x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მძლავრი სნაიპერული შაშხანა "სეპარატისტი", რომელიც საზენიტო ქვემეხის ბაზაზეა გაკეთებული

image მოგეხსენებათ, საბრძოლო მოქმედებებისას ყველაფერი გამოყენებადია, რაც კი ისვრის, "ხელმარჯვე ოსტატები" ასეთ დროს ცდილობენ საბრძოლო ჯავშანტექნიკით დაწყებული, ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, თუნდაც მცირედ მოდერნიზებას.
რაც ხან გამოსდით და ხან არა, რადგან ბევრი რამაა გასათვალისწინებელი ბალისტიკის მხრივ. თუ ტანკის ან ჯავშანტრანსპორტიორის შემთხვევაში შესაძლებელია ტექნიკას დაუყენო კუმულაციური ჭავლის საწინააღმდეგო ცხაურები, გვერდითა ბორტებზე დაკიდო ჯავშან ფილები, ცეცხსასროლ იარაღზე მსგავს რამეს ვერ გამოიყენებ მარტივი მიზეზის გამო – ეს შეუძლებელია და სრულიად უსარგებლოც.
ქსელში ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც დონეცკელი სეპარატისტები ცდიან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ 23–მილიმეტრი კალიბრის სნაიპერულ შაშხანას მეტსახელად "სეპარატისტი".
აღნიშნული შაშხანა დამზადებულ იქნა სნაიპერული და ანტისნაიპერული მოქმედებებისათვის უკრაინული სამხედრო დანაყოფების წინააღმდეგ მიმდინარე საბრძოლო მოქმედების ზონაში.
სნაიპერული შაშხანა დამზადებულ იქნა დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო–თავდაცვით კომპლექსში. როგორც უკვე მოგახსენეთ, შაშხანის კალიბრი 23 მილიმეტრია და აღჭურვილია მაღალი გარჩევადობის ოპტიკური სამიზნით.
ვიდეო არხის წამყვანმა სემიონ პეგოვმა მებრძოლთან ერთად, საძახისით მოახდინა "გამოცდილი" იარაღის ტესტირება. სნაიპერული შაშხანა "სეპარატისტი" დამზადებულია ცნობილი საზენიტო ქვემეხის "ЗУ-23"–ის ბაზაზე. ჭურვები შაშხანისათვის იგივეა, რასაც იყენებს "ЗУ-23".
შაშხანის უკუცემის შესამცირებლად სპეციალურად იქნა დამზადებული ბლოკი ამორტიზატორით, რომელიც ეფექტურად შთანთქავს უკუცემის ძალას სროლისას, გარდა ამისა, შემუშავებულ იქნა მასიური მუხრუჭი ლულისათვის.
იარაღის შემოწმება მოხდა დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ერთ-ერთ პოლიგონზე. ტესტირებისას გამოყენებულ იქნა ყველა სახის ჭურვი და დაზიანებულ იქნა რამდენიმე სამიზნე, ჯავშანმანქანით დაწყებული, აგურის კედლით დამთავრებული.
სნაიპერული შაშხანის სროლის ეფექტური მანძილი 3000 მეტრია.



2
799
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
799
  
2019, 1 იანვარი, 19:56
სრული უაზრობაა, მობილურობა პრაქტიკულად მიზერულია...
2019, 1 იანვარი, 5:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2