x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
თვითქმნადი წინასწარმეტყველება

მეცნიერების ინტერესის სფეროს დიდი ხანია წარმოადგეს იმ რეალური მექანიზმის დაფიქსირება, რომელიც საფუძვლად უდევს იმას, რომ რეალობა ხშირად ადამიანის შეხედულებებისა და მოლოდინების შესაბამისად იცვლება. ამ ფენომენს თვითქმნადი წინასწარმეტყველება ეწოდება და განიმარტება, როგორც წინასწარმეტყველება გარკვეული მოვლენის ან ქცევის შესახებ, რომელიც ურთიერთობებს მოლოდინის შესაბამისად ცვლის.
მე-20 საუკუნის სოციოლოგმა რობერტ კ. მერტონმა შეისწავლა თვითქმნადი წინასწარმეტყველების სტრუქტურა და შედეგები. 1948 წლის სტატიაში Self-fulfilling Prophecy მან წარმოადგინა: თვითქმნადი წინასწარმეტყველება საფუძველშივე გულისხმობს, რომ ცრუ განზრახვა ხდება ახალი ქცევის მიზეზი, წინასწარმეტყველებას მოჰყვება მოვლენების რეალური თანმიმდევრობა, როგორც მტკიცებულება, რომ ის თავიდანვე მართალი იყო.
გამოყოფენ თვითქმნადი წინასწარმეტყველების მექანიზმის ოთხ საფეხურს: 1) ადამიანი იქმნის რწმენებს ობიექტის შესახებ 2)ისე ექცევა ობიექტს, თითქოს ეს რწმენები მართალი იყოს 3) ამ ქცევის შესაბამისად იცვლება ობიექტის ქცევაც 4) ადამიანი თვლის, რომ ობიექტის ქცევა მისი რწმენების დადასტურებაა.
იმის ასახსნელად, თუ როგორ ხორციელდება ეს საფეხურები არაერთი მოსაზრება არსებობს. მათ შორის ერთერთია შეხედულება, რომ თვითქმნადი წინასწარმეტყველების მიზეზი ჰიპოთეზის შემოწმების დამადასტურებელი სტრატეგიების გამოყენებაა, რომლის მიხედვითაც, ადამიანი უმეტესად ისეთ კითხვებს სვამს, რომლებზეც საკუთარი მოსაზრების დამადასტურებელ პასუხებს მიიღებს. (Snyder & Swann, 1978)
თვითქმნადი წინასწარმეტყველება არა მხოლოდ პიროვნული ურთიერთობების დონეზე ახდენს გავლენას, არამედ უფრო ფართო მასშტაბზეც ვრცელდება, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში კონცეფცია ფართოდ და თანმიმდევრულად გამოიყენება საჯარო განათლების რეფორმის სფეროში. თეოდორ ბრამელდი აღნიშნავს, რომ განათლებაზე გავლენა აქვს პირადი და კულტურული ცხოვრების ნებისმიერი ჩვევის მიღება-გაზიარებას და დომინანტად ქცევას. ამავდროულად, მეცნიერებმა შეისწავლეს "ომის გარდაუვალობის ფენომენი“ - თვითქმნადი წინასწარმეტყველება, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია თაობათა განწყობებსა და ქცევებზე.image

0
96
შეფასება არ არის
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
96