x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ჩარლი ჩაპლინის დამაფიქრებელი გამონათქვამები
1. ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.

2. ცხოვრების გზა თავისუფალი და ლამაზი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ დავკარგეთ ეს გზა. სიხარბემ მოწამლა ადამიანთა სულები, მსოფლიო სიძულვილისგან ბარიკადებით გადაიღობა. ჩვენ განნავითარეთ სისწრაფე, მაგრამ მასში ჩავიკეტეთ. მანქანებმა გზა გაგვიხსნეს სიმდიდრისკენ, ცოდნამ ცინიკურები გაგვხადა, ნიჭიერებამ კი - გაგვაბოროტა. ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. მანქანებზე მეტად ჩვენ ადამიანობა გვჭირდება, ნიჭიერებაზე მეტად - სიკეთე და თავაზიანობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.

3. მამაკაცის ნამდვილი ხასიათი გამოიხატება სწორედ მაშინ, როდესაც ის ნასვამ მდვომარეობაში იმყოფება.

4. ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.


5. სარკე ჩემი საუკეთესო მეგობარია, იმიტომ რომ, როცა მე ვტირი, ის არასოდეს იცინის.image

6. ჩვენ ყველას გვინდა დავეხმაროთ ერთმანეთს. ადამიანური ყოფიერება და მივალეობაც ესაა. ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს დამყარებული ერთმანეთის ბედნიერებაზე და არა - ერთმანეთის უბედურებაზე.

7. მსგავსად ყველასი, მე ვარ ის, ვინც ვარ: ინდივიდუალური, უნიკალირი და განსხვავებული. ისტორია უამრავი ოცნების, სურვილებისა და პირადი გამიცდილების, რომელთა მთლიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება.

8. ამ ყოველივეს შემდეგ, მრჩება მხოლოდ ერთადერთი რამ, ერთადერთი ყოფიერება და ეს არის კლოუნის როლი. ეს მათავსებს ბევრად უფრო დიად სიმაღლეზე, ვიდრე თვითმფრინავი ნებისმიერ პოლიტიკოსს.

9. მე ვერ ვეგუები მშვენიერების ისეთ ნიმუშს, რომელიც ყველასთვის გასაგებია. როდესაც მშვენიერება არ საჭიროებს დამატებით ინტერპრეტაციას ვინმე სხვა შემოქმედისგან, მაშინ მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან შეასრულა მისი ჭეშმარიტი დანიშნულება.

10. იმისათვის, რომ ჭეშმარიტი ღიმილო გამოსახო, საჭიროა გამოცადო ის ტკივილი, რომელსაც ატარებ.

11.უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ, რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია.image

12. მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა იმპერატორობა, ეს არაა ჩემი საქმე. არ მინდა ვინმეს ვმართავდე, ან ვიპყრობდე. მინდა დავეხმარო ყველას, ვისაც შემიძლია- ებრაელს, წარმართს, ზანგს, თეთრკანიანს. ჩვენ ყველანი ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ადამიანები ასეთები ვართ. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ერთმანეთის სიხარულით და არა უბედურებით. არ უნდა გვძულდეს და გვეზიზღებოდეს ერთმანეთი. ამ მსოფლიოში ყველასთვისაა ადგილი, დედამიწა მდიდარია და ყველას დაგვიტევს.

13. აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე. ღრუბლები ირწევიან, მზე აცხუნებს და ჩვენც სიბნელიდან სინათლისაკენ მივექანებით.მივდივართ ახალ სამყაროში- კეთილ სამყაროში, სადაც ადამიანობა სიხარბეზე, სისასტიკესა და სიძულვილზე მაღლა დგას. სადაც ადამიანის სულისათვის ფრთები შეუსხიათ და საბოლოოდ მიუციათ შესაძლებლობა იმისა, რომ იფრინოს. და ისიც დაფრინავს, დაფრინავს ცისარტყელისაკენ... იმედის ფერებში, ჩვენ მომავალში, რომელიც შენ გეკუთვნის, მე და ყველა ჩვენთაგანს... აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე.

14. ჩემი გულის ტკივიკი შეიძლება იყოს ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასოდეს იქნება ვინმეს გულის ტკენის მიზეზი.

15. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.image

0
310
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0