x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გარეცხოთ ყოველდღიურად სახლის დალაგებისას
ხშირად გვგონია, რომ ყველაფერი დავასუფთავეთ, თუმცა არის პატარა ნიუანსები, რაზეც ყველა დიასახლისმა ყურადღება უნდა გაამახვილოს. მაგალითად, არის ისეთი ნივთები, რომელსაც ყოველდღიურად სჭირდება გარეცხვა.


გთავაზობთ მათ ჩამონათვალს:

image


1. სამზარეულოს და ზოგადად ხელსაცოხები – სამზარეულოს ხელსახოცები ბაქტერიების ბუდეა. სააბაზანოს პატარა პირსახოცებიც ასევე ბევრ ბაქტერიას ატარებენ, რადგან მათ დღეში რამდენჯერმე ვიყენებთ, ამიტომაც სწრაფად ბინძურდება. ამიტომ ყოველდღიურ რეცხვას საჭიროებს.




image


2. გასაღები - როგორც იცით, გასაღებს მუდმივად მოვიხმართ, ხელიდან ხელში გადადის და ასე შემდეგ, ამიტომაც გასაღებების ზედაპირზე უამრავი ბაქტერია გროვდება. გასაღებები აუცილებლად უნდა გაიწმინდოს ანტისეპტიკური ხელსახოცებით ყოველდღე.


image


3. სააბაზანოს კაფელი - დაბინძურებეული კაფელი ერთ-ერთი პრობლემური გასარცხია, ამიტომ უმჯობესია, ყოველი შხაპის მიღების შემდეგ გარეცხოთ და გაასუფთაოთ. აუცილებელია, გაამშრალოთ კიდევაც და არ დატოვოთ სველ მდგომარეობაში, მშრალი კედლები ასევე ხელს შეუშლის სააბაზანოში ობის გაჩენას.


image

4. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი - იცოდით, რომ ეს გახლავთ ყველაზე ბინძური ნივთი სამზარეულოში. ღრუბლის გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი დეზინფიცირება: კარგად გარეცხეთ და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 2 წუთით.


image

5. ყავის მადუღარა - ყავის მადუღარა ბაქტერიებისა და ობის ბუდეა, ამიტომ ისიც ყოველდღე უნდა გაირეცხოს.



გაფრთხილდით, გაუფრთხილებლობამ შეიძლება დააზიანოს თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, ამიტომ ეს რჩევები გაითვალისწინეთ!

0
386
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0