აზერბაიჯანმა აზერბაიჯანის არმიის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმზე საკმაოდ შთამბეჭდავი სამხედრო ტექნიკა გამოიყვანა
ცნობილი ფაქტია და დასამალიც არავისთვისაა, რომ აზერბაიჯანი მზადაა ყარაბაღი სიტუაციის გართულების შემთხვევაში სამხედრო ძალით დაიბრუნოს.
აზერბაიჯანი მდიდარია ნავთობით და ბუნებრივი აირით, რისი გაყიდვითაც სერიოზული ფული შედის აზერბაიჯანის ბიუჯეტში, შესაბამისად აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ჩვენთან შედარებით კოლოსალური ბიუჯეტის მქონეა.
ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანმა დიდი რაოდენობით შეიძინა სხვადასხვა დანიშნულების მქონე საბრძოლო ტექნიკა. 26 ივნისს ბაქოში აზალდიგის მოედანზე გაიმართა სამხედრო აღლუმი, რომელიც აზერბაიჯანის არმიის შექმნის 100 წლის იუბილეს მიუძღვნეს.
აღლუმს ესწრებოდა ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ქვეყნის "ვიცე–პრეზიდენტთან" (როგორც მას აზერბაიჯანის ოპოზიციური ძალაები უწოდებენ) მეჰრიბან ალიევი.
ასევე სამხედრო აღლუმს ესწრებოდნენ აზერბაიჯანის პარლამენტის (მილი მეჯლისი) დეპუტატები, ასევე უცხოელი სტუმრები–ელჩები, უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამხედრო აღლუმზე პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით ოფიციალურად იქნა მოწვეული სომხეთთან ომის მონაწილე ვეტერანები.
საერთო ჯამში სამხედრო აღლუმში მონაწილეობა მიიღო 4 000–მა სამხედრო მოსამსახურემ, მათ შორის იყვნენ თურქეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფმა.
ბაქოს მთავარ ქუჩაზე გაიარა 240–მა ერთეულმა, სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სამხედრო ტექნიკამ, მათ შორის თვითმავალმა საარტილერიო დანადგარებმა, ჯავშანტრანსპორტიორებმა, ზალპური ცეცხლის რეაქტიულმა სისტემებმა. ასევე დემონსტრირებულ იქნა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, უპილოტოები, თანამედროვე ჯავშანტექნიკა.
გთავაზობთ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სურათებს აღლუმიდან.
სხვა რამე მის შესახებ ნაკლებად მაინტერესებს. :)