x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოოო. მახინჯო, სხვა საქართველო კიდევ კარგი რომ არ არის!.
image

სოციალურ ქსელში მოქალაქე ლევან რამიშვილი საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ მწვავე კრიტიკულ წერილს აქვეყნებს, რამაც ინტერნეტმომხმარებლებლების ნაწილში აგრესია გამოიწვია, ნაწილი კი მთლიანად ან ნაწილობრივ დაეთანხმა.


"საქართველო – უუჩასვრილესი ქვეყანა.

ქვეყანა – არარაობა. ქვეყანა, რომელსაც არავინ არ იცნობს დედამიწაზე, და რომელიც არანაირად არ არის დაკავშირებული იმ პროცესებთან, რომლებიც დედამიწაზე ხდება.



ქვეყანა არარაობა, ერი არარაობა, რომელსაც, როგორც ერთიან ორგანიზმს არასოდეს არაფერი შეუქმნია, და არც უნდა რომ შექმნას, რადგან ამის არც ტვინი აქვს და არც გული.


ქვეყანა, სადაც ყოველ წელს გულისფანცქალით ელოდებიან უბანძესი კონკურსის – ევროვიზიის შედეგებს, რომ იქ ნახონ თავიანთი უნიჭო მომღერლის გამარჯვება, და თქვან: "აი, რა მაგრები ვართ ჩვენ, ქართველები!" მაგრამ ყოველ წამს იმედი უცრუვდებათ...


ქვეყანა, სადაც მთელი მსოფლიო თავის რადიაციულ ნაგავს ყრის, რადგან იცის, რომ ეს ქვეყანა არასოდეს ამოიღებს ხმას.


ქვეყანა, სადაც ჰაერის დაბინძურების და პროდუქტების ქიმიურად მოწამვლის დონე ათასობით პუნქტით გადააჭარბა დასაშვებს, მაგრამ არავის აზრად არ მოსდის, რომ ამის გამო ხმა ამოიღოს.

ქვეყანა, დასახლებული ტოტალურად გაუნათლებელი და აზროვნების უნარს მოკლებული ხალხით;

ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 80 პროცენტი უმუშევარია.

ქვეყანა, სადაც ძულთ ნებისმიერი უცხოელი, მაგრამ როცა ხედავენ, ისე ქლესურად უძვრებიან, გული აგერევა;


ქვეყანა, სადაც არასოდეს ფიქრობენ, თვითონ როგორები არიან და მუდამ სხვებს აბრალებენ საკუთარ უბედურებას;


ქვეყანა, სადაც არავინ იღიმება, სადაც ხალხი დაბოღმილი დადის და იღრინება;


ქვეყანა, რომელიც არ ვითარდება, და არც უნდა განვითარება.


ქვეყანა ყრუთა და მუნჯთა, გონჯთა და სულით მახინჯთა, ქვეყანა სულით მონების, გულით ყინულების და გონებით ქათმისტვინების.


საქართველოოო. მახინჯო, სხვა საქართველო კიდევ კარგი რომ არ არის!"-წერს რამიშვილი.



image


გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"ნაძირალა",

"ავადმყოფი",

"მართალია, როცა შენისთანა არარაობა გაზარდა ქვეყანამ საგინებელია ის ქვეყანა..."

"რაც არ უნდა გიჭირდეს კაცს, ასეთი რაღაცეები ან უნდა დაწეროს კაცმა...

"ეს ფსიქოპატი ეტყობა გამწარებული ემიგრანტია.."

"მერე შენ ქართველი არ ხარ? რაღა გაცოცხლებს?იკარი შუბლში ტყვია თუ ასეა შენი საქმე",

"მეტის ღირსია საქართველო შენნაირ გონჯ, მახინჯ, უზნეო და უმადურ ადამიანს რომ უძლებს!!!! და მაინც საქართველო ლამაზოოოო სხვა საქართველო არ არის და არც იქნება! ",

"ქვეყანამ რა დაგიშავა როცა ქვეყანას შეენნაირი გონჯები ყავს შემოსეული რა ქნას?!",

"ამას საკუთარი ქვეყნის ისტორია ერთხელ მაინც რომ ზერელეთ წაეკითხა, ერთხელ მაინს ყური, რომ მოეკრა მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერების მიღწევებისთვის, ხელოვნებაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, რითაც მსოფლიო აღფრთოვანებულია განა ამას იტყოდა?! ვინმემ თუ გაწყენინა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თავს უფლება მისცე და ქვეყანა და ხალხი ლანძღო. ამის უფლება არავის აქვს !!!!!!",

"ეს მეორე დომენიკ მანგოა"

image

"რა თქვა ტყუილი?",

"დიახ ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენდა სავალალოდ მწარე სიმართლეა, ამ ჩვენ მდიდარ ლამაზ და დიდი ტრადიციების ქვეყანას ვანადგურებთ, თავზე გვემხობა და მოტყუებული, კმაყოფილი სახით დავდივართ.."

"რა ვქნა სიმართლე, სიმართლეა",

"ის დროც ხომ იყო ქვეყანა რომ წინ მიდიოდა, როცა მთელმა მსოფლიომ გაიცნო და ითვლებოდა, როგორც ლიდერი ქვეყანა რეგიონში, რომელიც იბრძოდა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის, დაკარგული ტერიტორიებისთვის, ვითარდებოდა და ჩვენც ამაყები ვიყავით როგორც ამ ქვეყნის შვილები..! ადამიანები იმედით შესცქეროდნენ ხვალინდელ დღეს, რადგან იცოდნენ უკეთესი იქნებოდა, ქუჩაში ღიმილიანი სახეებიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე დაბოღმილი, რადგან მომავლის იმედი და რწმენა ქონდათ..! წავიდა ის დრო და ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი მოგვიტანა დევნილია საკუთარი ქვეყნიდან!
ახლა? ახლა დიდ წილად ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც ზემოთ წერია; მწარე სიმართლე სჯობია ლამაზ ტყუილს და მოყვრისთივს პირში ძახებას თუ სამართლიან, გულისტკივილით ნათქვამ კრიტიკად მივიღებთ, კიდევ შეიძლება ბევრი რამის გამოსწორება."

"მძიმე ხალხი, მატყუარა, შურიან-პურიანი, ბოღმიან-დოგმიანი, უამრავი წუნი აქვს, ერს. მეც ძაან გული მწყდება, რომ ამდენი წელია, პოლიტიკამ წალეკა აქაურობა და არა ადამიანზე ფიქრმა, ადამიანზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ. ყველა კანონილამის, რაც 2004 ისე მერე შედგა, არის პოლიტიკური ჯგუფების, სამოქმედო სივრცისთვის შექმნილი, ეს დანარჩენები, ანუ არაფრის მაქნისები, გარეთაც არ გადიან სხვამ თუ არ ჩასძახა. ყველა, ამ ერს, მიწასთან ასწორებს, თავის ხალხიანად და ესენი თითით ნესტოში, უყურებენ რა იქნება შემდეგი. შემდეგი იქნება, მუდამ გაბითურება, სხვა არაფერი."

image
5
436
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
436
  
2018, 26 ივლისი, 23:19
მწარეა სიმართლე ხო???? უბრალოდ თეთრი ყვავი ცუდათ ხვდება თვალში
2018, 26 ივლისი, 13:26
ეს არის კაცი, რომელმაც მსოფლიოს სულ სხვა თვალით დაანახა და გააცნო რუსთველი. მან დაწერა წიგნი "დაფარული ვეფხისტყაოსანი:, რომელიც იმდენად მოეწონათ რუსებს რომ თავად შესთავაზეს რომ ოღონდ თარგმანი გაკეთებინა და თავიანთი ფული გამოუცემდნენ მთელ რუსეთში. უკვე მიმდინარეობს თარგმანი. ამ წიგნში არის კარგად აღწრილი, რომ რუსთაველი არ იყო მხოლოდ დიდი პოეტი მე-13 საუკუნის, არამედ ის იყო მსოფლიოს უდიდესი მოაზროვნე ყველა დროის, დიდი ალბათობით იყო სუფია, იცოდა ვედები და აღმოსავლური რელიგიები, კარგად ერკვეოდა ასტროლოგიაში და ბევრი შიფრი ჩადო პოემაში და ვეფხისტყაოსანი ისეთივენაირად იშიფრება და ისეთივე ცოდნა დევს მასში, როგორც ბიბლიაში.
2018, 25 ივლისი, 11:00
90% სიმართლეა და არ გინდათ ეხლა აქ დორბლების გადმოყრა. დროა ეს ყველაფერი გამოვასწოროა.
2018, 25 ივლისი, 10:40
ეს ვიღააა? ამისი წყევლა-გინებაღა გვაკლდა, რაააა))))))
2018, 25 ივლისი, 10:00
ამის დამწერია თვითონ არარაობა.მან რა გააკეთა მდგომარეობის გამოსწორებისათვის? რა თქმა უნდა არაფერი,რადგან მის შესახებ არავინ არაფერი იცის.ბევრი რამ სიმართლეა,მაგრამ ჩვენ რა გავაკეთეთ,რომ ეს სიმართლე გამოგვესწორებინა?გავრბივართ ემიგრანტებად უცხოეთში და იქ ვიდგამთ წელებზე ფეხს.აქ რომ ეშრომათ ასე,რაღაც ხომ გამოსწორდებოდა....
0 1 5