კანდელი დანთეს და ტაძრის კედელი კვლავ ამოაშენეს. ამ სამალავში მას დახლოებით ასი წლის გატარება მოუწია მანამდე სანა უკანასკნელი მწვალებელი მართველი არ გარდაიცვალა და ხატმოძულენი სამუდამოდ არ დამარცხდნენ.

როდესაც ბიზანტიის იმპერიაში ხატთა თაყვანისცემა აღდგა, მორწმუნეთ ხატის ადგილსამყოფელი ხილვით ემცნოთ. მათ მიაკვლიეს ხატს და კედლის ჩამონგრევის შემდეგ იხილეს უდიდესი სასწაული ასი წლის წინ დანთებული კანდელი კვლავ ჩაუქრობლად ენთო, მათ დიდი სიხარულით დაუბრუნეს ხატს პირვანდელი ადგილი ვლაქერნის ტაძარში.


საქართველოში არსებობს 1825-1830 წლებში აგებული ზუქდიდის ვლაქერნის ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ულამახესი საკათედრო ტაძარი.image

1
110
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკო ნარიმანიძე
ნიკო ნარიმანიძე
110
  
2018, 26 ივლისი, 10:49
დიდებული ხატია დალოცვილი...
0 1 1