x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულები


  • შესავალი:
  • „რელიგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა ადამიანის სიცოცხლისთვის საზრისის მინიჭება, - წერს ნეილ სმელზერი - შეიტანეთ ეჭვი ადამიანების რელიგიურ რწმენაში და თქვენ შეეხებით მათ ყველაზე სანუკვარ აზრებს სამყაროში ადამიანის დანიშნულების შესახებ“.

    აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება წარმოადგენს „დემოკრატიული საზოგადოების“ ქვაკუთხედს. ეს უფლება მორწმუნეთა ცნობიერებისა და ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ერთ-ერთი სასიცოცხლო ელემენტია. ამასთანავე, იგი ფასეულია ათეისტების, აგნოსტიკოსების, სკეპტიკოსებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინდიფერენტული დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხების მიმართ. დე-მოკრატიული საზოგადოებისაგან განუყოფელი პლურალიზმი, რომლის მიღწევაც შესაძლებელი გახდა საუკუნეების განმავლობაში ბრძოლის შედეგად, დამოკიდებუ-ლია ამ უფლებასა და მის ეფექტურად განხორციელებაზე.

    თანამედროვე საზოგადოება ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის გამოხატვისა და საკუთარი პიროვნების განვითარების საშუალება. თანამედროვე საზოგადოება სწორედ ასეთი თავისუფალი ადამიანების ერთობლიობაა. შეუწყნარებლობას, ერ-თი მხრივ, არქაული, პრემოდერნული ცნობიერება კვებავს, რომელიც ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანში, უცხოსა და მტერს ხედავს, მეორე მხრივ კი - ტოტალიტარული მემკვედრეობა, რომელიც საზოგადოებას უნიფორმულად, ერთსახოვნად წარმოიდგენდა. უმრავლესობა, რომელიც ყოველთვის მართალი სწორედ იმიტომ იყო, რომ უმრავლესობა დაწესებული ნორმიდან ნებისმიერ გადახვევას პირდაპირ თუ ირიბად დანაშაულად აცხადებდა. საქართველოში შეუწყნარებლობა ძალადობის, ჩაგვრის და აქედან გამომინარე კონფლიქტბის უშუალო წყალოა. ტოლერანტობის პრინციპი ადამიანების თანასწორობაა. საქართველოს კინსტიტუცია აღიარებს ადამიანთა თანასწორობის უნივერსალურ პრინციპებს.

    რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულთა აქტუალობა სულ უფრო იზრდება, რადგან ბოლო წლებში ქვეყანაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ფაქტების რაოდენობა მუდმივად იმატებს. მათი ნაწილი რელიგიური წესის აღსრულების ხელის შეშლით შემოიფარგლება, ნაჭილი კი ფიზიკურ დაპირისპირებასაც მოიცავს. აღნიშნული საკითხის სწორედ ამ პრობლემურმა ხასიათმა გამოიწვია ავტორთა მიერ რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულებისადმი დიდი ინტერესი.

  • რელიგიის თავისუფლება და საერთაშორისო სტანდარტები

  • („ყველას აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს რელიგიისა და რწმენის შეცვლის თავისუფლებას, ასევე ერთპიროვნულად ან საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, კერძოდ ან საჯაროდ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებას ღვთისმსახურების, რიტუალების შესრულების, წესჩვეულებების დაცვის ან სწავლების გზით“.) ადამიანის უფლებათა საყოვეველთაო დეკლარაცია, მე-18 მუხლი.

    ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლი რელიგიურ თავისუფლებას ყველას უფლებად აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იცავს მოზარდებსა და ზრდასრულებს, უცხოელებსა და თანამემამულეებს, როგორც უმცირესობათა რელიგიური ჯგიფების, ისე დომინანტი რელიგიების წარმომადგენლებს. დეკლარაციის ამ მუხლით მინიჭებული უფლების ჩამორთმევა დაუშვებელია თვით საგანგებო მდგომარეობის ან საომარი ვითარების დროს.

    სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლში არის მოცემული ის უფლებები, რომლებსაც რელიგიის თავისუფლების ცნება მოიცავს:

    ღვთისმსახურებისა და შეკრების (რელიგიისა და რწმენასთან მიმართებაში) და ამ მიზნისთვის შესაბამისი ადგილების დაფუძნებისა და შენარჩუნების თავისუფლება;

    შესაბამისი რელიგიისა და რწმენის რიტუალებისა და წესჩვეულებებისათვის აუცილებელი მასალების შექმნა, მიღება და გამოყენება;

    ინდივიდებისა და ორგანიზაციებისაგან საქველმოქმედო სახის ფინანსური და სხვა სახის დახმარების თხოვნისა და მიღების თავისუფლება;

    რელიგიისა და რწმენის მოთხოვნების შესაბამისი ლიდერების მომზადების დანიშვნის ან არჩევის თავისუფლება;

    ადამიანის მიერ საკუთარი რელიგიისა და რწმენის მიხედვით დასვენების დღეების დაცვისა და წმინდა დღეების აღსანიშნავი ცერემონიების შესრულების თავისუფლება;

    რელიგიის თავისუფლება სამუშაო ადგილებზე, ლოცვის, შესაბამისი სამოსის ტარებისა და დიეტური საკვების მიღების უფლების ჩათვლით;

    შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება ღვთისმსახურებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისათვის;

    ადამიანების მიერ საკუთარი რწმენის გაცხადების თავისუფლება’

    რელიგიის არჩევის, შეცვლის ან უარყოფის უფლება (აპოსტასია);

    უფლება რელიგიური განათლებს მიღებაზე „ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“;

    რწმენის გავრცელების უფლება (პროზელიტიზმი)

  • რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით
  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევისაკენ.

    ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა - ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რელიგიისადმი დამოკიდებულების ანდა აღმსარებლობის გამო, რამაც არსებითად ხელჰყო ადამიანის უფლება. (სსკ-ის 142-ე მუხლი).

    აგრეთვე, აღსანიშნავია შემდეგი დანაშაულების შემადგენლობები:

    რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. (სსკ-ის 155-ე მუხლი).

    დევნა - ადამიანის დევნა სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, ანდა მის რელიგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. (სსკ-ის 156-ე მუხლი). აღნიშნული მუხლი დევნის განმარტებას არ გვაძლევს და მისი კვალიფიკაცია ბრალდების ინიციატორისა და სასამართლო პრაქტიკის შემდგომი დახვეწის საგნად რჩება.

    პოლიტიკური, საზოგადობრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა - რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგობარეობის გამოყენებით(სსკ-ის 166-ე მუხლი).

    უკანონო გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მასში მონაწილეობა - ისეთი რელიგიური გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა(სსკ-ის 252-ე მუხლი).

    გენოციდი - ქმედება ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად რომელიმე რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატება ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მათთვის ცხოვრების მძიმე პირობების განზრახ შექმნით, შობადობის ძალით შემცირებით ან ბავშვის იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში(სსკ-ის 407-ე მუხლი).

    აღსანიშნავია, რომ თუ ადგილი აქვს ადამიანის თანასწორუფლებიანობის დარღვევას იმ მიმართულებით, რომ მან ვერ განახორციელოს კონსტიტუციით გარანტირებული შრომის თავისუფლება, ქმედება საქმის ფაქტობრივი გარემოების მიხედვით (კერძოდ, თუ ადგილი აქვს ძალადობას ან ძალადობის მუქარას) დაკვალიფიცირდება სსკ 168-ე და არა 142-ე მუხლით. სსკ 168-ე მუხლი ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის კერძო შემთხვევას აწესრიგებს, ხოლო ზოგადი და კერძო ნორმის კონკურენციის დროს იმაჯვებს კერძო ნორმა. ასევე არ გვექნება სსკ 142-ე მუხლის შემადგენლობა, როცა თანამდებობის პირი ეროვნული, რელიგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით უკანონოდ აკავებს ან აპატიმრებს მოქალაქეს. ამ დროს ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ 147-ე მუხლით.

    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რამდენიმე დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის რელიგიური მოტივით ჩადენას, მაგალითად, განზრახ მკვლელობა(მუხლი 109-ე), ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება(მუხლი 117-ე), ძალადობა(მუხლი 126-ე) და საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება(მუხლი 258-ე), თუ ეს დანაშაულები ჩადენილია რელიგიური შეუწყნარებლიბის გამო, ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილად ითვლება წამება(მუხლი 1441) და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა(მუხლი 1443) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რელიგიისადმი დამოკიდებულების ან/და აღმსარებლობის გამო.


  • რელიგიური მოტივით ჩადენილი ტერორისტული აქტები (რელიგიური იდეოლოგია - რეალური თუ ყალბი მოტივი; „შარლ ებდოს ტერაქტის“ ანალიზი)
  • 2015 წლის 7 იანვარს ფრანგულ ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალს „შარლი ებდოს“ თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც 12 ადამიანი იმსხვერპლეს, მათ შორის 5 კარიკატურისტი, (ოცამდე დაიჭრა).

    თავდასხმამდე ერთი საათით ადრე ჟურნალმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა, (აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 14 იანვარს „შარლი ებდომ“ ახალი ნომერი გამოუშვა 3 მილიონიანი ტირაჟით, რომლის გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის შარჟია, რომელსაც თვალებიდან ცრემლები მოსდის და ხელში ცნობილი სლოგანი „მე შარლი ვარ“ უჭირავს).

    შეიარაღებული პირები გაჰყვიროდნენ „ალაჰუ აკბარ“, ანუ „ღმერთი დიდია“, რაც პირდაპირ მიანიშნებს კავშირს „შარლი ებდოს“ მიერ გამოქვეყნებულ მუჰამედის კარიკატურებსა და მომხდარს შორის. გამოცემის მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე, იგივე „შარბი“ იქამდე უკვე შეტანილი იყო „ალ-ყაიდის“ მთავარი სამიზნეების სიაში და მას სპეციალურად მიჩენილი პოლიციელი იცავდა. (ე.ი. ამ ლოგიკით, პოლოტიკური მოტივი არ იყო მამოძრავებელი ძალა).

    „შარლი რბდო“ საფრანგეთში ცნობილია თავისი სკანდალური კარიკატურებით და სრული უპატივცემულობით ისტებლიშმენტის მიმართ. ჟურნალი ქვეყანაში ორჯერ აიკრძალა, მეორედ მაშინ, როდესაც 1970 წელს ცნობილი ნაციონალისტი პრეზიდენტის, მეორე მსოფლიო ომის გმირის შარლ დე გოლის სიკვდილზე იქილიკა. ამის მიუხედავად, 90-იანი წლებიდან „შარლი ებდო“ რეგულარულად გამოდიოდა.

    „შარლ ებდოზე“ განხორციელებული შეტევა ბევრმა ზომიერმა მუსლიმმა დაგმო, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. თუ სალმან რუშდის წინააღმდეგ გამოცემული ფატვა გავლენიან მუსლიმთა შორის თითქმის არავის გაუპროტესტებია, (პირიქით, სუნიტური საუდის არაბეთი და შიიტური ირანი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ინ უფრო უკომპრომისოდ დაიცავდა ისლამს).

    გაზეთის ზოგიერთი ხელმძღვანელი მუდმივად სარგებლობდა პოლიციის დაცვით. სიტყვის თავისუფლების კონტექსტში რედაქცია ამბობდა, რომ თუ გაზეთი ხანდახან გადაამეტებდა კარიკატურებისას ან დაცინვისას, ყველას შეეძლო მისთვის სასამარტლოში ეჩივლა. „თუ ვინმეს არ მოსწონს ნახატი, ცეცხლის წაკიდება ან დაშინება არაადეკვატურად ზედმეტია. „ხატვას არავინ მოუკლავს“. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა, განსაკუთრებით კათოლოკური ეკლესიის მიერ - მან გაზეთს 13-ჯერ უჩივლა. „შარლი ებდოს“ დაცინვის ობიექტი არამხოლოდ მუსლიმთა წინასწარმეტყველი, არამედ რომის პაპიც ხშირად გამხდარა. 2008 წელს ჟურნალმა პაპის კარიკატურები დამეჭდა, რის გამოც ვატიკანმა სასამართლოში იჩივლა, თუმცა „შარლი ებდომ“ პროცესი მაშინაც მოიგო.

    ზოგმა რელიგიური გრძნობების დასაცავად გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის იდეა იმით გაამართლა, რომ საფრანგეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში უკვე არსებობს გარკვეული შეზღუდვები: მაგალითად, საფრანგეთში დასჯადია ჰოლოკოსტის უარყოფა. რა ლოგიკით იკრძალება ჰოლოკოსტის უარყოფა, თუ თანამედროვე დასავლური სამყაროსთვის გამოხატვის თავისუფლება ურყევი ფასეულობაა? - როგორი რთული დასანახიც უნდა იყოს, ლოგიკა არსებობს, თანაც საკმაოდ მყარი და ეს ლოგიკა სიცოცხლის უფლების უზენაესობაა. ცხადია, შესაძლოა არ ვეთანხმებოდეთ ჰოლოკოსტის უარყოფის აკრძალვას, მაგრამ ჰოლოკოსტის თემას სწორედ სიცოცხლის ღირებულებასთან სიახლოვე გამოარჩევს. მისი უარყოფა მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილის გაუფასურებას უკავშირდება. მხოლოდ სიცოცხლე დგას ყველაფერ დანარჩენზე - თვითგამოხატვაზე, რელიგიურ გრძნობებზე გაბატონებულ შეხედულებებსა თუ ეკონომიკურ ინტერესებზე მაღლა. სწორედ ამ ჭეშმარიტების აღიარების წყალობითაა, რომ ადამიანებს აღარ წვავენ კოცონზე ერეტიკოსობისათვის, არ სწირავენ ღმერთებს მსხვერპლად და არ ახრჩებენ გაზის კამერებში.

    2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ტერორიზმი იმაზე მეტად იყენებს რელიგიურ რწმენას თავის იარაღად, ვიდრე ოდესმე - როდესაც ექსტრემისტული თავდასხმების შემდეგ ექსტრემისტები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული „ღვთის სახელით“ ჩსიდინეს. ხდება რელიგიის თავისუფლების ბორიტად გამოყენება. პოლიტიკურად მოტივირებული ქმედებების და მოთხოვნების დაფარვისათვის რწმენის ნიადაგზე ჩადენილი ტერორისტული აქტების მომრავლება მეტყველებს არა რეალურ მეწამსზე დაფუძნებულ განსხვავებუს კულტურებს შორის კონფლიქტებზე, არამედ შეუქყნარებლობასა და უმცირესობაზე დამყარებული დაპირისპირების არსებობაზე.

  • მსხვერპლშეწირვის მანკიერი ტრადიცია თუ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა?!
  • დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში ლომისობის დღესასწაულს ყოველწლიურად აღნიშნავენ. ოჯახები მცირეწლოვანი ბავშვებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.

    რიტუალის მიხედვით, ხალხს საკლავი, სანთლები და ღვინო მიაქვს. პირუტყვსა თუ ფრინველს ეკლესიას სამჯერ ლოცვით შემოატარებენ, სურვილს ჩაუთქვამენ, სასაკლაოზე ჩაიყვანენ, თავზე ანთებულ სამთელს დაუმაგრებენ და დაკვლამდე რიტუალის შემსრულებელი ჭიქა ღვინით დალოცავს შესაწირს.

    ეკლესიის ეზოს მიღმა მსხვერპლშეწირვის ადგილია მოწყობილი. რამდენიმე მნათე დგას და მოვალეობები აქვთ განაწილებული. მიწა სისხლითაა მორწყული, იქვე სატვირთო მანქანა დგას, სადაც პირუტყვის შიგნეულობასა და ტყავს ყრიან. ცხვრებს ერთიმეორის მოყოლებით კლავენ, შემდეგ ატყავებენ და ხორცს თავისსავე პატრონს აწვდიან.

    რიტუალის შემსრულებლებმა მსხვერპლშეწირვის პროცესის გადაღება აგვიკრძალეს და თქვეს, რომ საკლავის დაკვლის პროცესის ამსახველი ფოტოები ხალხში უარყოფით რეაქციას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ სურთ თავიანთი ტრადიციის შესახებ ბევრმა შეიტყოს, ფოტომასალის გავრცელება კატეგორიულად არ უნდათ.

    მათთვის ცხოველთა უფლებების დამცველი პირების პროტესტი მიუღებელია. მიუხედავად განსხვაებული აზრისა, რომ ცხოველებს მასობრივად არ უნდა ხოცვდნენ, ტრადიციებს მაინც კბილებით დაიცავენ.

    ქვემო მლეთაში რემდენიმე ეკიპაჟი პატრულირებდა. ლომისას მთის ფერდობზე სამაშველო დამსახური აკონტროლებდა სიტუაციას. მათი თქმით, წელს ოცამდე ადამიანი დაშავდა. მლეთიდან ლომისას მთის მწვერვალამდე რამდენიმე კილომეტრიანი გზაა - შემაღლებულ ფერდობს, ტყეში ვიწრო ქვაღორღიან ბილიკი მოსდევს, ამის შემდეგ კი 4-5 ციცაბო გორაა გადასვლელი, სანამ ეკლესიამდე მიაღწევ.

    ოჯახის წევრებთან ერთად, მცირეწლოვანი ბავშვებით ხელში ფეხშიშველი ადის მთაზე. ისინი ამბობენ, რომ ლომისას ტაძარში შესვლა უდიდესი მადლია. სწამთ, რომ იქ ლოცვით ყველა სურვილი აუსრულდებათ. ტაძარში დიდი საყელურიანი ჯაჭვი ინახება და იქ ასულ მრევლს სჯერა, რომ თუკი მას მხრებზე დაიდებს და სამჯერ შემოუვლის ეკლესიას, ცოდვები მიეტევება.

    ვფიქრობთ, რომ ტრადიცია აპრიორი კარგს არ ნიშნავს. ეს არის სისასტიკე, რომელსაც ქრისტიანულ სარწმუნოებასთან არაფერი აქვს საერთო. ამგვარი სისხლისღვრა აუცილებლად შეწყდება, თუკი ადგილობრივებს და ასევე ყველა იქ მიმსვლელს, სათანადო ინფორმაციას მიაწვდიან (ამგვარი აქტის შედეგად მოსალოდნელი უარყოფითი გამოვლინებების თაობაზე).

    რეალურად, უამრავ ბავშვს, რომელიც ამას უყურებს, არასწორი ფსიქიკა უყალიბდება(მახინჯი ფსიქიკა)! - ამიტომაც, ვთვლით, რომ მსხვერპლშეწირვა (მსგავსი მასშტაბებით) პირდაპირაა მიმართული ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ. ამდენად, კოდექსის შესაბამის თავში კონკრეტული მუხლი უნდა ჩაიწეროს, რომელიც დაარეგულირებს აღნიშნულ პრობლემურ საკითხს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროპაში ცხოველთა გაუტკივარების მეთოდს მიმართავენ, საქართველოში კი რადიკალურად განსხვავებულ მიდგომასთან გვაქვს საქმე.

  • ქალის გენიტალიების დასახიჩრება რელიგიური მოტივით
  • WHO-ის ცნობით, მსოფლიო მასშტაბით დღეისათვის მცხოვრებ 200 მილიონამდე ქალსა და გოგონას აქვს გენიტალიები დასახიჩრებული. ვარის დირიე პირველი ქალი იყო, რომელმაც მსოფლიოს ყურადღება ქალებისთვის გენიტალიების დამახინჟებას მიაპყრო 1997 წელს. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ვარიეს დორიე ამ მავნე რიტუალთან ბრძოლის გაეროს ელჩად დანიშნა. ამის შემდგომ ქალების წინადაცვეთა მრავალ ქვეყანაში კანონით აიკრძალა. მიუედავად ამისა, ყოველწლიურად 600 გოგოს ასახიჩრებენ.

    წინადაცვეთა, როგორც რელიგიური აქტი, ძალიან ძველი რიტუალია და გვხვდება არაერთ რელიგიურ ტრადიციაში: იუდაიზმში, ისლამში, კოპტ ქრისტიანებში, ეთიოპიურ ეკლესიებში. ამ ტრადიციას იცნობდა ძველი ეგვიპტეც. ძველ აღთქმაშიც წინადაცვეთას ვხვდებით დაბადების წიგნში . აღსანიშნავია, რომ მამაკაცების წინადაცვეთას მის ჯანმრთელობაზე არანაირი უარყოფითი გავლენა არ აქვს. ქალების წინადაცვეთის შედეგად ხდება ქალის ორგანიზმის დამახინჯება.

    საერთაშორისო ორგანიზაციის „ომისა და მშვიდიბის“ ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა საქართველოში წინადაცვეთის ტენდენციებთან დაკავშირებით. კვლევაში ნათქვამია, რომ თუ წინადაცვეთის პროცედურა ფატალურად არ მთავრდება, გოგონებს მთელი ცხოვრბა დამახინჯებული გენიტალიების და განადგურებული სულიერი მდგომარეობის ქვეშ უწევთ ცხოვრება.

    შესაძლოა, რთული წარმოსადგენია, მაგრამ წინადაცვეთის შემთხვევებს აქვს ადგილი ყვარლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: თივიში. სარუსოსა და ჩანტლისყურეში. ადგილობრივები ამბობენ, რომ გოგონას წინადაცვეთაზე წაყვანა ოჯახის რეპუტაციის განმტკიცებასა და ამით გვარის გაგრძელების უზრუნველყოფას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას საკითხის სირთულის, რისკებისა და თანმდევი გართულებების შესახებ. მათ მცდარი წარმოდგენა აქვთ პროცედურასთან დაკავშირებით და ისინი ამას რელიგიურ წეს-ჩვეულებებს უკავშირებენ.

    მიუხედავად რელიგიური დაფუძვლების არსებობისა, მიუღებელია ამგვარი დანაშაულებრივი ქმედების გამართლება. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი ინფორმაციულ ვაკუუმშია მოქცეულა და შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის დაძლევის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მათი ინფორმირება. ამ აბსტრაქტული იდეის რეალიზება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა ქმედითი ღონისძიებების ჩატარების შედეგად: მაგ., სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისა და მანკიერი ტრადიციების მიმართ კრიტიკული მიდგომის ჩამოყალიბების მიზნით, ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამების შემიშავება, ასევე უნდა გაიზარდოს მასმედიისა და არასემთავრობო ორგანიზაციების როლი წინადაცვეთის წინააღმდეგ მიმართულ სააგიტაციო საქმიანობაში.

    წინადაცვეთასთან დაკავშირებით სისხლის სამართლისკოდექსში სპეციალური ნორმა გვაქვს 2017 წლის 4 მაისის კანონით განხორციელებული ცვლილების შედეგად. კერძოდ, 133-2 მეორე სეკუნდა მუხლი, რომელიც საფრთხის დელიქტების თავშია შეტანილი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით დასჯადია, როგორც ექიმის, ისე მშობლის ქმედება. ვინაიდან დასჯადია ოპერაციის გაკეთებაც და ასევე ამგვარ ოპერაციაზე დაყოლიება და იძულება. მშობლის ქმედების კვალიფიკაციისას კერძო ნაწილის ზემოთ დასახელებულ მუხლთან ერთად მე-11 სეკუნდა მუხლიც ეთითება, ვინაიდან ქმედება ე.წ. ოჯახურ დანაშაულად კვალიფიცირდება.

  • რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულთა პრაქრიკა საქართველოში
  • ECRI-ის ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის ფაქტებს საქართველოში. ანგარიშის მიხედვით, 2012 წლიდან გაიზარდა რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმის შემთხვევები და მათ წინააღმდეგ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობა, განსაკუთრებით, მუსლიმებისა და იეჰოვას მოწმეების მიმართ (2013 წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალადობის 53 ფაქტი გამოვლინდა, 2014 წელს ექვსი თვის განმავლობაში - 25 შემთხვევა. 20 შემთხვევა გამოიხატა რელიგიური მსახურებისთვის ხელის შეშლაში, აქედან 9 ფიზიკური ძალადობით, ხოლო 11 რელიგიური გრძნობების სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა).

    ანგარიშში ასევე მოხვდა 2014 წელს სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელზე ჯგუფური თავდასხმისა და 2013 წელს მართლმადიდებელი სასულიერო პირებისა და მათი მრევლის მიერ ხანუქას დღესასწაულის ძალადობრივი ჩაშლის ფაქტები, ასევე ნიგვზიანში, წინწყაროში, სამთაწყაროში, ჭელაში, მოსესა და ქობულეთში მუსლიმთა უფლებების მასშტაბური დარღვევის ფაქტები. 2013 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა მიმართ 45 ძალადობრივი შემთხვევა დაფიქსირდა. ECM-მ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოდანაც, იმის შესახებ თუ როგორ ხდება სსსკ-ის 53-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური ნიშნის, როგორც სასჯელის დამამძიმებელი გარემოების გამოყენება პრაქტიკაში. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, მსგავსი ნიშნით არ ეწევიან მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას და შესაბამისად მათთვის უცნობია რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკა, თუმცა სახალხო დამცველის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, 2014 წელს იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე მხოლოდ 2 შემთხვევაში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.

    აღსანიშნავია, რომ რაოდენობრივი მონაცემების ზრდასთან ერთად, შეიმჩნევა აგრესიისა და შეუწყნარებლობის ინტენსიფიკაციის ნიშნები, ასევე, სახე იცვალა ძალადობის ბუნებამ. ბოლო პერიოდში რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები ხშირად რელიგიური საქმიანობის დროს საჯარო სივრცეში ხდება და აგრესია კოლექტიურ ხასიათს ატარებს. ამასთან, როგორც სახალხო დამცველის ანგარიშების ანალიზი აჩვენებს, თუ წინა წლებში (2010-2012 წლები) რელიგიური ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევები, ძირითადად, არაძალადობრივი იყო, 2014-2015 წლებში იმატა ფიზიკურ პირებზე უშუალო ძალადობამ, რომელთა უმეტესობა გამოიხატა ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დარღვევაში. 2014-2015 წლების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თემის წევრების მიმართ აგრესია, ძირითადად, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატება, რასაც, როგორც წესი, თან ახლავს ფიზიკური ძალადობა ან მისი მუქარა. ფიზიკური შეურაცხყოფა, როგორც წესი, ცემაში გამოიხატება, იშვიათ შემთხვევაში ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაში. რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს პოლიტიკური და სიმბოლირი ბუნება აქვს და წინასწარგანწყობის, სიძულვილის ან/და შეუწყნარებლობის გამო, არა მხოლოდ კონკრეტულ ინდივიდზე, არამედ მთელ ჯგუფზე თავდასხმას ისახავს მიზნად. აღიშნული დანაშაული საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კონკრეტული ჯგუფების მარგინალიზაციას იწვევს.

    ითვლება, რომ დანაშაულის კვალიფიკაცის სსსკ-ის 187-ე მუხლით არ არის ადეკვატური და გამოძიებას, ერთი მხრივ, უნდა შეესწავლა შესაძლო დევნის გარემოება და მეორე მხრივ, უნდა გამოეკვეთათ რელიგიური სიძულვილის მოტივი, რომელიც ნათლად ჩანდა, მათი აზრით, განხილულ ქმედებაში.

  • რეკომენდაციები
  • იმისთვის, რომ ხელისუფლების ორგანოებმა გაატარონ ეფექტური ღონისძიებები რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილი სამართალდარღვევების აღსაკვეთად, რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ყველა შემთხვევაი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან პასუხისმგებლობის უმკაცრესი ზომების მოთხოვნა, თუმცა გამომდინარე იქიდან., რომ რელიგიური უმცირესობები ამ ტიპის სამართალდარღვევების სიჭარბეზე მიუთითებენ, მართებული იქნება, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა იყოს უფრო მკაცრი. რელიგიური წესის აღსრულებისთვის ხელის შეშლის ან დევნის დანაშაულებზე პირებს, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, არ უნდა გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება და მითუმეტეს, განრიდება, რათა მათმა ქცევამ საჯარო სასამართლო პროცესზე მიიღოს სამართლებრივი შეფასება.

    ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ უშვებს ქონებრივი ზიანის გამო დევნის დაწყებას, როდესაც ზარალი არ აღემატება 150 ლარს, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ქმედების ჩამდენი პირების მოტივზე. როცა ადგილი აქვს ქონებრივი ზიანის მიყენებას მხოლოდ რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით და ქონება ზიანდება კონკრეტულ პირთა ჯგუფის შევიწროვების მიზნით, მართებული იქნება, ქონების დაზიანებისთვის პასუხისმგებლიბა დადგეს დევნის დანაშაულის გამო. როდესაც ამ ტიპის დარღვევას აქვს სისტემატური ხასიათი, ის ერთიანობაში ქმნის კონკრეტული რელიგიის მიმდევრებისათვის დევნის ატმოსფეროს.

    ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეირჩეს პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც იმავე ან სხვა პირების მიერ მსგავსი ქმედების აღკვეთას შეძლებს სამომავლოდ. იეჰოვას მოწმეთა მიმართ ჩადენილი სამართალდარღვევები. მათი რაოდენობის ზრდისა და სისტემატური ხასიათის გამო არ ტოვებს ამის საშუალებას.


    narindoSvili m., gogelia v., julayiZe T., jaSi z., glurjiZe e., religiis Tavisufleba, Tbilisi, 2004, 21.



    http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=samartal&cl=CL4.3&d=HASHfb846b36a6403d837daa38.10



    lekveiSvili m., Todua n., mamulaSvili g., sisxlis samarTlis kerZo nawili, wigni 1, Tbilisi, 2016, 240.

    http://www.tolerantoba.ge/index.php?id=1281619861&kat=293



    http://www.for.ge/view.php?for_id=38213&cat=9ix

    https://www.radiotavisupleba.ge/a/blog-giorgi-tskhadaia-charlies-hebdo/26786701.html




    [1] https://pia.ge/post/185254-qalta-winadacveta-maxinji-tradicia-e-w-natloba-tu-kavsiri-religiastan


    http://tdi.ge/ge/news/305-religiuri-sheucqnareblobis-sakitxi-ecri-s-angarishshi



    [1]https://emc.org.ge/ka/products/emc-sakhelmtsifos-araefekturi-politika-iehovas-motsmeta-mimart-dzaladobis-tsakhalisebas-itsvevs

    [1] religiis Tavisufleba, saxelmwifos diskriminaciuli da arasekularuli politikis kritika, adamianis uflebebis swavlebisa da monitoringis centri, Tbilisi, 2016, 129.

    [1]https://emc.org.ge/ka/products/emc-sakhelmtsifos-araefekturi-politika-iehovas-motsmeta-mimart-dzaladobis-tsakhalisebas-itsvevs

    0
    78
    შეფასება არ არის
    ავტორი:თეიმურაზ მალანია
    თეიმურაზ მალანია
    78
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0