x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საკუთარი მეფე -მამების და ძმების ოჯახური ძალადობის მსხვერპლი პრინცესები

ჩვენს დროში ოჯახში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს დახმარების და დაცვის შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ, სულ ახლახანს თავად მათ სდებდნენ ბრალს გარყვნილებაში. ყველაზე სახელოვანი გოგონებიც კი ვერ პოულობდნენ დამცველს.



image



ისტორიულად, უფროსი ნათესავის მიერ ძალადობის ან გაუპატიურების მსხვერპლს მით უფრო ნაკლები იმედი უნდა ჰქონოდა ვინმეს დახმარების ან მფარველობისა, რაც უფრო დიდგვაროვანი იყო მისი ოჯახი: ეს ხომ იმას ნიშნავდა, რომ მოძალადეს თითქმის განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა. და თუ ეს არანათესაური ურთიერთობა ვინმესთან ამოტივდებოდა, მსხვერპლს გარყვნილად თვლიდნენ.


და ეს იყო იმ დროს, რომელსაც ახლა ისტორიულს უწოდებენ. აი მხოლოდ რამდენიმე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი თავიანთი ძლევამოსილი ნათესავებისა.


მარია ლუიზა ორლეანელი





image




ორლეანელი პრინცის ფილიპეს და მისი ქალიშვილის გარშემო ყველაზე ბინძური ჭორები დადიოდა. ისინი განუყოფელი იყვნენ მას შემდეგ, რაც პრინცესა ექვსი წლის ასაკში სერიოზულად გახდა ავად, მამა უვლიდა და თითქმის საერთოდ არ ცილდებოდა საწოლს. როდესაც გაიზარდა, მარია ლუიზა ცოლად გაყვა თავის ბიძას, ესპანეთის მეფეს კარლ II-ს.

მისი ყველა დაფეხმძიმება, ორსულობის შეწყვეტით მთავდებოდა. ამას ხშირად უკავშირებდნენ სისხლის აღრევას, მაგრამ ბევრი თვლიდა, რომ მარია ლუიზა ორსულდებოდა არა მეუღლე-ბიძისგან, არამედ საკუთარი მამისგან, იცოდნენ რა კარლ II- ის პოტენციის პრობლემები. რაც შეეხება უფრო თანამედროვე შეხედულებებს, ითვლება, რომ ინცენსის მსხვერპლთ, რომლებიც გააუპატიურეს მოზარდის ასაკში, ხშირად აქვთ ბავშვის ჩასახვის ან ნაყოფის შენარჩუნების პრობლემები .


არაპირდაპირი მინიშნებები იმისა, რომ მარია ლუიზამ სერიოზული ტრამვა გადაიტანა, მის ქცევებიდანაც ჩანდა. ის იტანჯებოდა დეპრესიით, ალკოჰოლიზმით და გადაჭარბებული ჭამის მადით- რაც ძალიან ხშირად გვხვდება პედოფილების მსვერპლთა პრობლეად. უბედური დედოფალი ოცდაექვსი წლისა გარდაიცვალა.




ელიზაბეტ პეტრეს ასული




image





მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს და მის ქალიშვილზე მსგავსი ჭორები არ დადიოდა, მეფის ასულ ელიზაბეტზე მისი მხურვალე დამოკიდებულება ყველას აოცებდა. მეფეს შეეძლო ხალხის თანდასწრებით დაეკოცნა გოგონას ხელები და ფეხები, როდესაც აღტაცებაში მოვიდოდა მისი მენუეტის ცეკვით. ასევე მეფემ შეუკვეთა მისი შიშველი პორტრეტი.





როგორც ცნობილია, პეტრეს ქალიშვილს შეეძლო ბრწყინვალედ გათხოვილიყო. მაგრამ, მას საკმაოდ მოკრძალებულ საქმროებს ურჩევდნენ.შესაძლოა საქმე იმაში იყო, რომ მრავალ ევროპელ სამეფო ოჯახებისთვის პრინციპული იყო პატარძლის ქალიშვილობა, ხოლო მრავალრიცხოვან გერმანელ პრინცებს მისი წარმომავლობა და მზითევიც ყოფნიდა.



მიუხედავად ამისა, ელიზაბეტი არ გათხოვილა. სამაგიეროდ, მამის სიკვდილის შემდეგ მშვიდად და ხშირად იცვლიდა საყვარლებს, იმდენად მშვიდად, რომ არავისგან არ ორსულდებოდა. ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემის გარდა ადრეულ ასაკში გაუპატიურების მსხვერპლთ აღვირახსნილობისადმი მიდრეკილებაც ახასიათებთ. უნდა ითქვას, რომ თუ მეფის ასულს და პეტრე პირველს შორის სისხლის აღევა მოხდა, ის არ იყო რუსეთის პირველი იმპერატორის ცხოვრებაში ერთადერთი. მან საკუთარი ძმისშვილი (დისშვილი?) ეკატერინე იოანოვნა აცდუნა იმავე შედეგებით: მანაც მამაკაცებთან აღვირახსნილ ცხოვრებას მიჰყო ხელი.



მამის გარდა, ელიზაბეტზე ძმისშვილმა, პეტრე მეორემაც იძალადა. ის იყო 12 წლის, ელიზაბეტი კი უკვე ჩვიდმეტი წლისა, როდესაც თავისი ძალაუფლების წყალობით მისთვის დეიდის საწოლი ხელმისაწვდომი გახდა. თუმცა პრაქტიკულად შეწინააღმდეგებას ადგილიც არ ჰქონია. იმდენად რამდენადაც დასაკარგი არც არაფერი იყო.





აბატისა ადელაიდა

(კათოლიკური წმინდანი)




image




როდესაც რუსი ქალბატონი ევპრაქსია დანიშნეს მარკგრაფ შტადენზე, ქორწილამდე მას რამოდენიმე წელი კათოლიკურ მონასტერში ზრდიდნენ.

ევპრაქსიის მოძღვარი იყო აბატისა ადელაიდა, გერმანელი იმპერატორის ჰენრიხ IV- ის და. მას შემდეგ, რაც ევპრაქსია დაქვრივდა, აბატისამ ფაქტიურად თავის ძმას შეახვედრა და ისინი დაქორწინდნენ.


ევპრაქსიის ოჯახი ამ ქორწილის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერ დაარწმუნეს იმპერატორიდან შორს დაეჭირა თავი. ჰენრიხი ცნობილი იყო როგორც გარყვნილი და მოძალადე . ის თავის მეგობრებს აძლევდა საკუთარ პირველ ცოლს და დას, მათზე რომ ეძალადათ. სწორედ ის ადელაიდა, რომელსაც მანამდე თავად წაართვა ქალიშვილობა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ცოდვის მოსანანიებლად და მოძალადე ძმისგან თავის დასაღწევად წავიდა ადელაიდა მონასტერში.

რა მოტივი ამოძრავებდა მას საკუთარი აღსაზრდელი იმპერატორს რომ მიათხოვა? სავარაუდოდ იმის სურვილი, რომ ყურადღება საკუთარი თავიდან აერიდებია. შედეგად კი ევპრაქსიასაც იმის გადატანა მოუწია, რაც ადელაიდას შეემთხვა.

მაგრამ მას ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევაში ჰენრიხის შვილი დაეხმარა. ორივე რომში გაიქცა და ერთმანეთს ამხნევებდა. მართალია ეჭვობდნენ რომ ისინი - საყვარლები იყვნენ, მაგრამ კონრადი ნამდვილად კეთილშობილი ადამიანი იყო, ხოლო ევპრაქსია ვერ შეძლებდა მამკაცებზე სხვაგვარად შეეხედა იმის მერე, რაც მან გადაიტანა.


რჩება კითხვა, რისი გადატანა მოუწიათ მოძალადის ორ ქალიშვილს, პრინცესა აგნესას და ადელაიდას. შეიკავა თუ არა მათთან ურთიერთობაში თავისი ცხოველური მიდრეკილებები? მათ ხომ ვერავინ დაიცავდა.




დედოფალი მარგო


image



ჭორების მიხედვით, დედოფალმა მარგომ თავისი სექსუალური ცხოვრება დაიწყო თერთმეტი წლისამ და უფრო ადრეც კი და თექვსმეტი წლისა უკვე ყველა ძმასთან იყო ნაწოლი. მას თვლიდნენ გარყვნილად; ჰენრიხ ნავარელთან დაქორწინების შემდეგ ის განაგრძობდა გართობას მამაკაცებთან, პოულობდა რა ახალ-ახალ საყვარლებს. ბავშვები მასაც არ ჰყავდა, და არც ეყოლებოდა.



ოჯახში სექსუალური ძალადობის შემსწავლელი თანამედროვე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ როდესაც საქმე ეხება გოგონას, რომელმაც „ყველა თავისი ძმა აცდუნა“, ძნელია ისაუბრო მის ნებაყოფლობით არჩევანზე. დასაწყისში გოგონას უძნელდება ბიჭების ბრბოს გაუმკლავდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასზე უფროსები არიან და ცუდი აზრები მოსდით თავში.

რაც შეეხებ მარგარიტა ვალუას, ის არა მარტო ყველაზე პატარა იყო საყვარელ- ძმებს შორის. ის ამჟღავნებდა სქესობრივი ცხოვრების ძალიან ადრეულ და შესაძლოა ძალადობრივი გზით დაწყების ნიშნებს:მამაკაცების ხშირ ცვლას, ალკოჰოლის და უნაყოფობისადმი მიდრეკილებას.


საბედნიეროდ მას ქმარში გაუმართლა, რომელიც თვალს არიდებდა ცოლის გართობას და იმ ფაქტს, რომ ქორწილის დროს ის ქალიშვილი არ იყო. მაშინ, როდესაც პეტრე პირველის ძმისშვილს ეკატერინეს -მისი ქმარი, აღმოაჩინა რა ის ფაქტი, რომ ქალიშვილი არ იყო - სასტიკად ტანჯავდა.

***

ხილეთ ასევე:






image






image








image






***

0
712
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
712
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0